პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტის ოჯახის მიმართვა: "ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას..."
კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტის ოჯახის მიმართვა: "ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას..."

8 დე­კემ­ბერს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აშშ-ს მო­ქა­ლა­ქის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

საქ­მე ეხე­ბა 2016 წლის 12 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თე­ლა­ვი-ფშა­ვე­ლი-თუ­შე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მთა-თუ­შე­თის­კენ ფე­ხით მი­მა­ვალ ტუ­რისტს, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ფრიტზ ვოლ­ფგანგ მუს­სერს და­ემ­გზავ­რა მი­ხე­ილ ჭინ­ჭა­რაშ­ვი­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ათ­ზე, გზის მე-18 კი­ლო­მეტრზე, ჭინ­ჭა­რაშ­ვილ­სა და მუს­სერს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­დათ, რა დრო­საც მი­ხე­ილ ჭინ­ჭა­რაშ­ვილ­მა ფრიტზ ვოლ­ფგანგ მუს­სერს, მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 16 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე გულ­მკერ­დის არე­ში და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ფრიტზ ვოლ­ფგანგ მუს­სე­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა".

ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­ო­რე დღეს­ვე და­ა­კა­ვეს, მკვლე­ლო­ბი­დან 4 თვის შემ­დეგ, ჭინ­ჭა­რაშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ 11 წელი მი­უ­სა­ჯა.

41 წლის მუ­სე­რი ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე იყო. მა­მა­კა­ცი ტუ­რის­ტუ­ლად მოგ­ზა­უ­რობ­და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. ის ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას აპი­რებ­და. მო­ხა­ლი­სე ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზეც წერ­და.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ იყო კა­ხეთ­ში მოკ­ლუ­ლი ამე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტი და რას წერ­და ის სა­ქარ­თვე­ლო­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

მკვლე­ლო­ბის საქ­მის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფრიც ვ. მუ­სე­რის ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"გუ­შინ იყო სევ­დი­ა­ნი, მაგ­რამ ამა­ვე დროს იმე­დის­მომ­ცე­მი დღე მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარ­და ფრიც ვ. მუ­სე­რი. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­მაც აღი­ა­რა ფრი­ცის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა, ჩვენ და­ვას­რუ­ლეთ და­უ­გეგ­მა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის ერთი ეტა­პი, რო­მე­ლიც 12 აგ­ვის­ტოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო. მად­ლო­ბე­ლი ვართ პო­ლი­ცი­ის და სა­სა­მარ­თლოს ძა­ლის­ხმე­ვის, ასე­ვე მათი, ვინც მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩვენს ოჯახ­ში რჩე­ბა აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი და­ნა­კარ­გი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ვე­ღა­რას­დროს ვნა­ხავთ ფრი­ცის სუ­ლე­ლურ ღი­მილს, ვერ დავ­ტკბე­ბით მისი ცო­ცხა­ლი და გამ­ჭრი­ა­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ცხოვ­რე­ბი­სად­მი, ვე­ღარ მო­ვეს­წრე­ბით მის გულ­წრფელ მზრუნ­ვე­ლო­ბას და თა­მაშს მო­სიყ­ვა­რუ­ლე დის­შვი­ლებ­თან. თავს ვი­ნუ­გე­შებთ იმ ფაქ­ტით, რომ ფრი­ცი და­ი­ღუ­პა 11 წლის წინ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნი­სას - კავ­კა­სი­ის მთებ­ზე კას­პი­ის ზღვი­დან შავ ზღვამ­დე ლაშ­ქრო­ბი­სას.

რო­დე­საც ფრი­ცი ლაშ­ქრო­ბის ამ მო­ნაკ­ვეთს ფი­ზი­კუ­რი თა­ნამ­გზავ­რის გა­რე­შე გა­დი­ო­და, ის არ იყო მარ­ტო. ფრი­ცი მუ­დამ იძენ­და ახალ მე­გობ­რებს და ინარ­ჩუ­ნებ­და კავ­შირს ძველ მე­გობ­რებ­თან, ისე­ვე რო­გორც სხვა მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს 60-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, 5 სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე. ფრი­ცის­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა წარ­მო­შო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, მათ­გან სწავ­ლა და ერ­თად ცხოვ­რე­ბის გა­მოც­და. ამ კავ­ში­რე­ბის სიძ­ლი­ე­რე გა­მოჩ­ნდა ფრი­ცის და­ღუპ­ვის შემ­დე­გაც, ფრი­ცის სახ­სოვ­რად სან­თლე­ბი და­ინ­თო და ცრემ­ლე­ბი დღემ­დე იღ­ვრე­ბა მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. ფრიცს სწამ­და ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მნიშ­ვნე­ლო­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი სი­კე­თი­სა და თი­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის, შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო უკე­თე­სო­ბის­კენ. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის ხი­დე­ბის შექ­მნა, ფრი­ცის და­ტო­ვე­ბუ­ლი ხი­დე­ბი კი იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა მისი და­ღუპ­ვის შემ­დე­გაც.

ფრი­ცი მუ­დამ იცო­ცხლებს ჩვენს გუ­ლებ­სა და გო­ნე­ბა­ში. სა­ნამ მისი და­ღუპ­ვის მძი­მე გა­რე­მო­ე­ბე­ბის ია­რებს ვი­შუ­შებთ, გვსურს პა­ტი­ვი ვცეთ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აღ­დგე­ნი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­მართ. ახლა რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო ვერ­დიქ­ტი დად­გა და გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია, ჩვე­ნი სურ­ვი­ლია დამ­ნა­შა­ვეს ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რო­მელ­საც ფრი­ცი სხვე­ბის­თვის ქმნი­და: მხარ­და­ჭე­რა ხან­გრძლი­ვი პი­რა­დი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ოჯა­ხურ და გლო­ბა­ლურ ჭრილ­ში აი­სა­ხე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლის ოჯახს არ და­ე­კის­რე­ბა მისი და­ნა­შა­უ­ლის ტვირ­თი და მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ნაგ­რძოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო­ის გა­ტა­რე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. რო­გორც ფრი­ცის ოჯახს, გვსურს გან­ვაგ­რძოთ სვლა მშვი­დო­ბის, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის და იმე­დის გზა­ზე; ჩვენ გვწამს ადა­მი­ა­ნის შე­უ­პო­ვა­რი სუ­ლის და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის უნა­რის შევ­ქმნათ მე­ტად სა­მარ­თლი­ა­ნი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე და იმე­დის­მომ­ცე­მი სამ­ყა­რო. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა რო­მელ­საც ახლა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლის ოჯახ­თან ვი­ზი­ა­რებთ, ხელს შე­უ­წყობს სამ­ყა­როს ამ­გვარ ხედ­ვას" - ნათ­ქვა­მია მუს­სე­რის ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტის ოჯახის მიმართვა: "ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას..."

კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტის ოჯახის მიმართვა: "ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას..."

8 დეკემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2016 წლის 12 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, "თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთა-თუშეთისკენ ფეხით მიმავალ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა მიხეილ ჭინჭარაშვილი. დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, ჭინჭარაშვილსა და მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა".

ბრალდებული სამართალდამცველებმა მეორე დღესვე დააკავეს, მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ჭინჭარაშვილს სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა.

41 წლის მუსერი ამერიკელი მოხალისე იყო. მამაკაცი ტურისტულად მოგზაურობდა კავკასიის რეგიონში. ის ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილების მონახულებას აპირებდა. მოხალისე ფერმერული საქმიანობით და ადგილობრივების კულტურის გაცნობით იყო დაინტერესებული. ის საქართველოში მოგზაურობის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზეც წერდა.

წაიკითხეთ: ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში

მკვლელობის საქმის დახურვასთან დაკავშირებით ფრიც ვ. მუსერის ოჯახმა განცხადება გაავრცელა:

"გუშინ იყო სევდიანი, მაგრამ ამავე დროს იმედისმომცემი დღე მათთვის, ვისაც უყვარდა ფრიც ვ. მუსერი. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც აღიარა ფრიცის სიცოცხლის ხელყოფა, ჩვენ დავასრულეთ დაუგეგმავი მოგზაურობის ერთი ეტაპი, რომელიც 12 აგვისტოს მოულოდნელად დაიწყო. მადლობელი ვართ პოლიციის და სასამართლოს ძალისხმევის, ასევე მათი, ვინც მხარი დაგვიჭირა მოგზაურობის ამ მონაკვეთში. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ოჯახში რჩება აუნაზღაურებელი დანაკარგი. წარმოუდგენელია, რომ ვეღარასდროს ვნახავთ ფრიცის სულელურ ღიმილს, ვერ დავტკბებით მისი ცოცხალი და გამჭრიახი დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი, ვეღარ მოვესწრებით მის გულწრფელ მზრუნველობას და თამაშს მოსიყვარულე დისშვილებთან. თავს ვინუგეშებთ იმ ფაქტით, რომ ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას - კავკასიის მთებზე კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ლაშქრობისას.

როდესაც ფრიცი ლაშქრობის ამ მონაკვეთს ფიზიკური თანამგზავრის გარეშე გადიოდა, ის არ იყო მარტო. ფრიცი მუდამ იძენდა ახალ მეგობრებს და ინარჩუნებდა კავშირს ძველ მეგობრებთან, ისევე როგორც სხვა მოგზაურობების დროს 60-ზე მეტ ქვეყანაში, 5 სხვადასხვა კონტინენტზე. ფრიცისთვის დიდი სიხარული იყო სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებთან კავშირების დამყარება, მათგან სწავლა და ერთად ცხოვრების გამოცდა. ამ კავშირების სიძლიერე გამოჩნდა ფრიცის დაღუპვის შემდეგაც, ფრიცის სახსოვრად სანთლები დაინთო და ცრემლები დღემდე იღვრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ფრიცს სწამდა ყოველი ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის, ადამიანური ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და თითეული ადამიანის პოტენციალის, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურთიერთგაგების ხიდების შექმნა, ფრიცის დატოვებული ხიდები კი იზრდება და ვითარდება მისი დაღუპვის შემდეგაც.

ფრიცი მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებსა და გონებაში. სანამ მისი დაღუპვის მძიმე გარემოებების იარებს ვიშუშებთ, გვსურს პატივი ვცეთ მის დამოკიდებულებას აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართ. ახლა როდესაც სასამართლო ვერდიქტი დადგა და განაჩენი გამოტანილია, ჩვენი სურვილია დამნაშავეს ხელი მიუწვდებოდეს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფრიცი სხვებისთვის ქმნიდა: მხარდაჭერა ხანგრძლივი პირადი ცვლილებებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ, ოჯახურ და გლობალურ ჭრილში აისახება. ვიმედოვნებთ, რომ გასამართლებულის ოჯახს არ დაეკისრება მისი დანაშაულის ტვირთი და მიეცემა შესაძლებლობა, განაგრძოს მნიშვნელოვანი დროის გატარება საყვარელ ადამიანთან. როგორც ფრიცის ოჯახს, გვსურს განვაგრძოთ სვლა მშვიდობის, ურთიერთგაგების და იმედის გზაზე; ჩვენ გვწამს ადამიანის შეუპოვარი სულის და თითოეული ჩვენგანის უნარის შევქმნათ მეტად სამართლიანი, სიყვარულით სავსე და იმედისმომცემი სამყარო. ვიმედოვნებთ, რომ მოგზაურობა რომელსაც ახლა გასამართლებულის ოჯახთან ვიზიარებთ, ხელს შეუწყობს სამყაროს ამგვარ ხედვას" - ნათქვამია მუსსერის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" - ძლიერი ქარი თბილისში, რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?