საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცს, რომელიც სვანური კოშკების ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს
მამაკაცს, რომელიც სვანური კოშკების ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სვა­ნუ­რი კოშ­კე­ბის ფონ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ფოტო გავ­რცელ­და. დღეს კი "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის ფონ­ზე შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებ­და, სვა­ნებ­მა ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნეს. ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი ნარ­სა­ვი­ძე ავ­რცე­ლებს.

"დიდი ბო­დი­ში ყვე­ლას, ვი­საც ამ სუ­რა­თით შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე, კერ­ძოდ სვა­ნებს და სვა­ნეთს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს კუ­თხე და ცუდი გან­ზრახ­ვით არ გა­მი­კე­თე­ბია...",- ამ­ბობს მა­მა­კა­ცი, რომ­ლის ფო­ტომ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სვა­ნე­ბი გა­აბ­რა­ზა.

ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის დროს მას­თან ერ­თად სვა­ნი მა­მა­კა­ციც სა­უბ­რობს:

"ამის შემ­დეგ ყვე­ლამ იცო­დეს, რომ სვა­ნეთ­ში და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი არ ხდე­ბა და ყვე­ლა კა­ნონ­ზე და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა ჩვე­ნი ადათ-წე­სე­ბი დგას. ასე რომ, რო­დე­საც ასეთ ად­გი­ლას ჩა­დი­ან, ქცე­ვის ეტი­კე­ტე­ბი ყვე­ლამ უნდა იცო­დეს. მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლეთ...", - ამ­ბობს ის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ სვა­ნებ­მა ფო­ტოს ავ­ტორს ბო­დი­ში მუ­ქა­რით მო­ახ­დე­ვი­ნეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და.

"თუ პირი, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ში ფი­გუ­რი­რებს, მი­მარ­თავს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ჩვენ­გან იქ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა", - ამ­ბო­ბენ უწყე­ბა­ში.

მამაკაცს, რომელიც სვანური კოშკების ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს

მამაკაცს, რომელიც სვანური კოშკების ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სვანური კოშკების ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა. დღეს კი "ფეისბუქზე" გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც სვანეთის ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს. ვიდეოს ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ნარსავიძე ავრცელებს.

"დიდი ბოდიში ყველას, ვისაც ამ სურათით შეურაცხყოფა მივაყენე, კერძოდ სვანებს და სვანეთს. ძალიან მიყვარს ეს კუთხე და ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია...",- ამბობს მამაკაცი, რომლის ფოტომ როგორც აღმოჩნდა, სვანები გააბრაზა.

ვიდეოს გადაღების დროს მასთან ერთად სვანი მამაკაციც საუბრობს:

"ამის შემდეგ ყველამ იცოდეს, რომ სვანეთში და კავკასიის რეგიონში ასეთი რაღაცეები არ ხდება და ყველა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ჩვენი ადათ-წესები დგას. ასე რომ, როდესაც ასეთ ადგილას ჩადიან, ქცევის ეტიკეტები ყველამ უნდა იცოდეს. მსგავსი საქციელები აკონტროლეთ...", - ამბობს ის. სოციალურ ქსელში წერენ, რომ სვანებმა ფოტოს ავტორს ბოდიში მუქარით მოახდევინეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

"თუ პირი, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს, მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენგან იქნება მყისიერი რეაგირება", - ამბობენ უწყებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი