პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა პატარა რაიონს თავისი "გრიშა კაკაჩია" ჰყავს" - სერიალის ყველაზე კოლორიტული პერსონაჟის "თავგადასავალი"
"ყველა პატარა რაიონს თავისი "გრიშა კაკაჩია" ჰყავს" - სერიალის ყველაზე კოლორიტული პერსონაჟის "თავგადასავალი"

"ძა­ლი­ან მინ­და ვიყო... გრი­შა კა­კა­ჩი­ა­სა­ვით მდი­და­რი, რომ ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­დეს", - ამ­ბობს ჟურ­ნალ "გზას­თან" მსა­ხი­ო­ბი და­ვით კვირ­ცხა­ლია.

- ბევ­რი როლი მი­თა­მა­შია, მაგ­რამ ჩემ­თვის არა­ვის და­უ­ძა­ხია "რო­მეო", "ზაზა", "ადოლ­ფი" თუ სხვა, ჩემ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლი... ახლა სა­დაც მივ­დი­ვარ, ყვე­ლა გრი­შა კა­კა­ჩი­ას მე­ძა­ხის!.. გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. არ ვიცი, დამ­ცი­ნი­ან თუ რა ხდე­ბა (იცი­ნის). "ასაკ­ში ვარ" და ამას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მსი­ა­მოვ­ნებს კი­დეც... ვერ გე­ტყვით,- გრი­შა კა­კა­ჩი­ას როლ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი-მეთ­ქი...

ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბი! მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი -ნა­თია კუ­პა­ტა­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მა­შობ­და. მას ვუ­თხა­რი, - გა­ვი­გე, ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ლი­ფო­ნა­ვა ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებს და მინ­და, კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რო-მეთ­ქი. ნა­თია "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" კას­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნელს, ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­არ­კვია და მი­თხრა: იმ ფილმზე ჯერ ლა­პა­რა­კიც არ არის, მაგ­რამ გრი­შა კა­კა­ჩი­ას როლს თუ ითა­მა­შებ, იქ­ნებ ხვალ მოხ­ვი­დეო. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი სე­რი­ალ­ში თავს ისე გრძნო­ბენ, რომ უკვე "ცუ­რა­ვენ", "დაფ­რი­ნა­ვენ"... არ მინ­დო­და, ახალ­გად­მო­სუ­ლი მე­ზო­ბე­ლი­ვით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. გრი­შას კონ­ფლიქ­ტი სი­ძეს­თან-მე­რაბ­თან მო­ვი­გო­ნე და სე­რი­ალ­ში უცებ "შე­ვე­დი". აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ინ­ტე­რეს­და. ჩემ­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა - მურ­მან ჯი­ნო­რი­ამ სე­რი­ის ეთერ­ში გას­ვლის­თა­ნა­ვე და­მი­რე­კა და მი­თხრა: - სე­რი­ალ­ში გნა­ხე. შენი პერ­სო­ნა­ჟის­გან ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხმო რა­ღა­ცე­ბი "წა­მო­ვი­და" და ნა­ხავ, გა­და­სა­ღე­ბად კი­დევ და­გი­ძა­ხე­ბე­ნო. ბევ­რი დრო არ გა­სუ­ლა და მარ­თლაც, მი­თხრეს, - გრი­შა კა­კა­ჩი­ას­თვის ახა­ლი ეპი­ზო­დი "მო­ვი­დაო". მე­სი­ა­მოვ­ნა, წა­ვე­დი, გა­და­მი­ღეს. მას შემ­დეგ და­ი­წყო და და­ი­წყო... გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას მა­ნამ­დე პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი. ტე­ლე­ვი­ზორ­ში თვალს რომ მოვკრავ­დი, მე­გო­ნა, ჩა­ქუ­ჩას და მიშ­კას ტი­პის ადა­მი­ა­ნი იყო. არა­და, დი­დე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი, რა­ინ­დუ­ლი სუ­ლის მქო­ნე გახ­ლავთ. რა­საც შევ­თა­ვა­ზებ, მის­მენს. ზოგ­ჯერ არ მე­თან­ხმე­ბა და დე­ლი­კა­ტუ­რად მიხ­სნის. თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დის. ღმერ­თმა

ხელი მო­უ­მარ­თოს-მისი წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

...

ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს: გრი­შა არა­ვის არა­ფერს სთხოვს, პი­რი­ქით - რა­ღა­ცის სა­თხოვ­ნე­ლად მას­თან მი­დი­ან, ხოლო როცა ის თა­ვი­სას ითხოვს, ყვე­ლა უბ­რაზ­დე­ბა,- რა­ტო­მო? ის ხომ არა­ვის არა­ფერს აძა­ლებს?! სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია: უცებ არ მოგ­წონს, მაგ­რამ და­აკ­ვირ­დე­ბი და, - მარ­თა­ლია! თუ არ მოგ­წონს, რა­ტომ მი­დი­ხარ, რა­ტომ სთხოვ რა­მეს? გა­სეს­ხე­ბას და ჩუ­ქე­ბას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, გრი­შას თვალ­საზ­რი­სით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ყველა პატარა რაიონს თავისი "გრიშა კაკაჩია" ჰყავს" - სერიალის ყველაზე კოლორიტული პერსონაჟის "თავგადასავალი"

"ყველა პატარა რაიონს თავისი "გრიშა კაკაჩია" ჰყავს" - სერიალის ყველაზე კოლორიტული პერსონაჟის "თავგადასავალი"

"ძალიან მინდა ვიყო... გრიშა კაკაჩიასავით მდიდარი, რომ ქველმოქმედების საშუალება მქონდეს", - ამბობს ჟურნალ "გზასთან" მსახიობი დავით კვირცხალია.

- ბევრი როლი მითამაშია, მაგრამ ჩემთვის არავის დაუძახია "რომეო", "ზაზა", "ადოლფი" თუ სხვა, ჩემ მიერ განსახიერებული პერსონაჟის სახელი... ახლა სადაც მივდივარ, ყველა გრიშა კაკაჩიას მეძახის!.. განსაკუთრებით, ბავშვები აქტიურობენ. არ ვიცი, დამცინიან თუ რა ხდება (იცინის). "ასაკში ვარ" და ამას ყურადღებას არ ვაქცევ. სიმართლე გითხრათ, მსიამოვნებს კიდეც... ვერ გეტყვით,- გრიშა კაკაჩიას როლზე ვოცნებობდი-მეთქი...

ჩემს შვილიშვილებზე ვგიჟდები! მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი -ნათია კუპატაძე "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა. მას ვუთხარი, - გავიგე, ბაბუა და შვილიშვილის შესახებ ლიფონავა ახალი ფილმის გადაღებას აპირებს და მინდა, კასტინგი გავიარო-მეთქი. ნათია "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის ხელმძღვანელს, ეკა მჟავანაძეს დაუკავშირდა, ყველაფერი გაარკვია და მითხრა: იმ ფილმზე ჯერ ლაპარაკიც არ არის, მაგრამ გრიშა კაკაჩიას როლს თუ ითამაშებ, იქნებ ხვალ მოხვიდეო. ძალიან ვნერვიულობდი. სხვა მსახიობები სერიალში თავს ისე გრძნობენ, რომ უკვე "ცურავენ", "დაფრინავენ"... არ მინდოდა, ახალგადმოსული მეზობელივით ვყოფილიყავი. გრიშას კონფლიქტი სიძესთან-მერაბთან მოვიგონე და სერიალში უცებ "შევედი". აღმოჩნდა, რომ მაყურებელი დაინტერესდა. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა - მურმან ჯინორიამ სერიის ეთერში გასვლისთანავე დამირეკა და მითხრა: - სერიალში გნახე. შენი პერსონაჟისგან ძალიან საგულისხმო რაღაცები "წამოვიდა" და ნახავ, გადასაღებად კიდევ დაგიძახებენო. ბევრი დრო არ გასულა და მართლაც, მითხრეს, - გრიშა კაკაჩიასთვის ახალი ეპიზოდი "მოვიდაო". მესიამოვნა, წავედი, გადამიღეს. მას შემდეგ დაიწყო და დაიწყო... გიორგი ლიფონავას მანამდე პირადად არ ვიცნობდი. ტელევიზორში თვალს რომ მოვკრავდი, მეგონა, ჩაქუჩას და მიშკას ტიპის ადამიანი იყო. არადა, დიდებული, დახვეწილი, რაინდული სულის მქონე გახლავთ. რასაც შევთავაზებ, მისმენს. ზოგჯერ არ მეთანხმება და დელიკატურად მიხსნის. თავისი საქმე ძალიან კარგად გამოსდის. ღმერთმა

ხელი მოუმართოს-მისი წარმატება ძალიან მიხარია.

...

ამ ცხოვრებაში ყველას თავისი სიმართლე აქვს: გრიშა არავის არაფერს სთხოვს, პირიქით - რაღაცის სათხოვნელად მასთან მიდიან, ხოლო როცა ის თავისას ითხოვს, ყველა უბრაზდება,- რატომო? ის ხომ არავის არაფერს აძალებს?! საინტერესო პერსონაჟია: უცებ არ მოგწონს, მაგრამ დააკვირდები და, - მართალია! თუ არ მოგწონს, რატომ მიდიხარ, რატომ სთხოვ რამეს? გასესხებას და ჩუქებას თავისი წესები აქვს, გრიშას თვალსაზრისით. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება