უვიზო რეჟიმი საქართველომ, შესაძლოა, უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე უკრაინამ, რადგან ტრიალოგი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, მოსალოდნელია, რომ უკვე მომავალ ოთხშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართოს. ამის შესახებ "თვითერის" პირად გვერდზე "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს.
"ტრიალოგი სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოსთვის, მოსალოდნელია, რომ გაიმართება ოთხშაბათს. ის დაიწყება და მაშინვე დასრულდება. უკრაინასთან დაკავშირებით ტრიალოგი კი, მხოლოდ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმი“ ფორმალურად იქნება დამტკიცებული - მომდევნო წლის დასაწყისში", - ნათქვამია ინფორმაციაში.