სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოველი მეშვიდე მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდება - "რეზონანსი"
 ყოველი მეშვიდე მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდება - "რეზონანსი"

ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა. ამის მი­ზე­ზი მთავ­რო­ბის ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც კერ­ძო და­ზღვე­ვის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ე­ხე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ისი­ნი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით ვე­ღარ ისარ­გებ­ლე­ბენ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბი­ან, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბულს უწო­დე­ბენ.

535 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კერ­ძო და­ზღვე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მი­თაც სარ­გებ­ლობ­და, სა­მო­მავ­ლოდ იგი­ვე მომ­სა­ხუ­რე­ო­ბას ვე­ღარ მი­ი­ღებს. მათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ერთ რო­მე­ლი­მე მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მო­უ­წევთ. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ვე­ლი მეშ­ვი­დე მო­ქა­ლა­ქის და­ზღვე­ვა­ზე სა­ხელ­მწი­ფო აღარ იზ­რუ­ნებს.

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, აკა­კი ზო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­იც­ვლე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის მე­თო­დე­ბი, ხოლო შეძ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­ო­რე სა­კი­თხზე - ჯან­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ქა­ლა­ქე­თა შე­მო­სავ­ლებ­ზე "მიბ­მა".

"ვი­საც აქვს კერ­ძო და­ზღვე­ვა, ის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვას აღარ მი­ი­ღებს. კერ­ძო კომ­პა­ნია გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 90%-ის შემ­თხვე­ვა­ში ამ­ბობს: "ჯერ სა­ყო­ველ­თა­ომ აგი­ნა­ზღა­უ­როს და რაც დარ­ჩე­ბა, აგი­ნა­ზღა­უ­რებ მე", - აი, ეს აღარ იქ­ნე­ბა. ორ­მა­გი ხარ­ჯი გა­მო­დის. რე­ა­ლუ­რად 535 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ზღვე­უ­ლია კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა­ში და ასე­ვე სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვას იყე­ნებს. აი, ეს გა­ი­მიჯ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზო­ი­ძემ.

და­ზღვე­უ­ლე­ბის გა­მი­ჯვნას, "სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა - ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე სა­მარ­თლი­ან, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­დებს. მისი აზ­რით, ამ ორი სეგ­მენ­ტის და­ზღვე­ვის გა­და­ხედ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახლო მო­მა­ვალ­ში სხვა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხილ­ვაც უნდა და­ი­წყოს.

"ეს გან­ცხა­დე­ბა ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი­ცაა, უფრო ადრე უნდა მო­ეყ­ვა­ნათ სის­რუ­ლე­ში. ჩვენ დიდი ხა­ნია, მთავ­რო­ბას ვურ­ჩევთ ამ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, გა­და­ი­ფა­როს სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­ხარ­ჯვა, რო­მე­ლიც უკვე მე­სა­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, მაგ­რამ ვერ გა­და­წყვეტს იმ პრობ­ლე­მებს, რა­საც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ეფექ­ტუ­რო­ბა ჰქვია გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ყოველი მეშვიდე მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდება - "რეზონანსი"

 ყოველი მეშვიდე მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდება - "რეზონანსი"

ასი ათასობით ადამიანი საყოველთაო დაზღვევის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებაა, რომელიც კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს შეეხება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. სპეციალისტები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა დაგვიანებულს უწოდებენ.

535 ათასი ადამიანი, რომელიც კერძო დაზღვევის პარალელურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობდა, სამომავლოდ იგივე მომსახურეობას ვეღარ მიიღებს. მათ არჩევანის გაკეთება ერთ რომელიმე მომსახურებაზე მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქის დაზღვევაზე სახელმწიფო აღარ იზრუნებს.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებული მოქალაქეები საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს მეორე საკითხზე - ჯანდაცვის დაფინანსების მოქალაქეთა შემოსავლებზე "მიბმა".

"ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში ამბობს: "ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე", - აი, ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძო სტრუქტურაში და ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი, ეს გაიმიჯნება", - განაცხადა ზოიძემ.

დაზღვეულების გამიჯვნას, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" დამფუძნებელი სერგო ჩიხლაძე სამართლიან, თუმცა დაგვიანებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი აზრით, ამ ორი სეგმენტის დაზღვევის გადახედვა აუცილებელი იყო და ახლო მომავალში სხვა საჭირო ღონისძიებების განხილვაც უნდა დაიწყოს.

"ეს განცხადება ცოტა დაგვიანებულიცაა, უფრო ადრე უნდა მოეყვანათ სისრულეში. ჩვენ დიდი ხანია, მთავრობას ვურჩევთ ამ საკითხების მოგვარებას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, გადაიფაროს საბიუჯეტო გადახარჯვა, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება. ძალიან კარგი, თუმცა დაგვიანებული ქმედება, მაგრამ ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობა ჰქვია  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი