სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უმზადებს ამერიკელ სამხედროებს პრეზიდენტი ტრამპი - აშშ-ის არმია ახალი "საჩუქრების" მოლოდინში
რას უმზადებს ამერიკელ სამხედროებს პრეზიდენტი ტრამპი - აშშ-ის არმია ახალი "საჩუქრების" მოლოდინში

აშშ-ის ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს წინ დიდი გეგ­მე­ბი აქვს. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კი­სა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არ­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­საც მო­ი­ცავ­და.

"ჩემი გეგ­მა სამ­ხედ­რო ფლო­ტის 350 საბ­რძო­ლო ხო­მალ­დამ­დე გაზ­რდა­ში მდგო­მა­რე­ობს. რო­ნალდ რე­ი­გა­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დეგ, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა იქ­ნე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა 2016 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

სა­ნამ აშშ-ის არ­მია ტრამ­პის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბის მო­ლო­დინ­შია, ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ ყვე­ლა ამ და­პი­რე­ბის­თვის ერ­თად მოგ­ვე­ყა­რა თავი და გაგ­ვე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა ისი­ნი.

ტრამ­პის მიერ, არ­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­დად­გმუ­ლი უმ­თავ­რე­სი ნა­ბი­ჯი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე გე­ნე­რალ ჯე­იმს მე­ტი­სის, მეტ­სა­ხე­ლად "ცო­ფი­ა­ნი ძაღ­ლის" წარ­დგე­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. კონ­გრე­სის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აშშ-ის არ­მი­ას უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი და, ჯორჯ მარ­შა­ლის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო ჩი­ნის მქო­ნე პირ­ვე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.

ჯე­იმს მე­ტი­სის სა­ხით, სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუ­სი (გე­ნე­რა­ლი სწო­რედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ამ და­ნა­ყო­ფი­და­ნაა) მძლავრ ლო­ბისტს მი­ი­ღებს და და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის იმე­დი მი­ე­ცე­მა.

ამ­ჟა­მად აშშ-ის ფლო­ტი ძი­რი­თა­დი კლა­სის 272 ხო­მალდს ით­ვლის. ტრამ­პის გეგ­მა ყვე­ლა კლა­სის მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის - მათ შო­რის ატო­მუ­რი ავი­ა­მზი­დე­ბის (არ­სე­ბულ 10-ს კი­დევ 2 შე­ე­მა­ტე­ბა) და ბირ­თვულ ქო­ბი­ნი­ა­ნი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, ფლო­ტის გაზ­რდის ფუ­ფუ­ნე­ბა ამე­რი­კელ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლებს წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 3,5-4 მლრდ დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა.

ფლო­ტის შემ­დეგ, პირ­ველ ად­გილ­ზე ტრამ­პის გეგ­მა­ში სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბაა. აშშ-ის 45-ე პრე­ზი­დენ­ტი 24 აქ­ტი­უ­რი და 8 სა­რა­ზერ­ვო ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას 36-მდე აპი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლი 182 ათა­სი­დან 200-210 ათა­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა. და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის უკეთ აღ­საქ­მე­ლად გე­ტყვით, რომ ერთი ასე­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის წლი­უ­რი აღ­ჭურ­ვა-შე­ნახ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 740 მლნ დაჯ­დე­ბა.

გეგ­მის რე­ა­ლი­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს ვი­ეტ­ნა­მის ომის შემ­დეგ სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრე­ცენ­დენ­ტი იქ­ნე­ბა. რე­ფორ­მი­რე­ბა და რი­ცხოვ­ნო­ბის გაზ­რდა სახ­მე­ლე­თო ჯა­რებ­საც შე­ე­ხე­ბა. ამ­ჟა­მი­დე­ლი 475 000 ათა­სი­დან პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 540 000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ­დე გა­იზ­რდე­ბა.

ბევ­რი ტრამ­პის ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და 45-ე პრე­ზი­დენტს პო­პუ­ლიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მათი შე­ფა­სე­ბით აშშ-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა და რი­ცხოვ­ნო­ბის (რო­გორც ტექ­ნი­კის, ასე­ვე პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მხრივ) გაზ­რდა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ტრამ­პი ბიზ­ნეს­მე­ნია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ნან­სე­ბის გან­კარ­გვა არ შე­ეშ­ლე­ბა. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც მის ცოდ­ნა-კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებს სცდე­ბა. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა ტრამ­პის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს ის მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ლი­კა­ტუ­რად არი­დებ­და თავს. ტრამპმა, რო­გორც ბიზ­ნეს­მენ­მა, ცალ­სა­ხად იცის, რომ ამ სფე­რო­ში მას არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა.

ამი­ტო­მაც საკ­ვან­ძო კი­თხვე­ბი, ატო­მურ ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კვლავ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა. უც­ნო­ბია, ვა­შინგტო­ნის პო­ზი­ცია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "სტრა­ტე­გი­უ­ლი შემ­ტე­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბა-4"-თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვადა 2021 წელს ეწუ­რე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

რას უმზადებს ამერიკელ სამხედროებს პრეზიდენტი ტრამპი - აშშ-ის არმია ახალი "საჩუქრების" მოლოდინში

რას უმზადებს ამერიკელ სამხედროებს პრეზიდენტი ტრამპი - აშშ-ის არმია ახალი "საჩუქრების" მოლოდინში

აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს წინ დიდი გეგმები აქვს. ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების სოციალური ყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია არმიის გაძლიერებასაც მოიცავდა.

"ჩემი გეგმა სამხედრო ფლოტის 350 საბრძოლო ხომალდამდე გაზრდაში მდგომარეობს. რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის შემდეგ, ეს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება იქნება," - განაცხადა ტრამპმა 2016 წლის 21 ოქტომბერს, წინასაარჩევნო კამპანიისას სიტყვით გამოსვლისას.

სანამ აშშ-ის არმია ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების პრაქტიკული რეალიზების მოლოდინშია, ჩვენ შევეცადეთ ყველა ამ დაპირებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და გაგვეანალიზებინა ისინი.

ტრამპის მიერ, არმიის გაძლიერების მიმართულებით, გადადგმული უმთავრესი ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე გენერალ ჯეიმს მეტისის, მეტსახელად "ცოფიანი ძაღლის" წარდგენაში გამოიხატა. კონგრესის თანხმობის შემთხვევაში, აშშ-ის არმიას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე პრინციპული და, ჯორჯ მარშალის შემდეგ, სამხედრო ჩინის მქონე პირველი თავდაცვის მინისტრი იქნება.

ჯეიმს მეტისის სახით, საზღვაო ქვეითთა კორპუსი (გენერალი სწორედ შეიარაღებული ძალების ამ დანაყოფიდანაა) მძლავრ ლობისტს მიიღებს და დამატებითი დაფინანსების იმედი მიეცემა.

ამჟამად აშშ-ის ფლოტი ძირითადი კლასის 272 ხომალდს ითვლის. ტრამპის გეგმა ყველა კლასის მცურავი საშუალების - მათ შორის ატომური ავიამზიდების (არსებულ 10-ს კიდევ 2 შეემატება) და ბირთვულ ქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული წყალქვეშა ნავების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. წინასწარი შეფასებით, ფლოტის გაზრდის ფუფუნება ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს წელიწადში საშუალოდ 3,5-4 მლრდ დოლარი დაუჯდება.

ფლოტის შემდეგ, პირველ ადგილზე ტრამპის გეგმაში საზღვაო ქვეითთა კორპუსის გაძლიერებაა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი 24 აქტიური და 8 სარაზერვო ქვეითი ბატალიონების ჯამური რაოდენობის გაზრდას 36-მდე აპირებს. შესაბამისად, საზღვაო ქვეითების რაოდენობა ამჟამინდელი 182 ათასიდან 200-210 ათასამდე გაიზრდება. დამატებითი ფინანსური ხარჯების უკეთ აღსაქმელად გეტყვით, რომ ერთი ასეთი ბატალიონის წლიური აღჭურვა-შენახვა დაახლოებით 740 მლნ დაჯდება.

გეგმის რეალიზების შემთხვევაში, ეს ვიეტნამის ომის შემდეგ საზღვაო ქვეითთა კორპუსის გაძლიერების ყველაზე მასშტაბური პრეცენდენტი იქნება. რეფორმირება და რიცხოვნობის გაზრდა სახმელეთო ჯარებსაც შეეხება. ამჟამიდელი 475 000 ათასიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობა 540 000 სამხედრო მოსამსახურემდე გაიზრდება.

ბევრი ტრამპის ხმამაღალ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს და 45-ე პრეზიდენტს პოპულიზმში ადანაშაულებს. მათი შეფასებით აშშ-ის ამჟამინდელი ეკონომიკის პირობებში, შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის გადაიარაღება და რიცხოვნობის (როგორც ტექნიკის, ასევე პირადი შემადგენლობის მხრივ) გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ტრამპი ბიზნესმენია და სავარაუდოდ, ფინანსების განკარგვა არ შეეშლება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც მის ცოდნა-კომპეტენციის ფარგლებს სცდება. პირველ ყოვლისა, ძალზე საინტერესოა ტრამპის სამომავლო გეგმები ბირთვული იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტების კითხვებს ის მაქსიმალურად დელიკატურად არიდებდა თავს. ტრამპმა, როგორც ბიზნესმენმა, ცალსახად იცის, რომ ამ სფეროში მას არაფერი გაეგება.

ამიტომაც საკვანძო კითხვები, ატომურ იარაღთან დაკავშირებით, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. უცნობია, ვაშინგტონის პოზიცია ხელშეკრულება "სტრატეგიული შემტევი შეიარაღება-4"-თან მიმართებაში, რომელიც ბირთვული არსენალის მოცულობის შემცირებას ითვალისწინებს. ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ნიღბის ტარება საკმარისი არაა... სასურველია, დისტანცია სულ მცირე ერთი მეტრით" - ჯანმო

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში