სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშველე, შვილი მოვკალიო" - ქობულეთის რაიონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
"მიშველე, შვილი მოვკალიო" - ქობულეთის რაიონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში, სა­დაც 75 წლის დე­დამ 50 წლის ვაჟი ნა­ჯა­ხით მოკ­ლა. მომ­ხდა­რით შეძრწი­ნე­ბულ თა­ნა­სოფ­ლე­ლებს უჭირს მომ­ხდა­რის მო­ტივ­ზე ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზად მა­ინც უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

რუს­ლან თურ­მა­ნი­ძე, სო­ფელ ცი­ხის­ძი­რის მკვიდ­რი:

- შემ­ზა­რა­ვი რამ მოხ­და - დე­დამ შვი­ლი მოკ­ლა, სა­წყალ­მა მო­ხუც­მა, რო­მე­ლიც დიდ გა­ჭირ­ვე­ბას უძ­ლებ­და და ოჯა­ხის პატ­რო­ნო­ბა­საც ახერ­ხებ­და. 75 წლის ქალი ორ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ შუ­ახ­ნის ვაჟს და კი­დევ დე­დი­სა­გან მი­ტო­ვე­ბულ 4 შვი­ლიშ­ვილს უვ­ლი­და. სა­წყალ­მა შვი­ლე­ბი დიდი წვა­ლე­ბით გაზ­რა­და. მთელ სო­ფელს ახ­სოვს, შრო­მა და მონ­დო­მე­ბა არ და­უ­შუ­რე­ბია მათი გა­ზა­ზე და­ყე­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ...

მოკ­ლუ­ლი მისი უმ­ცრო­სი შვი­ლია, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. თუმ­ცა მისი აგ­რე­სი­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გაგ­ვი­გია, უბ­რა­ლოდ, უცხო ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი უჭირ­და; ისე, თა­ვის კარ-მი­და­მო­ში თავ­და­დე­ბით მუ­შა­ობ­და ხოლ­მე. არც უგო­ნო იყო... მე­ზობ­ლებს მა­ღა­ზი­ა­შიც გვეგ­ზავ­ნე­ბო­და სა­ყიდ­ლებ­ზე; ხალ­ხი ცოტა ფულს აძ­ლევ­და, მოკ­ლედ, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, გან­სხვა­ვე­ბით უფ­რო­სი ვა­ჟის­გან, რო­მე­ლიც ლო­თია. 4 შვი­ლის მამა შვი­ლე­ბის, დე­დის და ძმის პენ­სი­ას და სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას სას­მელ­ში ხარ­ჯავ­და მა­შინ, რო­დე­საც ოჯახს სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­აჩ­ნდა.

ცოლ­მა მი­ა­ტო­ვა, შარ­შან სახ­ლში დამ­სვე­ნე­ბე­ლი ჰყავ­დათ, იმას გაჰ­ყვა; 4 შვი­ლი - 4 ბიჭი და­ტო­ვა უდე­დოდ. ასე რომ, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვი­ლე­ბი, მათი საკ­ვე­ბის შოვ­ნა და მომ­ზა­დე­ბა უბე­დურ მო­ხუცს და­აწ­ვა მხრებ­ზე. პირ­ვე­ლად უთ­ქმე­ლად იტან­და, მაგ­რამ, მერე, რო­გორც ჩანს, ვე­ღარ გა­უძ­ლო, სტრეს­ზე და უბე­დუ­რე­ბა­ზე ათა­სი რამ შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს ადა­მი­ანს. უკი­დუ­რე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უფ­რო­სი ბი­ჭის გარ­და, რო­მე­ლიც მე­ა­თე კლას­შია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ბავ­შვთა სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს. ამას ისიც და­ერ­თო, რომ იმ ვაჟს, რო­მე­ლიც მოკ­ლა, დი­ა­ბე­ტი აღ­მო­აჩ­ნდა, რა­მაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა. რო­გორც ირ­კვე­ვა დიდ­წი­ლად მშივ­რე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც ჩანს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ სა­წყა­ლი მო­ხუ­ცი შე­შა­ლა...

- კი, მაგ­რამ ახ­ლო­ბე­ლი, მე­ზო­ბე­ლი რის­თვის ჰყავს ადა­მი­ანს, თუ შიმ­ში­ლობ­დნენ, რა­ტომ არა­ვინ არა­ფე­რი მი­ა­წო­და?

- მე­ზობ­ლე­ბი ხში­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ცხე­ლი კერ­ძე­ბი გა­დაჰ­ქონ­დათ, მაგ­რამ ერთ დღეს მო­ხუც­მა ყვე­ლას აგ­ვიკ­რძა­ლა. მისი უმ­ცრო­სი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი დღე უა­რეს­დე­ბო­და, კონ­კრე­ტუ­ლად რა მოხ­და, არა­ვინ იცის... ამ­ბო­ბენ რომ ბოლო დღე­ებ­ში ლო­გი­ნი­დან აღარ დგე­ბო­და და დედა უვ­ლი­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მიშველე, შვილი მოვკალიო" - ქობულეთის რაიონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"მიშველე, შვილი მოვკალიო" - ქობულეთის რაიონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, სადაც 75 წლის დედამ 50 წლის ვაჟი ნაჯახით მოკლა. მომხდარით შეძრწინებულ თანასოფლელებს უჭირს მომხდარის მოტივზე ლაპარაკი, თუმცა ყველაფრის მიზეზად მაინც უკიდურეს გაჭირვებას ასახელებენ.

რუსლან თურმანიძე, სოფელ ციხისძირის მკვიდრი:

- შემზარავი რამ მოხდა - დედამ შვილი მოკლა, საწყალმა მოხუცმა, რომელიც დიდ გაჭირვებას უძლებდა და ოჯახის პატრონობასაც ახერხებდა. 75 წლის ქალი ორ გაუბედურებულ შუახნის ვაჟს და კიდევ დედისაგან მიტოვებულ 4 შვილიშვილს უვლიდა. საწყალმა შვილები დიდი წვალებით გაზრადა. მთელ სოფელს ახსოვს, შრომა და მონდომება არ დაუშურებია მათი გაზაზე დაყენებისთვის, მაგრამ...

მოკლული მისი უმცროსი შვილია, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი მძიმე ავადმყოფობის გამო ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა მისი აგრესიულობის შესახებ არაფერი გაგვიგია, უბრალოდ, უცხო ხალხთან კონტაქტი უჭირდა; ისე, თავის კარ-მიდამოში თავდადებით მუშაობდა ხოლმე. არც უგონო იყო... მეზობლებს მაღაზიაშიც გვეგზავნებოდა საყიდლებზე; ხალხი ცოტა ფულს აძლევდა, მოკლედ, კეთილგანწყობილი ადამიანი იყო, განსხვავებით უფროსი ვაჟისგან, რომელიც ლოთია. 4 შვილის მამა შვილების, დედის და ძმის პენსიას და სოციალურ დახმარებას სასმელში ხარჯავდა მაშინ, როდესაც ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნდა.

ცოლმა მიატოვა, შარშან სახლში დამსვენებელი ჰყავდათ, იმას გაჰყვა; 4 შვილი - 4 ბიჭი დატოვა უდედოდ. ასე რომ, შვილიშვილები და შვილები, მათი საკვების შოვნა და მომზადება უბედურ მოხუცს დააწვა მხრებზე. პირველად უთქმელად იტანდა, მაგრამ, მერე, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო, სტრესზე და უბედურებაზე ათასი რამ შეიძლება დაემართოს ადამიანს. უკიდურესი ეკონომიკური მდგომარეობის გამო უფროსი ბიჭის გარდა, რომელიც მეათე კლასშია, დანარჩენები ბავშვთა სახლში წაიყვანეს. ამას ისიც დაერთო, რომ იმ ვაჟს, რომელიც მოკლა, დიაბეტი აღმოაჩნდა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. როგორც ირკვევა დიდწილად მშივრები იყვნენ. როგორც ჩანს, ამ მდგომარეობამ საწყალი მოხუცი შეშალა...

- კი, მაგრამ ახლობელი, მეზობელი რისთვის ჰყავს ადამიანს, თუ შიმშილობდნენ, რატომ არავინ არაფერი მიაწოდა?

- მეზობლები ხშირად ეხმარებოდნენ, ცხელი კერძები გადაჰქონდათ, მაგრამ ერთ დღეს მოხუცმა ყველას აგვიკრძალა. მისი უმცროსი შვილის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, კონკრეტულად რა მოხდა, არავინ იცის... ამბობენ რომ ბოლო დღეებში ლოგინიდან აღარ დგებოდა და დედა უვლიდა... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ