სვანური კოშკების ფონზე ტანსაცმლის გარეშე გადაღებული ფოტოს საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი გამოკითხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის დეკემბერში სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალაში ფიგურირებდნენ - რუდლოფ ა. და ირაკლი ნ.
"გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. რუდოლფ ა.-მ აღნიშნა, რომ მის მიმართ მუქარა, ზეწოლა, ძალადობა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა და მას პრეტენზია ირაკლი ნ.-ს მიმართ არ გააჩნია", - განმარტეს შსს-ში.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სვანური კოშკების ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა. გუშინ კი "ფეისბუქზე" გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც სვანეთის ფონზე შიშველი პოზირებდა, ბოდიში მოახდევინეს.
ასევე წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" შიშველი ბიჭის ფოტოსა და სვანების ვიდეოს