სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ
ილია მეორე - მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, რომ ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნა შე­ის­წავ­ლოს.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა დღე­ვან­დელ ქა­და­გე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ქვეშ არ­სე­ბობს კო­ლე­ჯი ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძი­სა და დედა თეკ­ლეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ამ კო­ლეჯს მი­მარ­თონ.

"ადა­მი­ა­ნი ურ­თუ­ლე­სი ქმნი­ლე­ბაა ღვთის. ადა­მი­ა­ნი არის ხა­ტე­ბა ღვთის. ბევრ სა­კითხს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა წვდე­ბა, მაგ­რამ არის ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­საც ვერ წვდე­ბა. მა­გა­ლი­თად, რა არის სი­ცო­ცხლე. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ მცე­ნა­რე. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ან­მა შექ­მნას მსგავ­სი თეს­ლი, თუმ­ცა ის თეს­ლი იქ­ნე­ბა მკვდა­რი, არა­ვი­თა­რი სი­ცო­ცხლე მას­ში არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა თუ ღვთის­გან ჩა­დე­ბე­ლი სი­ცო­ცხლეა მას­ში, იზ­რდე­ბა და მრავ­ლდე­ბა. მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­აქვთ სახ­ლში, ტაძ­რებ­ში, თუ მოჭ­რი­ლია, ის მო­მაკ­ვდა­ვია. თუ სი­ცო­ცხლეა მას­ში, თუ ფეს­ვის სის­ტე­მაა მას­ში, ის ცო­ცხა­ლია და სი­ცო­ცხლე შე­აქვს ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში. 10 წლის წინ გა­იხ­სნა გამ­წვა­ნე­ბის კო­ლე­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში, სა­მე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე და დედა თეკ­ლე. ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და და მინ­და დავ­ლო­ცო მათი შე­მოქ­მე­დე­ბა. მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, რომ ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნა შე­ის­წავ­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი ნერ­გი აქვს, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­აქვთ.

"ჩვენ ბედ­ნი­ე­რი და მდი­და­რი ვართ იმით, რომ მრა­ვა­ლი მცე­ნა­რე გვაქვს. ამით სარ­გებ­ლო­ბენ უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მი­აქვთ თეს­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და ვრცელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. მა­გა­ლი­თად, სო­ჭის ხე, რომ­ლი­თაც მდი­და­რია რაჭა - სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­აქვთ მისი თეს­ლი და შემ­დეგ იზ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და­ნია", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ილია მეორე - მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ

ილია მეორე - მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებს ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოს.

როგორც პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა, საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არსებობს კოლეჯი ზურაბ შევარდნაძისა და დედა თეკლეს ხელმძღვანელობით და ნერგების გამოყვანის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ ამ კოლეჯს მიმართონ.

"ადამიანი ურთულესი ქმნილებაა ღვთის. ადამიანი არის ხატება ღვთის. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ წვდება. მაგალითად, რა არის სიცოცხლე. მაგალითად, ავიღოთ მცენარე. შესაძლოა, ადამიანმა შექმნას მსგავსი თესლი, თუმცა ის თესლი იქნება მკვდარი, არავითარი სიცოცხლე მასში არ იქნება, თუმცა თუ ღვთისგან ჩადებელი სიცოცხლეა მასში, იზრდება და მრავლდება. მცენარეები, რომლებიც შეაქვთ სახლში, ტაძრებში, თუ მოჭრილია, ის მომაკვდავია. თუ სიცოცხლეა მასში, თუ ფესვის სისტემაა მასში, ის ცოცხალია და სიცოცხლე შეაქვს ადამიანის საცხოვრებელში. 10 წლის წინ გაიხსნა გამწვანების კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოში, სამების ტერიტორიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ ზურაბ შევარდნაძე და დედა თეკლე. ამ 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და მინდა დავლოცო მათი შემოქმედება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, საქართველოს ბევრი ნერგი აქვს, რომელიც სხვა ქვეყნებში გააქვთ.

"ჩვენ ბედნიერი და მდიდარი ვართ იმით, რომ მრავალი მცენარე გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები, რომლებსაც მიაქვთ თესლი საქართველოდან და ვრცელდება მსოფლიოში. მაგალითად, სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა - საქართველოდან გააქვთ მისი თესლი და შემდეგ იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოირჩევა დანია", - აღნიშნა პატრიარქმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი