საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვარიანად თუ არ შევრცხვებით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც..." - რისთვის აკრიტიკებს IDFI-ის დირექტორი პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს
"გვარიანად თუ არ შევრცხვებით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც..." - რისთვის აკრიტიკებს IDFI-ის დირექტორი პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (IDFI) დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კლდი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ღია მმარ­თვე­ლო­ბის პარტნი­ო­რო­ბის" სა­მიტ­ზე (OGP) სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზიტს ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­მი­ტის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"OGP-ის წლი­უ­რი სა­მი­ტი­დან, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში გა­ი­მარ­თა 7-9 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს უზარ­მა­ზა­რი დე­ლე­გა­ცია (სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­მაც 3 წუ­თიც ვერ ისა­უბ­რა სა­მი­ტის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბებ­ზე OGP-ში), სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. პირ­ვე­ლად OGP-ის სა­მი­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არის პარტნი­ო­რო­ბის თანა-თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა, არც არა­ნა­ირ ჯილ­დო­ზე იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი და არც არა­ნა­ი­რი პრი­ზი ჩა­მო­უ­ტა­ნია.

OGP-ის თანა-თავ­მჯდო­მა­რე ჩვე­უ­ლებ­რივ წევრ რი­გით სა­ხელ­წი­ფოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც უნდა იყოს სა­მა­გა­ლი­თო სხვე­ბის­თვის. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ვე­რა­ფერ­ში ბრწყი­ნავს. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას OGP-ში, კვლა­ვაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრე­ბის გახ­სნის პრო­ექ­ტზე და ინ­ფორ­მა­ცი­ის პრო­აქ­ტი­ულ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს (2012 წლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მას შემ­დეგ უკვე 2 სა­მოქ­მე­დო გეგ­მა დამ­ტკიც­და). ესე თუ გაგ­რძელ­და, კარ­გად გვა­რი­ა­ნად თუ არ შევ­რცხვე­ბით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მოვ­ჩნდე­ბით მა­ინც. აი ასეა საქ­მე" - წერს კლდი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, "პარტნი­ო­რო­ბა ღია მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­თხე გლო­ბა­ლურ სა­მი­ტში" 70 ქვეყ­ნის 3000 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამდღი­ან ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ემ­გზავ­რა. დე­ლე­გა­ცი­ა­ში პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წევ­რე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ.

სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს გამჭვირ­ვა­ლო­ბის, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი და კლი­მა­ტის სა­კი­თხე­ბი და ასე­ვე, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის, ციფ­რუ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის და ღია მმარ­თვე­ლო­ბის და­ნერგვის სა­კი­თხე­ბი.

2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო OGP-ის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა ხდე­ბა და სა­მი­ტი მო­მა­ვალ წელს თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"გვარიანად თუ არ შევრცხვებით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც..." - რისთვის აკრიტიკებს IDFI-ის დირექტორი პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს

"გვარიანად თუ არ შევრცხვებით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც..." - რისთვის აკრიტიკებს IDFI-ის დირექტორი პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე (OGP) საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება და საქართველოსთვის სამიტის შედეგების შესახებ წერს:

"OGP-ის წლიური სამიტიდან, რომელიც პარიზში გაიმართა 7-9 დეკემბერს, საქართველოს უზარმაზარი დელეგაცია (საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელმაც 3 წუთიც ვერ ისაუბრა სამიტის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს წარმატებებზე OGP-ში), სამშობლოში დაბრუნდა. პირველად OGP-ის სამიტების ისტორიაში საქართველო, რომელიც არის პარტნიორობის თანა-თავმჯდომარე ქვეყანა, არც არანაირ ჯილდოზე იყო ნომინირებული და არც არანაირი პრიზი ჩამოუტანია.

OGP-ის თანა-თავმჯდომარე ჩვეულებრივ წევრ რიგით სახელწიფოდ გამოიყურება, მაშინ, როდესაც უნდა იყოს სამაგალითო სხვებისთვის. ჯერჯერობით ვერც ვერაფერში ბრწყინავს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობას OGP-ში, კვლავაც საზოგადოებრივ ცენტრების გახსნის პროექტზე და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე საუბრობს (2012 წლის ვალდებულებები, მას შემდეგ უკვე 2 სამოქმედო გეგმა დამტკიცდა). ესე თუ გაგრძელდა, კარგად გვარიანად თუ არ შევრცხვებით მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც. აი ასეა საქმე" - წერს კლდიაშვილი.

ცნობისათვის, "პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალურ სამიტში" 70 ქვეყნის 3000 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამდღიან ოფიციალურ ვიზიტში, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. დელეგაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

სამიტის მონაწილეებმა განიხილეს გამჭვირვალობის, ანტიკორუფციული და კლიმატის საკითხები და ასევე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხები.

2017 წლიდან საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და სამიტი მომავალ წელს თბილისში ჩატარდება.

"ერთი წელია ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რა სინდისით გძინავთ მშვიდად?!" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე