თბილისში სასტუმრო "ბილტომორში" გამართულ ყოველწლიურ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა GEM FEST-მა წლის საუკეთესო ღონისძიების და ფესტივალის ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB, კავკასიის ჯაზის ფესტივალი (KAVKAZ JAZZ FESTIVAL), თბილისის ფოტოფესტივალი KOLGA, ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალი (BIAFF) და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გამარჯვებულის გამოვლენა ორ ეტაპად განხორციელდა, ონლაინ ხმის მიცემით და ჟიურის შეფასებით. ორივე ეტაპზე GEM FEST მა პირველი ადგილი დაიკავა და ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, 8 სცენაზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს და მას 100.000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.