ხელოვნური ნაძვის ხეების ფართო არჩევანის მიუხედავად, საახალწლოდ ნაძვის ხის მოჭრა, მისთვის ტოტების მომტვრევა, მაინც პრობლემად რჩება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წიწვოვანი მცენარეების უკანონო რეალიზაციასა და ტრანსპორტირებაზე 2013 წელს 6 ადმინისტრაციული და 1 სისხლის სამართლებრივი ფაქტი ფიქსირდება, 2014 წელს 8 ადმინისტრაციული და 2 სისხლის სამართლის, ხოლო 2015 წელს მხოლოდ 5 ადმინისტრაციული შემთხვევაა აღნიშნული.
სამინისტროს წარმომადგენლის, მაია ცხობაძის თქმით, საინფორმაციო კამპანიისა და სხვა ღონიძიებების შედეგად, წიწვების უკანონო მოპოვება შემცირებულია, და თუ თქვენს გემოვნებას მაინც მხოლოდ ბუნებრივი ნაძვი აკმაყოფილებს, მისი მოპოვება კანონიერი გზითაც შეგიძლიათ.
"წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ის გამოყვანილია სანერგეებში, პლანტაციებში, კერძო საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ასევე მნიშვნელობა აქვს ასაკს. ნაძვის ჭრის წესები ითვალისწინებს, რომ მოჭრის შემთხვევაში, მცენარე ასაკოვანი უნდა იყოს, რადგან ახალგაზრდა მცენარის მასობრივი მოჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს კონკრეტული სახეობა ვერასდროს ვეღარ განვითარდეს, " - განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ ბუნებრივი წიწვოვანი მცენარის მოპოვების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა გვქონდეს, რათა მისი ადგილწარმოშობის დადასტურება შევძლოთ.
წიწვოვანი მცენარის უკანონი მოპოვებაზე სხვადასხვანაირი რეგულაცია არსებობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, რეგულაცია ორი ნაწილისგან, საჯარიმო თანხისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის მიხედვით დათვლილი თანხისგან შედგება, რაც ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მაღალია. წაიკითხეთ გაგრძელება