სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელ მსოფლიოში შეინიშნება "გოიმიზაცია", საქართველოში განსაკუთრებით" - ჩვენში ფალოსად შერაცხული ქვის უცხოური წარმატება
"მთელ მსოფლიოში შეინიშნება "გოიმიზაცია", საქართველოში განსაკუთრებით" - ჩვენში ფალოსად შერაცხული ქვის უცხოური წარმატება

წელს, თე­ბერ­ვალ­ში ოპე­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თე­ატ­რის გახ­სნამ­დე ორი დღით ადრე "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" ახა­ლი დად­გმის დე­კო­რა­ცი­ის ერთ-ერთი ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ისე­თი ხმა­უ­რი ატყდა, რომ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ დე­კო­რა­ცია შე­ეც­ვა­ლათ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა დე­კო­რა­ცი­ის ერთ-ერ­თმა დე­ტალ­მა, რო­მე­ლიც ფა­ლოსს მი­ამ­სგავ­სეს.

"წე­რონ. ჩვენ ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ. მო­ვიდ­ნენ პრე­მი­ე­რა­ზე და შეგ­ვა­ფა­სონ. ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი პრე­მი­ე­რამ­დე დე­კო­რა­ცი­ის დე­ტალ­ზე ასე­თი ამ­ბის ატე­ხა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ჟა­მად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" დე­კო­რა­ცი­ის ავ­ტორ­მა, საქ­ვეყ­ნოდ აღი­ა­რე­ბულ­მა ხე­ლო­ვან­მა გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვილ­მა.

"გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლის ცნო­ბილ­მა ქვამ ქვე­ყა­ნას სა­ხე­ლი პა­რი­ზის Grand Palais გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე გა­უთ­ქვა… (ნუ და­უ­ვი­წყებთ "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებს", რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ქვამ პო­პუ­ლა­რო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­შობ­ლო­ში მო­ი­პო­ვა და თა­ნაც რო­გო­რი!)... პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, "ქვა" მა­ინც პრი­მას როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნა, მის გვერ­დით აღარც რე­ჟი­სუ­რა იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სი სო­ლის­ტე­ბით და აღარც პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ახ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი თე­ატ­რის გახ­სნას უკავ­შირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ "ქვის" ბედი მო­ვი­კი­თხე და აღ­მოჩ­ნდა, რომ მას მერე მოგ­ზა­უ­რობს და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ცოტა ხნის წინ, პა­რი­ზის Grand Palais გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე გა­მო­ფი­ნეს, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ART FAIR-ია მსოფ­ლი­ო­ში. მისი შე­ძე­ნის სურ­ვი­ლიც გა­მო­უთ­ქვამთ, მაგ­რამ ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რის კუთ­ვნი­ლე­ბაა", - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე სცე­ნა­რის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა თეო ჯორ­ბე­ნა­ძემ.

"გულ­და­სა­წყვე­ტია ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ­ში არ არ­სე­ბობს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა და სპექ­ტაკ­ლის უნა­ხა­ვად შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­მე­ტოთ სა­ლან­ძღა­ვად მისი ავ­ტო­რე­ბი, ისე, რომ არც დავ­ფიქ­რდეთ, თუ რა მავ­ნებ­ლო­ბას ჩავ­დი­ვართ. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია"! - გვი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა თეომ.

გოგი ხოშ­ტა­რია, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე:

- დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა "გო­ი­მი­ზა­ცია", მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად... სპექ­ტაკლში სულ მარ­თლაც ფა­ლო­სის დე­კო­რა­ცია რომ ყო­ფი­ლი­ყო, რა იყო ამა­ში და­უშ­ვე­ბე­ლი? - ვი­თომ წე­სი­ე­რე­ბი და ვი­თომ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ვარ­თო და გა­უ­გო­ნა­რი აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს! მეც ქრის­ტი­ა­ნი ვარ და უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ზე შემ­წყნა­რებ­ლუ­რი, მომთმე­ნი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი რე­ლი­გი­აა. ასე­თი ყალ­ბად გა­გე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა გვჭირს ზოგ­ჯერ, რაც ბო­ლოს­და­ბო­ლოს უნდა მო­ვი­შა­ლოთ! თუ ვინ­მეს ქარ­თულ­ზე გული შეს­ტკი­ვა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი მეც ვარ და ეს ქმე­დე­ბი­თაც და­მი­დას­ტუ­რე­ბია. რა­ღაც სა­კი­თხე­ბის გამო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პირ­და­პირ და­ვე­ტა­კე! არ მსურს "სვეც­კი" პო­ზი­ცი­ი­დან სნო­ბუ­რად ვი­ლა­პა­რა­კო, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, რომ შარ­შან დიდი გო­ი­მო­ბა იყო, რაც ქვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბო­და! გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მას რაც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ის აუ­ცი­ლებ­ლად მა­ღა­ლი დო­ნის მხატ­ვრუ­ლი გა­და­წყვე­ტა იქ­ნე­ბო­და...

გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი:

- ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის გახ­სნის წინ ის სა­ში­ნე­ლი აჟი­ო­ტა­ჟი იმ ხალ­ხის­გან წა­მო­ვი­და, გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბად რომ მო­აქვთ თავი! ყვე­ლა­ზე მეტს "რუს­თა­ვი 2" და ნიკა გვა­რა­მია ქი­ლი­კობ­დნენ, თუმ­ცა მა­გათ პა­სუ­ხი და კრი­ტი­კა სჭირ­დე­ბა! გვა­რა­მია ნუ­ლია ჩემს თვალ­ში! ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რუ­პო­რი და ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­მაც რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, რომ მუ­სი­კა­ში ერ­კვე­ვა... კი ძა­ლი­ან ვის­წრა­ფით ევ­რო­პის­კენ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან პრო­ვინ­ცი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ! უბ­რა­ლო ხალ­ხი არ აპ­რო­ტეს­ტებ­და დე­კო­რა­ცი­ას, აგ­რე­სია მათ­გან მო­დი­ო­და, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი არი­ან და ეს არის ზუს­ტად პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი!... ნი­ნია კა­კა­ბა­ძე და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ოპე­რის წინ მი­ტინ­გებს მარ­თავ­დნენ ოპე­რის გახ­სნის დღეს, იმის ნაც­ვლად, რომ ყვე­ლას ეზე­ი­მა ეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღე! თა­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყ­ნე­ნებ­დნენ ყვე­ლა­ფერს! ეს ხდე­ბო­და ოპე­რა­ში შიგ­ნით და გა­რე­თაც! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მთელ მსოფლიოში შეინიშნება "გოიმიზაცია", საქართველოში განსაკუთრებით" - ჩვენში ფალოსად შერაცხული ქვის უცხოური წარმატება

"მთელ მსოფლიოში შეინიშნება "გოიმიზაცია", საქართველოში განსაკუთრებით" - ჩვენში ფალოსად შერაცხული ქვის უცხოური წარმატება

წელს, თებერვალში ოპერის განახლებული თეატრის გახსნამდე ორი დღით ადრე "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის დეკორაციის ერთ-ერთი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ისეთი ხმაური ატყდა, რომ იძულებულები გახდნენ დეკორაცია შეეცვალათ. ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა დეკორაციის ერთ-ერთმა დეტალმა, რომელიც ფალოსს მიამსგავსეს.

"წერონ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. მოვიდნენ პრემიერაზე და შეგვაფასონ. ამორალური საქციელია და არაპროფესიონალიზმი პრემიერამდე დეკორაციის დეტალზე ასეთი ამბის ატეხა", - განაცხადა იმჟამად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" დეკორაციის ავტორმა, საქვეყნოდ აღიარებულმა ხელოვანმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა.

"გოგი ალექსი-მესხიშვილის ცნობილმა ქვამ ქვეყანას სახელი პარიზის Grand Palais გამართულ გამოფენაზე გაუთქვა… (ნუ დაუვიწყებთ "კეთილისმსურველებს", რომ აღნიშნულმა ქვამ პოპულარობა თავდაპირველად სამშობლოში მოიპოვა და თანაც როგორი!)... პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, "ქვა" მაინც პრიმას როლში მოგვევლინა, მის გვერდით აღარც რეჟისურა იყო აქტუალური თავისი სოლისტებით და აღარც პოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც ახლად გარემონტებული თეატრის გახსნას უკავშირდებოდა. სწორედ ამ "ქვის" ბედი მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ მას მერე მოგზაურობს და საერთაშორისო გამოფენებში იღებს მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ, პარიზის Grand Palais გამართულ გამოფენაზე გამოფინეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ART FAIR-ია მსოფლიოში. მისი შეძენის სურვილიც გამოუთქვამთ, მაგრამ ის ქართველი ხალხისა და თბილისის ოპერის თეატრის კუთვნილებაა", - დაწერა "ფეისბუკის" გვერდზე სცენარისტმა და პროდიუსერმა თეო ჯორბენაძემ.

"გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ჩვენში არ არსებობს არგუმენტირებული, ჯანსაღი კრიტიკა და სპექტაკლის უნახავად შეგვიძლია გავიმეტოთ სალანძღავად მისი ავტორები, ისე, რომ არც დავფიქრდეთ, თუ რა მავნებლობას ჩავდივართ. ეს დაუშვებელია"! - გვითხრა ქალბატონმა თეომ.

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:

- დღეს მთელ მსოფლიოში შეინიშნება "გოიმიზაცია", მაგრამ საქართველოში განსაკუთრებულად... სპექტაკლში სულ მართლაც ფალოსის დეკორაცია რომ ყოფილიყო, რა იყო ამაში დაუშვებელი? - ვითომ წესიერები და ვითომ მართლმადიდებლები ვართო და გაუგონარი აჟიოტაჟი ატეხეს! მეც ქრისტიანი ვარ და უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანობა ყველაზე შემწყნარებლური, მომთმენი და ტოლერანტული რელიგიაა. ასეთი ყალბად გაგებული ქართველობა გვჭირს ზოგჯერ, რაც ბოლოსდაბოლოს უნდა მოვიშალოთ! თუ ვინმეს ქართულზე გული შესტკივა, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ და ეს ქმედებითაც დამიდასტურებია. რაღაც საკითხების გამო მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ დავეტაკე! არ მსურს "სვეცკი" პოზიციიდან სნობურად ვილაპარაკო, მაგრამ ვიმეორებ, რომ შარშან დიდი გოიმობა იყო, რაც ქვასთან დაკავშირებით ხდებოდა! გოგი ალექსი-მესხიშვილი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და მას რაც არ უნდა გაეკეთებინა, ის აუცილებლად მაღალი დონის მხატვრული გადაწყვეტა იქნებოდა...

გოგი ალექსი-მესხიშვილი:

- ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის წინ ის საშინელი აჟიოტაჟი იმ ხალხისგან წამოვიდა, განათლებულებად რომ მოაქვთ თავი! ყველაზე მეტს "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია ქილიკობდნენ, თუმცა მაგათ პასუხი და კრიტიკა სჭირდება! გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა... კი ძალიან ვისწრაფით ევროპისკენ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან პროვინციული ქვეყანა ვართ! უბრალო ხალხი არ აპროტესტებდა დეკორაციას, აგრესია მათგან მოდიოდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ინტელექტუალები არიან და ეს არის ზუსტად პროვინციალიზმი!... ნინია კაკაბაძე და მისი თანამოაზრეები ოპერის წინ მიტინგებს მართავდნენ ოპერის გახსნის დღეს, იმის ნაცვლად, რომ ყველას ეზეიმა ეს ღირსშესანიშნავი დღე! თავის პოლიტიკური მიზნებისთვის იყნენებდნენ ყველაფერს! ეს ხდებოდა ოპერაში შიგნით და გარეთაც! განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება