პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი ინიციატივით გადაწყვიტეს აბორტგაკეთებულმა ქალებმა ეკლესიის აშენება - საპატრიარქოს და საინიციატივო ჯგუფის კომენტარი
ვისი ინიციატივით გადაწყვიტეს აბორტგაკეთებულმა ქალებმა ეკლესიის აშენება - საპატრიარქოს და საინიციატივო ჯგუფის კომენტარი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ სა­პატ­რი­არ­ქო­ში აბორ­ტით მო­წყვე­ტი­ლი ბავ­შვე­ბის დე­დე­ბი მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდა.

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს, რო­მელ­შიც "აბორ­ტით მო­წყვე­ტი­ლი ბავ­შვე­ბის დე­დე­ბი და ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ექიმ-გი­ნე­კო­ლო­გე­ბი" შე­დი­ან, გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, "სი­ნა­ნუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტად აა­გონ ტა­ძა­რი".

"ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რამ­დე­ნად დიდი ცოდ­ვაა აბორ­ტი და მას უბ­რა­ლო მოვ­ლე­ნად აღიქ­ვამ­და. მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, დე­დებს, რო­მელ­თაც მუც­ლა­დღე­ბულ ყრმა­თა მო­წყვე­ტის და­ნა­შა­უ­ლი აწუ­ხებთ (მათ შო­რის ექიმ-გი­ნე­კო­ლო­გე­ბიც არი­ან) გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, თა­ვი­სი სი­ნა­ნუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტად აა­გონ ტა­ძა­რი ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხელ­ზე" - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკ­ლე­სია აი­გე­ბა ხუ­და­დო­ვის ტყის მიმ­დე­ბა­რედ.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გან­გვი­მარ­ტეს, რომ ამ ქა­ლებ­მა თა­ვად გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი შე­ექ­მნათ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე დედა ელ­პი­დე ამ­ბობს, ტაძ­რის აშე­ნე­ბის იდე­ის გავ­რცე­ლე­ბას სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რე­ბენ:

"თვი­თონ ამ ქა­ლებ­მა გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი აშენ­დეს ტა­ძა­რი. შე­იქ­მნა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი და პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა, რო­გორც კე­თი­ლი საქ­მე. ისი­ნი მორ­წმუ­ნე ქა­ლე­ბი, გარ­დაც­ვლილ შვილ­თა დე­დე­ბი არი­ან, მე­გობ­რო­ბენ, კე­თილ საქ­მე­ებს აკე­თე­ბენ, ეს მო­ი­ფიქ­რეს და თა­ვი­ან­თი იდეა პატ­რი­არ­ქს გა­აც­ნეს. ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ ალ­ბათ, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი შე­იკ­რი­ბე­ბა, ამ იდე­ას მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აჟ­ღე­რე­ბენ და ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­ი­ტა­ნოს თა­ვი­სი წვლი­ლი ამ ტაძ­რის აშე­ნე­ბა­ში, გარ­კვე­ულ მა­ტე­რი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას გა­ი­ღებს. დე­დე­ბის გარ­და არი­ან ის ექი­მე­ბიც, ვი­საც ამ მძი­მე ცოდ­ვა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის", - გან­მარ­ტეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

AMBEBI.GE ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელს, მზია კა­ცა­ძეს.

"ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვართ, არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია. იდეა ჯერ ჩა­ნა­სა­ხის დო­ნე­ზეა, უბ­რა­ლოდ მო­საზ­რე­ბაა, ზუსტ პა­სუხს ვერ გე­ტყვით. დე­ტა­ლე­ბი 2-3 თვე­ში გა­ირ­კვე­ვა და თუ ღმერ­თმა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა ეს საქ­მე, და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გა­გე­ბი­ნებთ" - ამ­ბობს კა­ცა­ძე.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ვისი ინიციატივით გადაწყვიტეს აბორტგაკეთებულმა ქალებმა ეკლესიის აშენება - საპატრიარქოს და საინიციატივო ჯგუფის კომენტარი

ვისი ინიციატივით გადაწყვიტეს აბორტგაკეთებულმა ქალებმა ეკლესიის აშენება - საპატრიარქოს და საინიციატივო ჯგუფის კომენტარი

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში აბორტით მოწყვეტილი ბავშვების დედები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც "აბორტით მოწყვეტილი ბავშვების დედები და ამ საქმეში მონაწილე ექიმ-გინეკოლოგები" შედიან, გაუჩნდა სურვილი, "სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი".

"ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ეკლესია აიგება ხუდადოვის ტყის მიმდებარედ.

დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE საპატრიარქოს წარმომადგენელს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ ქალებმა თავად გამოთქვეს სურვილი შეექმნათ საინიციატივო ჯგუფი. როგორც ჩვენთან საუბარში საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დედა ელპიდე ამბობს, ტაძრის აშენების იდეის გავრცელებას საინიციატივო ჯგუფის წევრები მთელ საქართველოში აპირებენ:

"თვითონ ამ ქალებმა გამოთქვეს სურვილი აშენდეს ტაძარი. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და პატრიარქმა დალოცა, როგორც კეთილი საქმე. ისინი მორწმუნე ქალები, გარდაცვლილ შვილთა დედები არიან, მეგობრობენ, კეთილ საქმეებს აკეთებენ, ეს მოიფიქრეს და თავიანთი იდეა პატრიარქს გააცნეს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბება, ამ იდეას მთელ საქართველოში გააჟღერებენ და ვისაც სურვილი ექნება, შეიტანოს თავისი წვლილი ამ ტაძრის აშენებაში, გარკვეულ მატერიალურ შემწეობას გაიღებს. დედების გარდა არიან ის ექიმებიც, ვისაც ამ მძიმე ცოდვაში წვლილი მიუძღვის", - განმარტეს საპატრიარქოში.

AMBEBI.GE ასევე დაუკავშირდა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მზია კაცაძეს.

"ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, არაფრის თქმა არ შემიძლია. იდეა ჯერ ჩანასახის დონეზეა, უბრალოდ მოსაზრებაა, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. დეტალები 2-3 თვეში გაირკვევა და თუ ღმერთმა შეგვაძლებინა ეს საქმე, დანარჩენ ინფორმაციასაც სიამოვნებით გაგაგებინებთ" - ამბობს კაცაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "შტაბში ხალხი პანიკაშია"

"მისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს" - საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდზე

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია