თითქმის მივაღწიეთ მიზანს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე წერს, რომელიც აღნიშნულს ქართულ ენაზე ეხმაურება.
როგორც ტუსკი აღნიშნავს, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული დისკუსიები დასრულებულია.
"შედეგი თითქმიას მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია", - წერს დონალდ ტუსკი.