10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას გვთავაზობენ..." - ოპტიმიზაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებულ ძალებში
"სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას გვთავაზობენ..." - ოპტიმიზაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებულ ძალებში

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ოპ­ტი­მი­ზა­ცია და­ი­წყო.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, შალ­ვა ჯა­ბა­ხა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საშ­ტა­ტო ოპ­ტი­მი­ზა­ცია, რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ასე­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ჩვენ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპ­ტი­მი­ზა­ცია. ეს შე­ე­ხე­ბა საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლებს და უშუ­ა­ლოდ საშ­ტა­ტო-სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ეს ხდე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ასე­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. შექ­მნი­ლია კო­მი­სი­ე­ბი, ქვვე­კო­მი­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დი­ან პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას­თან გა­სა­უბ­რე­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვინ გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და ვინ არა", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ბა­ხა­ძემ.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვის, სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კის და სამ­ხედ­რო-სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მა­მუ­კა ში­უ­კაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ოპ­ტი­მი­ზა­ცია, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მზად­ყოფ­ნის დონე აა­მაღ­ლებს.

"ჩვენ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ფუნ­ქცია, ამო­ცა­ნა და ჩვენ ეს ამო­ცა­ნა უნდა შე­ვას­რუ­ლოთ. ამ თვალ­საზ­რი­სით ოპ­ტი­მი­ზა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რათა ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის დონე ავ­წი­ოთ და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში მოხ­დე­ბა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­და­ხედ­ვა, რი­ცხოვ­ნო­ბის გა­და­ხედ­ვა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვახ­დი­ნოთ თან­ხე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ხარ­ჯვა, იმ პროგ­რა­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რომ­ლებ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და და­გეგ­მი­ლია. რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ამ დრო­ის­თვის ვერ ვი­სა­უბ­რებ. გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო მი­მარ­თუ­ლე­ბის კად­რე­ბი. არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მოხ­და ამის გაზ­რდა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნა ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ წარ­მო­ად­გენს სა­ჭი­რო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ში­უ­კაშ­ვილ­მა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებ­ში მო­სამ­სა­ხუ­რე სამ­ხედ­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, მათ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე იბა­რე­ბენ და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლას სთა­ვა­ზო­ბენ;

"რამ­დე­ნი­მეს და­უ­რე­კეს და წას­ვლის სა­ნაც­ვლოდ, ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია შეს­თა­ვა­ზეს, 5-დან 8 ათა­სამ­დე ლარი, წო­დე­ბის მი­ხედ­ვით... ძნე­ლია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტო, რად­გან ყვე­ლამ ვიცი, რომ გა­სულ წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში შტა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდა მოხ­და, მაგ­რამ მთა­ვა­რი ახლა გა­ცხრილ­ვა რო­გორ მოხ­დე­ბა... კი­დევ, თით­ქმის ყვე­ლას ბან­კის ვალი აქვს და გარ­შე­მო ვი­საც ესა­უბრნენ, ყვე­ლამ უარი უთხრა. არ ვი­ცით, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი რა იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი სამ­ხედ­რო, რომ­ლის თქმი­თაც, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევ­რი (მე­უღ­ლე, დედა, და).

ის, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებ­ში კად­რებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რად არის "გა­ბე­რი­ლი", სა­კა­მა­თო არ არის, სხვა სა­კი­თხია რო­გორ გა­არ­თმევს თავს ამას აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბა, - მოხ­დე­ბა თუ არა ოპ­ტი­მი­ზა­ცია კად­რე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ნე­პო­ტიზ­მის გვერ­დის ავ­ლით.

მა­რი­ამ რო­ბა­ქი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას გვთავაზობენ..." - ოპტიმიზაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებულ ძალებში

"სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას გვთავაზობენ..." - ოპტიმიზაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებულ ძალებში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაცია დაიწყო.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, შალვა ჯაბახაძის ინფორმაციით, საშტატო ოპტიმიზაცია, როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს.

"ჩვენთან მიმდინარეობს ოპტიმიზაცია. ეს შეეხება საშტატო ერთეულებს და უშუალოდ საშტატო-სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას. ეს ხდება თავდაცვის სამინისტროში, ასევე შეიარაღებულ ძალებში. შექმნილია კომისიები, ქვვეკომისიები, რომლებიც გადიან პირად შემადგენლობასთან გასაუბრებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ვინ გააგრძელებს მუშაობას და ვინ არა", - განაცხადა ჯაბახაძემ.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკის და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის, მამუკა შიუკაშვილი იმედოვნებს, რომ ოპტიმიზაცია, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონე აამაღლებს.

"ჩვენ გვაქვს გარკვეული ფუნქცია, ამოცანა და ჩვენ ეს ამოცანა უნდა შევასრულოთ. ამ თვალსაზრისით ოპტიმიზაცია მიზანმიმართულად ხორციელდება, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე ავწიოთ და ჩამოვაყალიბოთ ქმედითუნარიანი ორგანიზაცია. ოპტიმიზაციის პროცესში მოხდება პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის გადახედვა, რიცხოვნობის გადახედვა, აღჭურვილობის გადახედვა, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების რაციონალურად ხარჯვა, იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა და დაგეგმილია. რაოდენობაზე ამ დროისთვის ვერ ვისაუბრებ. გასული წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში საგრძნობლად გაიზარდა სამოქალაქო მიმართულების კადრები. არარაციონალურად მოხდა ამის გაზრდა. ამ თანამდებობებზე დაინიშნა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს საჭიროებას", - განაცხადა შიუკაშვილმა.

შეიარაღებული ძალებში მოსამსახურე სამხედროების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, მათ გასაუბრებაზე იბარებენ და გარკვეული თანხის კომპენსაციის სანაცვლოდ, სამსახურიდან წასვლას სთავაზობენ;

"რამდენიმეს დაურეკეს და წასვლის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაცია შესთავაზეს, 5-დან 8 ათასამდე ლარი, წოდების მიხედვით... ძნელია ეს გადაწყვეტილება გააპროტესტო, რადგან ყველამ ვიცი, რომ გასულ წლებში, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორში შტატების ხელოვნურად გაზრდა მოხდა, მაგრამ მთავარი ახლა გაცხრილვა როგორ მოხდება... კიდევ, თითქმის ყველას ბანკის ვალი აქვს და გარშემო ვისაც ესაუბრნენ, ყველამ უარი უთხრა. არ ვიცით, უარის შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი რა იქნება" - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი სამხედრო, რომლის თქმითაც, გასაუბრებაზე არ დაუბარებიათ სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირის ოჯახის წევრი (მეუღლე, დედა, და).

ის, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სექტორი და შეიარაღებული ძალებში კადრებში ხელოვნურად არის "გაბერილი", საკამათო არ არის, სხვა საკითხია როგორ გაართმევს თავს ამას აღნიშნული უწყება, - მოხდება თუ არა ოპტიმიზაცია კადრების პროფესიონალიზმის გათვალისწინებით და ნეპოტიზმის გვერდის ავლით.

მარიამ რობაქიძე

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე