მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე დახარჯავს ფულს 2017 წელს თბილისის მერია - უახლესი მონაცემები დედაქალაქის საბიუჯეტო ხარჯებზე
რაზე დახარჯავს ფულს 2017 წელს თბილისის მერია - უახლესი მონაცემები დედაქალაქის საბიუჯეტო ხარჯებზე

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, თბი­ლი­სის 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის და­ზუს­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი საკ­რე­ბუ­ლო­ში შე­ვი­და. თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზუს­ტე­ბულ პრო­ექ­ტში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სის 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის მო­ცუ­ლო­ბა, პირ­ვან­დელ ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით, 1,031,500 ლა­რით გა­ი­ზარ­და და 801,302,000 ლარი შე­ად­გი­ნა.

2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში კვლავ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად რჩე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გამ­წვა­ნე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა.

ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის და­ზუს­ტე­ბულ ვა­რი­ანტს ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2 მლნ ლარი და­ე­მა­ტა და ჯამ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის 64 მლნ ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

და­ზუს­ტე­ბულ პრო­ექ­ტში უც­ვლე­ლი დარ­ჩა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, აღ­დგე­ნა და მოვ­ლა-შე­კე­თე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხა. 2017 წელს გა­სუ­ლი წლის დამ­ტკი­ცე­ბულ ბი­უ­ჯეტ­თან (78,7 მლნ) შე­და­რე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია 6.8 მლნ ლარ­ზე მეტს და­ხარ­ჯავს. (85,5 მლნ).

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ პრი­ო­რი­ტეტს - გამ­წვა­ნე­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 2017 წლის ბი­უ­ჯეტ­ში, წინა წლის დამ­ტკი­ცე­ბულ ბი­უ­ჯეტ­თან შე­და­რე­ბით, 3 მლნ-იანი ზრდაა, რაც ბი­უ­ჯე­ტის და­ზუს­ტე­ბულ პრო­ექ­ტში არ შეც­ვლი­ლა.

უც­ვლე­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ნა­წილ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხაც. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წინა წლის დამ­ტკი­ცე­ბულ ბი­უ­ჯეტ­თან შე­და­რე­ბით 15 მლნ ლარ­ზე მე­ტია ზრდა - დას­რულ­დე­ბა 10 და­წყე­ბუ­ლი ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბა და და­ი­წყე­ბა 8 ახა­ლი ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი.

გარ­და ამი­სა, 2017 წლის და­ზუს­ტე­ბულ ბი­უ­ჯეტ­ში ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბი­სა და ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გა­მაგ­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით 2,019,000 ლარი გა­ნი­სა­ზღვრა, მათ შო­რის, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კო­ო­პე­რა­ტი­უ­ლი ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ამას­თან, და­ზუს­ტე­ბულ პრო­ექ­ტში 1,9 მლნ ლა­რით არის გაზ­რდი­ლი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რო­გო­რი­ცაა ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის და სხვა შე­ნო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ასე­ვე, და­გეგ­მი­ლია ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, მათ შო­რის, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, პუშ­კი­ნის N19 და ყავ­ლაშ­ვი­ლის N5-N7 შე­ნო­ბე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 7 სა­დარ­ბა­ზოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი ბა­ღე­ბის აღ­დგე­ნა-რე­კონ­სტრუქ­ცია, ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე სამი სახ­ლი­სა და წი­ნამ­ძღვრიშ­ვილ­ზე N11 და N39 სახ­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის და­ზუს­ტე­ბულ პრო­ექ­ტში თან­ხა გაზ­რდი­ლია კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. კერ­ძოდ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ იმ აბო­ნენ­ტებს, რო­მელ­თა ქუ­ლაც 70 000-დან 200 000-მდეა, აბო­ნენ­ტის ნო­მერ­ზე 16 ლა­რის ნაც­ვლად, ჩა­ე­რი­ცხე­ბათ არა­უ­მე­ტეს 20 ლა­რი­სა მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, წყლის და და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად.

2017 წელს დას­რულ­დე­ბა სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, კერ­ძოდ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რის­თვი­საც ბი­უ­ჯე­ტის და­ზუს­ტე­ბულ პრო­ექ­ტში და­მა­ტე­ბით 2,3 მლნ ლა­რია გან­სა­ზღვრუ­ლი.

რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, 2017 წელს კი­დევ უფრო მე­ტად მცირ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი და შემ­ცი­რე­ბამ გა­სუ­ლი წლის დამ­ტკი­ცე­ბულ ბი­უ­ჯეტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 22,3 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა.

"ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2016 წლის თავ­და­პირ­ვე­ლად დამ­ტკი­ცე­ბულ ბი­უ­ჯეტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მკვეთ­რად - 13, 1 მლნ ლა­რით, ანუ 13%-ით მცირ­დე­ბა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა და საპ­რე­მიო ფონ­დი, სა­ქო­ნე­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბა კი 9,2 მლნ ლა­რით", -ნათ­ქვა­მია მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რაზე დახარჯავს ფულს 2017 წელს თბილისის მერია - უახლესი მონაცემები დედაქალაქის საბიუჯეტო ხარჯებზე

რაზე დახარჯავს ფულს 2017 წელს თბილისის მერია - უახლესი მონაცემები დედაქალაქის საბიუჯეტო ხარჯებზე

კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოში შევიდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად არის გათვალისწინებული.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1,031,500 ლარით გაიზარდა და 801,302,000 ლარი შეადგინა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება.

ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა და ჯამში აღნიშნული პრიორიტეტის პროექტების განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

დაზუსტებულ პროექტში უცვლელი დარჩა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის განსაზღვრული თანხა. 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 6.8 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).

რაც შეეხება კიდევ ერთ პრიორიტეტს - გამწვანებას, ამ მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტში, წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მლნ-იანი ზრდაა, რაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში არ შეცვლილა.

უცვლელია განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში განსაზღვრული თანხაც. აღნიშნული მიმართულებით წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ ლარზე მეტია ზრდა - დასრულდება 10 დაწყებული ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი.

გარდა ამისა, 2017 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტში ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის დამატებით 2,019,000 ლარი განისაზღვრა, მათ შორის, გათვალისწინებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ამასთან, დაზუსტებულ პროექტში 1,9 მლნ ლარით არის გაზრდილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყება, მათ შორის, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, პუშკინის N19 და ყავლაშვილის N5-N7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ფიროსმანის ქუჩაზე სამი სახლისა და წინამძღვრიშვილზე N11 და N39 სახლების რეაბილიტაცია.

2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა გაზრდილია კომუნალური ვაუჩერების მიმართულებითაც. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად, ჩაერიცხებათ არაუმეტეს 20 ლარისა მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად.

2017 წელს დასრულდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიც, კერძოდ, დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება, რისთვისაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში დამატებით 2,3 მლნ ლარია განსაზღვრული.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, 2017 წელს კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და შემცირებამ გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 22,3 მლნ ლარი შეადგინა.

”ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში მკვეთრად - 13, 1 მლნ ლარით, ანუ 13%-ით მცირდება შრომის ანაზღაურება და საპრემიო ფონდი, საქონელი და მომსახურება კი 9,2 მლნ ლარით”, -ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი