პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოხუცი თათული ედიშერაშვილი და ტრანსგენდერი გიგი მიგრიაული - ახმეტელის თეატრში "ჩარლის დეიდას" პრემიერა შედგა
მოხუცი თათული ედიშერაშვილი და ტრანსგენდერი გიგი მიგრიაული - ახმეტელის თეატრში "ჩარლის დეიდას" პრემიერა შედგა

სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის "ჩარ­ლის დე­ი­და" პრე­მი­ე­რა შედ­გა, რო­მელ­შიც და­სის ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­ოს­რი ნინო შო­თა­ძეა.

პი­ე­სის სი­უ­ჟე­ტი აგე­ბუ­ლია უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ოდეს­ღაც სა­შუ­ა­ლო ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ყო­ფა­ზე. გმი­რე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო პე­სი­მიზ­მში ჩა­ვარ­დნი­ლან, სამ­სა­ხურს აღარ ეძე­ბენ, თუმ­ცა ჩარ­ლის ბრა­ზი­ლი­ე­ლი, მი­ლი­ო­ნე­რი დე­ი­დის ვი­ზი­ტი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ღვთის წყა­ლო­ბაა. გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, დე­ი­და ჩა­მოს­ვლას აგ­ვი­ა­ნებს, ამი­ტომ პი­ე­სის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი რა­დი­კა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღე­ბენ, დე­ი­დის როლს ერთ-ერთი ბიჭი ირ­გებს...

რე­ჟი­სო­რი ცდი­ლობს, წარ­მოდ­გე­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას მო­არ­გოს, რა­შიც და­სის ნი­ჭი­ე­რი წევ­რე­ბი მხარს უბა­მენ. რთუ­ლი ამო­ცა­ნის წი­ნა­შე იყო თი­თო­ე­უ­ლი, ზოგი ასა­კით უფ­როსს თა­მა­შობს, ზოგი სხვა სქე­სის ადა­მი­ანს, - სპექ­ტაკ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებს იწ­ვევს...

მა­გა­ლი­თად, მსა­ხი­ო­ბი გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი სამი სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა­ჟის როლს ას­რუ­ლებს, მათ შო­რის სა­პი­რის­პი­რო სქე­სი­სას, სწო­რედ მას უწევს ვი­თომ­დაც ჩარ­ლის დე­ი­დის რო­ლის გა­სა­ხი­ე­რე­ბა.

"მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა თე­ატრს და რე­ჟი­სორს - ნინო შო­თა­ძეს. მუ­შა­ო­ბი­სას ბევ­რი უძი­ლო ღამე იყო, ნერ­ვი­უ­ლო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ქა­ლის მა­ნე­რე­ბის, მიხვრა-მოხვრის ათ­ვი­სე­ბა. რამ­დე­ნად შევ­ძე­ლი, ეს მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, მა­ნამ­დე ყვე­ლა ქალ­ბა­ტონს დავკვირ­ვე­ბო­დი. 22-სან­ტი­მეტ­რი­ან ქუს­ლებ­ზეც მო­მიხ­და სი­ა­რუ­ლი, რაც ჩვე­ნი თე­ატ­რის გო­გო­ებს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. არა­და, ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი პირ­ვე­ლად "პრა­გონ­ზე" ჩა­ვიც­ვი, მა­ნამ­დე რე­პე­ტი­ცი­ებს კე­დე­ბით გავ­დი­ო­დი. რომ არ და­გი­მა­ლოთ, ამ სპექ­ტაკლზე ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი... რად­გა­ნაც ვარ ახალ­გაზ­რდა ბიჭი, მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე ტრანსგენ­დე­რის კოს­ტი­უ­მით გა­მო­დის და ჩვე­ნი მე­გობ­რის, ვი­თომ­დაც ჩარ­ლის დე­ი­და, რო­მე­ლიც ვერ ჩა­მო­დის და მას უწევს ქა­ლის სა­მო­სის გა­დაც­მა. დიახ, ის ხდე­ბა დონა როზა დალ­ვა­დო­რე­სი," - ამ­ბობს გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი:

- სპექ­ტაკ­ლი ჩვე­ნი თე­ატ­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი და­სის ნა­მუ­შე­ვა­რია, მას­ში მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბაა და­კა­ვე­ბუ­ლი. "ჩარ­ლის დე­ი­დის" ეს ვერ­სია თა­ვი­სე­ბუ­რია, სა­დაც ერთი-ორი პერ­სო­ნა­ჟიც კია ჩა­მა­ტე­ბუ­ლი. უნდა გი­თხრათ, რომ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ბრა­სე­ტი, მო­ინ­ტე­ლი­გენ­ტო ტი­პა­ჟია, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ტაქ­სის მძღო­ლო­ბას ირ­ჩევს, ხან ოჯახ­ში მსა­ხუ­რობს, ღე­ბავს, დამ­ქი­რა­ვებ­ლებს კაპ­რი­ზებს უს­რუ­ლებს ისე, რომ ზო­ჯერ გა­მომ­ძალ­ვე­ლიც კი ხდე­ბა... ბე­ბი­ას­თან თა­ვი­სი ხა­ზე­ბი აქვს, შვი­ლი­ში­ლებ­თან - თა­ვი­სი. მთელ ოჯახს სა­კუ­თარ ჭკუ­ა­ზე ატ­რი­ა­ლებს.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეკო­ნო­მი­უ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რა­ღა­ცე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძვი­ან, ათას ხერ­ხს ეძე­ბენ ისე, რომ სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნა­ლამ­დეც მი­ვე­დით. თუ კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ხა­სი­ა­თი­თა და გრძნო­ბა­თა ბუ­ნე­ბით შე­ვას­რუ­ლეთ ჩვე­ნი რო­ლე­ბი, ე.ი. მი­სია შეგ­ვის­რუ­ლე­ბია. სათ­ქმე­ლი ეს იყო, ყო­ფი­ლი­ყო ხა­ლი­სი­ა­ნი.

- ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რე. შენი ასე­თი როლი ჯერ არ მი­ნა­ხავს. არ იყო რთუ­ლი?

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი:

- გარ­და იმი­სა, რომ ვცდი­ლობ­დი, რე­ჟი­ო­სო­რის­გან მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნა პირ­ნათ­ლად შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, ასე­თი ამო­ცა­ნის წი­ნა­შეც ვი­დე­ქი, - შევ­ქმნა ისე­თი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს აქამ­დე ჩემ­გან არ უნა­ხავს და ჩემ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ფი­ლი­ყო.

- ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი, რომ აქამ­დე ასე­თი პერ­სო­ნა­ჟი შენ­გან ჯერ არ მი­ნა­ხავს-მეთ­ქი.

- თუ ეს მო­ვა­ხერ­ხე, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ე.ი. ღირ­და შრო­მად, სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდად, თუმ­ცა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და რის­კის ქვეშ ვი­დე­ქი. ჩემ­სა და პერ­სო­ნაჟს შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი დი­დია, თან, ცოტა გრო­ტეს­კიც არის და ამ დროს უგე­მოვ­ნო­ბა და ზედ­მე­ტო­ბა არ უნდა გა­გე­პა­როს. ზო­მი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო, რაც რე­ა­ლუ­რად სა­ი­უ­ვე­ლი­რო სა­მუ­შა­ოა... ვცდი­ლობ­დი, რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მერ­გო, მუ­შა­ო­ბამ ფორ­სმა­ჟორ­ში მოგ­ვი­წია. ბოლო სამი კვი­რა ინ­ტენ­სი­უ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და, ჩემი რთუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, დრო და ენერ­გია არ და­მი­შუ­რე­ბია.

იმის გამო, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი, ვინც სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, დღი­სით სპექ­ტაკ­ლებს თა­მა­შო­ბენ, რე­პე­ტი­ცი­ებს სა­ღა­მოს, 10 სა­ათ­ზე ვი­წყებ­დით. პრე­მი­ე­რის წინ სახ­ლში დი­ლის 6 სა­ათ­ზე მი­ვე­დი.

ლალი ფა­ცია

ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი ნინო დე­ი­სა­ძე

მოხუცი თათული ედიშერაშვილი და ტრანსგენდერი გიგი მიგრიაული - ახმეტელის თეატრში "ჩარლის დეიდას" პრემიერა შედგა

მოხუცი თათული ედიშერაშვილი და ტრანსგენდერი გიგი მიგრიაული - ახმეტელის თეატრში "ჩარლის დეიდას" პრემიერა შედგა

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში სპექტაკლის "ჩარლის დეიდა" პრემიერა შედგა, რომელშიც დასის ყველა ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს. სპექტაკლის რეჟიოსრი ნინო შოთაძეა.

პიესის სიუჟეტი აგებულია უმუშევრად დარჩენილი ოდესღაც საშუალო ფენის წარმომადგენლების ყოფაზე. გმირები ეკონომიკური კრიზისის გამო პესიმიზმში ჩავარდნილან, სამსახურს აღარ ეძებენ, თუმცა ჩარლის ბრაზილიელი, მილიონერი დეიდის ვიზიტი ამ ადამიანებისთვის ღვთის წყალობაა. გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, დეიდა ჩამოსვლას აგვიანებს, ამიტომ პიესის მთავარი გმირები რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებენ, დეიდის როლს ერთ-ერთი ბიჭი ირგებს...

რეჟისორი ცდილობს, წარმოდგენა თანამედროვეობას მოარგოს, რაშიც დასის ნიჭიერი წევრები მხარს უბამენ. რთული ამოცანის წინაშე იყო თითოეული, ზოგი ასაკით უფროსს თამაშობს, ზოგი სხვა სქესის ადამიანს, - სპექტაკლი მაყურებელში სასიამოვნო ემოციებს იწვევს...

მაგალითად, მსახიობი გიგი მიგრიაული სამი სხვადასხვა პერსონაჟის როლს ასრულებს, მათ შორის საპირისპირო სქესისას, სწორედ მას უწევს ვითომდაც ჩარლის დეიდის როლის გასახიერება.

"მინდა მადლობა ვუთხრა თეატრს და რეჟისორს - ნინო შოთაძეს. მუშაობისას ბევრი უძილო ღამე იყო, ნერვიულობა. ამ ყველაფერთან მიახლოება ცოტა გამიჭირდა, რადგანაც ძალიან რთული იყო ქალის მანერების, მიხვრა-მოხვრის ათვისება. რამდენად შევძელი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მაგრამ ვცდილობდი, მანამდე ყველა ქალბატონს დავკვირვებოდი. 22-სანტიმეტრიან ქუსლებზეც მომიხდა სიარული, რაც ჩვენი თეატრის გოგოებს ძალიან გაუკვირდათ. არადა, ქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად "პრაგონზე" ჩავიცვი, მანამდე რეპეტიციებს კედებით გავდიოდი. რომ არ დაგიმალოთ, ამ სპექტაკლზე ძალიან ვიღლები... რადგანაც ვარ ახალგაზრდა ბიჭი, მსახიობი, რომელიც სცენაზე ტრანსგენდერის კოსტიუმით გამოდის და ჩვენი მეგობრის, ვითომდაც ჩარლის დეიდა, რომელიც ვერ ჩამოდის და მას უწევს ქალის სამოსის გადაცმა. დიახ, ის ხდება დონა როზა დალვადორესი," - ამბობს გიგი მიგრიაული.

გიორგი გასვიანი:

- სპექტაკლი ჩვენი თეატრის ახალგაზრდული დასის ნამუშევარია, მასში მხოლოდ ახალგაზრდა თაობაა დაკავებული. "ჩარლის დეიდის" ეს ვერსია თავისებურია, სადაც ერთი-ორი პერსონაჟიც კია ჩამატებული. უნდა გითხრათ, რომ ჩემი პერსონაჟი ბრასეტი, მოინტელიგენტო ტიპაჟია, რომელიც ხანდახან ტაქსის მძღოლობას ირჩევს, ხან ოჯახში მსახურობს, ღებავს, დამქირავებლებს კაპრიზებს უსრულებს ისე, რომ ზოჯერ გამომძალველიც კი ხდება... ბებიასთან თავისი ხაზები აქვს, შვილიშილებთან - თავისი. მთელ ოჯახს საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს.

ეს ადამიანები ეკონომიურად შეჭირვებულები არიან, რომლებიც რაღაცების მოსაპოვებლად იბრძვიან, ათას ხერხს ეძებენ ისე, რომ სახალისო და საინტერესო ფინალამდეც მივედით. თუ კომედიური ჟანრის ხასიათითა და გრძნობათა ბუნებით შევასრულეთ ჩვენი როლები, ე.ი. მისია შეგვისრულებია. სათქმელი ეს იყო, ყოფილიყო ხალისიანი.

- ხანდაზმული ქალბატონი განასახიერე. შენი ასეთი როლი ჯერ არ მინახავს. არ იყო რთული?

თათული ედიშერაშვილი:

- გარდა იმისა, რომ ვცდილობდი, რეჟიოსორისგან მოცემული ამოცანა პირნათლად შემესრულებინა, ასეთი ამოცანის წინაშეც ვიდექი, - შევქმნა ისეთი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს აქამდე ჩემგან არ უნახავს და ჩემთვისაც საინტერესო ყოფილიყო.

- ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რომ აქამდე ასეთი პერსონაჟი შენგან ჯერ არ მინახავს-მეთქი.

- თუ ეს მოვახერხე, ძალიან მიხარია. ე.ი. ღირდა შრომად, სასიამოვნო განცდად, თუმცა დიდი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ ვიდექი. ჩემსა და პერსონაჟს შორის ასაკობრივი ზღვარი დიდია, თან, ცოტა გროტესკიც არის და ამ დროს უგემოვნობა და ზედმეტობა არ უნდა გაგეპაროს. ზომიერებაა საჭირო, რაც რეალურად საიუველირო სამუშაოა... ვცდილობდი, რაღაცნაირად მომერგო, მუშაობამ ფორსმაჟორში მოგვიწია. ბოლო სამი კვირა ინტენსიური რეპეტიციები გვქონდა, ჩემი რთული გრაფიკის მიუხედავად, დრო და ენერგია არ დამიშურებია.

იმის გამო, რომ მსახიობები, ვინც სპექტაკლში მონაწილეობენ, დღისით სპექტაკლებს თამაშობენ, რეპეტიციებს საღამოს, 10 საათზე ვიწყებდით. პრემიერის წინ სახლში დილის 6 საათზე მივედი.

ლალი ფაცია

ფოტოების ავტორი ნინო დეისაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება