პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან გორელი ქალები, რომელთაც ევროპა ოვაციებით ხვდება - ტურნე ქეთი მელუასთან ერთად და გორის ქალთა გუნდის ისტორია
ვინ არიან გორელი ქალები, რომელთაც ევროპა ოვაციებით ხვდება - ტურნე ქეთი მელუასთან ერთად და გორის ქალთა გუნდის ისტორია

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, ქეთი მე­ლუ­ამ გო­რის ქალ­თა კა­მე­რულ გუნდთან ერ­თად ალ­ბო­მი ჩა­წე­რა. აი, რას წერ­და ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ოქ­ტომ­ბერ­ში: "ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ეს დღე რო­გორც იქნა, დად­გა. ალ­ბო­მი, სა­ხელ­წო­დე­ბით "In Winter" უკვე გა­ყიდ­ვა­შია! ის ჩემ სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩავ­წე­რე შე­სა­ნიშ­ნავ გო­რის ქალ­თა ან­სამ­ბლთან ერ­თად. ერთი სული მაქვს, რო­დის მო­ის­მენთ ჩემს ახალ კომ­პო­ზი­ცი­ებს".

დიახ, ალ­ბო­მი მო­ის­მი­ნეს, მო­ი­წო­ნეს და ტან­დემს წარ­მა­ტე­ბა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, რაც ქე­თი­სა და გო­რის ქალ­თა გუნ­დის მარ­თლაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნე­თი დაგ­ვირ­გვინ­და. მუ­სი­კო­სებ­მა ლა­მის მთე­ლი ევ­რო­პა მხურ­ვა­ლე ოვა­ცი­ე­ბი­სა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის ფონ­ზე მო­ი­ა­რეს!

ნა­ხეთ ვი­დეო: ქეთი მე­ლუა ახალ სიმ­ღე­რას გო­რის ქალ­თა კა­მე­რულ გუნდთან ერ­თად ას­რუ­ლებს

გო­რის ქალ­თა გუნ­დის არ­ნა­ხულ ევ­რო­პულ წარ­მა­ტე­ბა­ზე და ქეთი მე­ლუ­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ, AMBEBI.GE გუნ­დის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, თე­ო­ნა ცი­რა­მუ­ას და­უ­კავ­შირ­და.

- ჩვენს გუნდს დიდი ის­ტო­რია აქვს: 1970 წელს შალ­ვა მო­სი­ძი­სა (დი­რი­ჟო­რი) და სან­დრო კა­ჭა­რა­ვას (მა­შინ­დე­ლი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი) მიერ შე­იქ­მნა... მე გუნდში, რო­გორც დამ­ხმა­რე დი­რი­ჟო­რი, 2003 წელს მი­ვე­დი და ასე­ვე გუნდშიც ვმღე­რო­დი. 2013 წლი­დან კი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი მე ვარ. ჯგუ­ფი 23 წევ­რის­გან შედ­გე­ბა და ჩვე­ნი მთა­ვა­რი ხაზი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კაა, მაგ­რამ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეც არ ვამ­ბობ უარს, ოღონდ, ბო­ლომ­დე უნდა მო­მე­წო­ნოს...

- ან­სამ­ბლის ცხოვ­რე­ბა ბოლო დროს რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, მი­სით ისე­თი ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კო­სი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რიც ქეთი მე­ლუაა, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­მო­გა­ჩი­ნათ. რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია და რა წი­ნა­და­დე­ბით მოგ­მარ­თათ მან?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი რე­აქ­ცია მქონ­და და და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა. შემ­დეგ ჩვენ­თან შე­სახ­ვედ­რად ჩა­მო­ვი­და, გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის მინი-კონ­ცერ­ტი მო­ვუ­წყვეთ, 10 ნა­წარ­მო­ე­ბი ვუმ­ღე­რეთ. ერ­თია, როცა ინ­ტერ­ნე­ტით ჩა­ნა­წერს მო­ის­მენ და მე­ო­რე, ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ცო­ცხლად რომ ნა­ხავ და მო­ის­მენ.

მო­ის­მი­ნეთ გო­რის ქალ­თა გუნ­დი­სა და ქეთი მე­ლუ­ას შეს­რუ­ლე­ბა BBC-ის ეთერ­ში

თა­ვი­დან სხვა პრო­ექ­ტზე იყო ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ორი­ვე მივ­ხვდით, რომ არ გა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა ქეთი ჩვენ­თან შეხ­ვედ­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. წას­ვლი­სას მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ფიქ­რებ­და ისეთ რა­მეს, რომ ჩვენ­თან ეთა­ნამ­შრომ­ლა. მარ­თლაც, მო­ი­ფიქ­რა ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი ევ­რო­პა მო­ხიბ­ლუ­ლია.

- ე.ი. სხვა­დას­ხვა ჟან­რებ­ში მოღ­ვა­წე მუ­სი­კო­სე­ბის ტან­დე­მი შედ­გა.

- ერ­თმა­ნეთს მშვე­ნივ­რად შე­ვე­წყეთ. ჩვენ­თვი­საც და მის­თვი­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი იყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად კარ­გად გა­ვარ­თვით თავი ყვე­ლა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ძა­ლი­ა­ნაც ვი­სი­ა­მოვ­ნეთ ამ ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სით... ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად მახ­სენ­დე­ბა...

- ერ­თობ­ლივ რე­პერ­ტუ­არ­ზე მუ­შა­ო­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ და­ვი­წყეთ. რაც შე­ე­ხე­ბა შე­თან­ხმე­ბას, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რაც ქე­თიმ მო­ი­ფიქ­რა და რა­საც ალ­ბო­მი "In Winter" ეწო­დე­ბა. დიდი და ხან­გრძლი­ვი ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ. ჯერ საც­დე­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და, რო­მელ­მაც გა­ა­მარ­თლა და უფრო გაგ­ვიხ­სნა გზა იმის­კენ, თუ რო­გორ უნდა წა­სუ­ლი­ყო შემ­დგო­მი ეტა­პი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლა-და­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყო, ხოლო ორ ეტა­პად კი ჩა­წე­რა, რომ­ლის­თვი­საც ქეთი თა­ვი­სი გუნ­დი­თა და თა­ვი­სი­ვე აპა­რა­ტუ­რით აქ ჩა­მო­ვი­და, - გორ­ში ორ­კვი­რი­ან ერ­თობ­ლივ რე­პე­ტი­ცი­ებს ვა­ტა­რებ­დით და უკვე 8 ოქ­ტომ­ბერს გუნ­დი ლონ­დონ­ში სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ 20 დღით ადრე, ტურ­ნეს და­წყე­ბამ­დე ჩა­ვი­და.

ევ­რო­ტურ­ნე 28 ოქ­ტომ­ბერს ფრან­კფურ­ტით და­ი­წყო. მო­ვი­ა­რეთ 9 ქვე­ყა­ნა (გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, შვე­ი­ცა­რია, ბელ­გია, ჰო­ლან­დია, და­ნია, პო­ლო­ნე­თი, ინ­გლი­სი და შოტ­ლან­დია), სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო დარ­ბა­ზებ­ში 28 კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზანს, - ის იყო, რომ გა­მოგ­ვეშ­ვა ალ­ბო­მი და ის გა­მო­სუ­ლი­ყო ძა­ლი­ან კარ­გი. ვფიქ­რობ, ამ­დენ­მა შრო­მამ ტყუ­ი­ლად არ ჩა­ი­ა­რა, ალ­ბო­მი და თი­თო­ე­უ­ლი კონ­ცერ­ტიც, იმა­ზე კარ­გი გა­მო­ვი­და, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, - ამი­ტომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ!

- აქვე გვე­სა­უბ­რეთ ქე­თი­ზე, - რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია? რა პი­როვ­ნუ­ლი შტრი­ხე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას?

- ქეთი მე­ლუა ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ამას­თან, ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კო­სი. მის­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით მუ­სი­კა­შიც და ცხოვ­რე­ბა­შიც და კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა მას ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის!

- სამ­შობ­ლო­ში რო­დის ბრუნ­დე­ბით და რო­გო­რია ქეთი მე­ლუ­ა­სა და თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დგო­მი პერ­სპექ­ტი­ვა?

- სამ­შობ­ლო­ში 16 დე­კემ­ბერს ჩა­მოფ­რინ­დე­ბით. შემ­დგომ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ახლა ცოტა გა­მი­ჭირ­დე­ბა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ერთი რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ გო­რის ქალ­თა კა­მე­რულ გუნდს ისე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი აქვს და მო­წყე­ნას არ ვა­პი­რებთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ვინ არიან გორელი ქალები, რომელთაც ევროპა ოვაციებით ხვდება - ტურნე ქეთი მელუასთან ერთად და გორის ქალთა გუნდის ისტორია

ვინ არიან გორელი ქალები, რომელთაც ევროპა ოვაციებით ხვდება - ტურნე ქეთი მელუასთან ერთად და გორის ქალთა გუნდის ისტორია

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთი მელუამ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ალბომი ჩაწერა. აი, რას წერდა ამის შესახებ მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ოქტომბერში: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს დღე როგორც იქნა, დადგა. ალბომი, სახელწოდებით "In Winter" უკვე გაყიდვაშია! ის ჩემ სამშობლოში, საქართველოში ჩავწერე შესანიშნავ გორის ქალთა ანსამბლთან ერთად. ერთი სული მაქვს, როდის მოისმენთ ჩემს ახალ კომპოზიციებს".

დიახ, ალბომი მოისმინეს, მოიწონეს და ტანდემს წარმატება უწინასწარმეტყველეს, რაც ქეთისა და გორის ქალთა გუნდის მართლაც წარმატებული ევროპული ტურნეთი დაგვირგვინდა. მუსიკოსებმა ლამის მთელი ევროპა მხურვალე ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე მოიარეს!

ნახეთ ვიდეო: ქეთი მელუა ახალ სიმღერას გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ასრულებს

გორის ქალთა გუნდის არნახულ ევროპულ წარმატებაზე და ქეთი მელუასთან თანამშრომლობაზე სასაუბროდ, AMBEBI.GE გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელს, თეონა ცირამუას დაუკავშირდა.

- ჩვენს გუნდს დიდი ისტორია აქვს: 1970 წელს შალვა მოსიძისა (დირიჟორი) და სანდრო კაჭარავას (მაშინდელი სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელი) მიერ შეიქმნა... მე გუნდში, როგორც დამხმარე დირიჟორი, 2003 წელს მივედი და ასევე გუნდშიც ვმღეროდი. 2013 წლიდან კი სამხატვრო ხელმძღვანელი მე ვარ. ჯგუფი 23 წევრისგან შედგება და ჩვენი მთავარი ხაზი კლასიკური მუსიკაა, მაგრამ სხვა მიმართულებებზეც არ ვამბობ უარს, ოღონდ, ბოლომდე უნდა მომეწონოს...

- ანსამბლის ცხოვრება ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა, მისით ისეთი ცნობილი და პოპულარული მუსიკოსი დაინტერესდა, როგორიც ქეთი მელუაა, რომელმაც ინტერნეტის საშუალებით აღმოგაჩინათ. როგორი იყო თქვენი რეაქცია და რა წინადადებით მოგმართათ მან?

- რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი რეაქცია მქონდა და დავინტერესდი, თუ რამ გადააწყვეტინა ჩვენთან დაკავშირება. შემდეგ ჩვენთან შესახვედრად ჩამოვიდა, გაცნობითი ხასიათის მინი-კონცერტი მოვუწყვეთ, 10 ნაწარმოები ვუმღერეთ. ერთია, როცა ინტერნეტით ჩანაწერს მოისმენ და მეორე, ბევრად მნიშვნელოვანი - ცოცხლად რომ ნახავ და მოისმენ.

მოისმინეთ გორის ქალთა გუნდისა და ქეთი მელუას შესრულება BBC-ის ეთერში

თავიდან სხვა პროექტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ორივე მივხვდით, რომ არ გამოვიდოდა, თუმცა ქეთი ჩვენთან შეხვედრით აღფრთოვანებული დარჩა. წასვლისას მითხრა, რომ აუცილებლად მოიფიქრებდა ისეთ რამეს, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა. მართლაც, მოიფიქრა ეს გრანდიოზული პროექტი, რომლითაც ვფიქრობ, საქართველო და მთელი ევროპა მოხიბლულია.

- ე.ი. სხვადასხვა ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსების ტანდემი შედგა.

- ერთმანეთს მშვენივრად შევეწყეთ. ჩვენთვისაც და მისთვისაც ეს ყველაფერი ახალი იყო, მაგრამ იმდენად კარგად გავართვით თავი ყველანაირ სირთულეს, რომ შეიძლება ითქვას, ძალიანაც ვისიამოვნეთ ამ ურთულესი პროცესით... ყველაფერი მშვენივრად მახსენდება...

- ერთობლივ რეპერტუარზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ. რაც შეეხება შეთანხმებას, როგორც აღვნიშნე, შევთანხმდით იმაზე, რაც ქეთიმ მოიფიქრა და რასაც ალბომი "In Winter" ეწოდება. დიდი და ხანგრძლივი ეტაპი გავიარეთ. ჯერ საცდელი რეპეტიციები გვქონდა, რომელმაც გაამართლა და უფრო გაგვიხსნა გზა იმისკენ, თუ როგორ უნდა წასულიყო შემდგომი ეტაპი. მოგვიანებით გამოგზავნილი ნაწარმოებების შესწავლა-დამუშავება დაიწყო, ხოლო ორ ეტაპად კი ჩაწერა, რომლისთვისაც ქეთი თავისი გუნდითა და თავისივე აპარატურით აქ ჩამოვიდა, - გორში ორკვირიან ერთობლივ რეპეტიციებს ვატარებდით და უკვე 8 ოქტომბერს გუნდი ლონდონში სარეპეტიციოდ 20 დღით ადრე, ტურნეს დაწყებამდე ჩავიდა.

ევროტურნე 28 ოქტომბერს ფრანკფურტით დაიწყო. მოვიარეთ 9 ქვეყანა (გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ბელგია, ჰოლანდია, დანია, პოლონეთი, ინგლისი და შოტლანდია), სხვადასხვა ქალაქის საუკეთესო დარბაზებში 28 კონცერტი ჩავატარეთ. რაც შეეხება მიზანს, - ის იყო, რომ გამოგვეშვა ალბომი და ის გამოსულიყო ძალიან კარგი. ვფიქრობ, ამდენმა შრომამ ტყუილად არ ჩაიარა, ალბომი და თითოეული კონცერტიც, იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე წარმოგვედგინა, - ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ!

- აქვე გვესაუბრეთ ქეთიზე, - როგორი ადამიანია? რა პიროვნული შტრიხები გამოიკვეთა მასთან ურთიერთობისას?

- ქეთი მელუა ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანია, ამასთან, ძალიან გემოვნებიანი მუსიკოსი. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გავხდით მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის!

- სამშობლოში როდის ბრუნდებით და როგორია ქეთი მელუასა და თქვენი ურთიერთობის შემდგომი პერსპექტივა?

- სამშობლოში 16 დეკემბერს ჩამოფრინდებით. შემდგომ პერსპექტივებზე ახლა ცოტა გამიჭირდება საუბარი, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გორის ქალთა კამერულ გუნდს ისედაც ძალიან ბევრი საქმე და საინტერესო გეგმები აქვს და მოწყენას არ ვაპირებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება