Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის" ბრალ­დე­ბის ნა­წილ­ში სა­სა­მარ­თლომ და­ვით გერ­ლი­ა­ნი-ჩა­ჩი­ბა­ია გა­ა­მარ­თლა, ხოლო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ კვე­თის მცდე­ლო­ბა­ში ის დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი და ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

და­ვით გერ­ლი­ა­ნი-ჩა­ჩი­ბა­ი­ას სა­სა­მარ­თლომ სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბის გამო 15 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა. თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გან­ხილ­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 6 500 ლა­რამ­დე შემ­ცირ­დეს. და­ვით გერ­ლი­ა­ნი-ჩა­ჩი­ბა­ია სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ვაჟა თო­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­და­წყვეტს, გა­ა­სა­ჩივ­როს თუ არა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, მათ­თვის მო­სა­მარ­თლის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც და­ვით გერ­ლი­ა­ნი-ჩა­ჩი­ბა­ი­ას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა თა­მარ აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არც ერთ ეპი­ზოდ­ში არ არ­სე­ბობ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"კანონიერი ქურდობის" ბრალდების ნაწილში სასამართლომ დავით გერლიანი-ჩაჩიბაია გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო 15 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუმცა მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით, მხედველობაში იქნა მიღებული ის, რომ ბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შემცირდეს. დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათთვის მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან, როგორც დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინტერესების დამცველმა თამარ აბესაძემ განაცხადა, ბრალდებულის წინააღმდეგ არც ერთ ეპიზოდში არ არსებობდა მტკიცებულება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ