სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ სამინისტროებში შემცირდება თანამშრომლები - მინისტრების განმარტებები ოპტიმიზაციაზე
 რომელ სამინისტროებში შემცირდება თანამშრომლები - მინისტრების განმარტებები ოპტიმიზაციაზე

მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნელ ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ. დღეს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრმა გა­ა­კე­თა ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ უწყე­ბებ­ში და­გეგ­მი­ლი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი თვი­თონ გა­და­წყვეტს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნას ხარ­ჯე­ბის და­ზო­გი­ლი.

კი­თხვა­ზე: შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "ადა­მი­ა­ნე­ბის გაშ­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან ყვე­ლა­ზე ბოლო მი­მარ­თუ­ლე­ბაა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა".

"ჩვენ და­ვა­ა­ნონ­სეთ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი თვი­თონ გა­და­წყვეტს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნას ხარ­ჯე­ბი და­ზო­გი­ლი. მე ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გაშ­ვე­ბა არის ყვე­ლა­ზე ბოლო მი­მარ­თუ­ლე­ბა. სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ასეც მოხ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი ოპ­ტი­მი­ზა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, შემ­ცირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ხელ­მძღვა­ნე­ლი რგო­ლის შტა­ტი, ასე­ვე იგეგ­მე­ბა მივ­ლი­ნე­ბე­ბი­სა და სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შეკ­ვე­ცა.

"მე ამას უფრო ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცესს და­ვარ­ქმევ­დი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს გა­ნე­სა­ზღვრე­ბა ფუნ­ქცია, გა­ნე­სა­ზღვრე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი არა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში. ვცდი­ლობთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ იმის­კენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე არ დარ­ჩნენ, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა და­საქ­მე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რო­გორც მი­ნის­ტრმა გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სტრუქ­ტუ­რუ­ლად ახ­ლე­ბუ­რად გა­და­ლაგ­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი უწყე­ბე­ბი: "იქ, სა­დაც ჩვენ გვქონ­და ვა­კან­სი­ე­ბი, ამ ვა­კან­სი­ე­ბის ხარ­ჯზე შე­ვამ­ცი­რებთ კად­რე­ბის სა­ერ­თო ჯა­მურ მო­ცუ­ლო­ბას. ამის გარ­და, სტრუქ­ტუ­რუ­ლად ახ­ლე­ბუ­რად გა­და­ვა­ლა­გებთ ცალ­კე­ულ უწყე­ბებს. ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ამ არ უნდა იქო­ნი­ოს გავ­ლე­ნა სერ­ვი­სებ­ზე. პი­რი­ქით, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვლა­პა­რა­კობ­დით ადრე, მათ შო­რის ისი­ნი, დღეს ვინც გვაკ­რი­ტი­კებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს ცოტა, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი აპა­რა­ტი უნდა იყოს ცოტა ყვე­ლა დო­ნის მმარ­თველ ორ­გა­ნო­ებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა ამ თვალ­საზ­რი­სით არის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სწო­რი. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი ჩვენ უნდა გავ­ზარ­დოთ კერ­ძო სექ­ტორ­ში",- გა­ნა­ცხა­და აგუ­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა ოპ­ტი­მი­ზა­ცია, მი­ნის­ტრი პა­სუ­ხობს: "ოპ­ტი­მი­ზა­ცია შე­ე­ხე­ბა იმ­დენ ადა­მი­ანს, რამ­დენ­საც ის სტრუქ­ტუ­რა მო­ი­თხოვს, რო­მელ­ზეც ჩვენ ვყა­ლიბ­დე­ბით. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბის, ასე­ვე, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის 10%-ის შემ­ცი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მოვ­ნა­ხეთ". ამას­თან, აგუ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ეს არ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა და უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ იცი­ან და ისი­ნი პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის თქმით, "რო­მელ დე­პარ­ტა­მენ­ტშიც გვაკ­ლია ხალ­ხი - იქ და­ვი­მა­ტებთ, ხოლო რო­მელ დე­პარ­ტა­მენ­ტშიც მეტი ხალ­ხი გვყავს - იქ მო­ვიკ­ლებთ". კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა ხალ­ხი, რო­მე­ლიც უმუ­შა­ვა­რი დარ­ჩე­ბა, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ვინც არ მუ­შა­ობს კარ­გად, ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა უმუ­შე­ვა­რი".

"სა­ერ­თოდ ჩვენს სის­ტე­მა­ში ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლია. ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა, ფუნ­ქცი­ე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია იქ­ნე­ბა. შე­ვეც­დე­ბით, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა და რაც არის "ბექ ოფი­სის" მხარ­დამ­ჭე­რი ფუნ­ცი­ე­ბი, იქ "მო­ვუ­ჭი­როთ". და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რომელ სამინისტროებში შემცირდება თანამშრომლები - მინისტრების განმარტებები ოპტიმიზაციაზე

 რომელ სამინისტროებში შემცირდება თანამშრომლები - მინისტრების განმარტებები ოპტიმიზაციაზე

მმართველი გუნდის წევრები სამინისტროებში მოსალოდნელ ოპტიმიზაციას ადასტურებენ. დღეს მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე მინისტრმა გააკეთა ამ თემაზე კომენტარი.

იხილეთ ვიდეო

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უწყებებში დაგეგმილი ოპტიმიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული უწყება და მისი ხელმძღვანელი თვითონ გადაწყვეტს, რა მიმართულებით იქნას ხარჯების დაზოგილი.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მოხდეს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანების შემცირება, კალაძემ აღნიშნა, რომ "ადამიანების გაშვება სამსახურიდან ყველაზე ბოლო მიმართულებაა და სხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ხარჯების შემცირება".

"ჩვენ დავაანონსეთ ხარჯების შემცირება ყველა მიმართულებით და კონკრეტული უწყება და მისი ხელმძღვანელი თვითონ გადაწყვეტს, რა მიმართულებით იქნას ხარჯები დაზოგილი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების გაშვება არის ყველაზე ბოლო მიმართულება. სხვა მიმართულებებით შესაძლებელია ხარჯების შემცირება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება",- განაცხადა კალაძემ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტრუქტურული ოპტიმიზაცია აუცილებლად განხორციელდება. მინისტრის განმარტებით, შემცირდება რამდენიმე ხელმძღვანელი რგოლის შტატი, ასევე იგეგმება მივლინებებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა.

"მე ამას უფრო ოპტიმიზაციის პროცესს დავარქმევდი იმ თვალსაზრისით, რომ თითოეულ თანამშრომელს განესაზღვრება ფუნქცია, განესაზღვრება სამუშაო ადგილი. შეიძლება ეს იყოს ახალი სამუშაო ადგილი არა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. ვცდილობთ ორიენტირებული ვიყოთ იმისკენ, რომ ადამიანები სამსახურის გარეშე არ დარჩნენ, მაგრამ აუცილებელი არ არის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში იყვნენ დასაქმებულები, შეიძლება დასაქმება სხვა მიმართულებით მოხდეს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ გიორგაძემ.

რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, სტრუქტურულად ახლებურად გადალაგდება ცალკეული უწყებები: "იქ, სადაც ჩვენ გვქონდა ვაკანსიები, ამ ვაკანსიების ხარჯზე შევამცირებთ კადრების საერთო ჯამურ მოცულობას. ამის გარდა, სტრუქტურულად ახლებურად გადავალაგებთ ცალკეულ უწყებებს. ოპტიმიზაციამ არ უნდა იქონიოს გავლენა სერვისებზე. პირიქით, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობდით ადრე, მათ შორის ისინი, დღეს ვინც გვაკრიტიკებს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ცოტა, ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს ცოტა ყველა დონის მმართველ ორგანოებში. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის თანმიმდევრული და სწორი. სამუშაო ადგილები ჩვენ უნდა გავზარდოთ კერძო სექტორში",- განაცხადა აგულაშვილმა.

კითხვაზე, დაახლოებით რამდენ ადამიანს შეეხება ოპტიმიზაცია, მინისტრი პასუხობს: "ოპტიმიზაცია შეეხება იმდენ ადამიანს, რამდენსაც ის სტრუქტურა მოითხოვს, რომელზეც ჩვენ ვყალიბდებით. რაოდენობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ფინანსების, ასევე, ადამიანური რესურსების 10%-ის შემცირების პოტენციალი გამოვნახეთ". ამასთან, აგულაშვილის თქმით, ეს არ იქნება ადამიანების დევნა და უწყების თანამშრომლებმა დეტალების შესახებ იციან და ისინი პროცესში ჩართულები იყვნენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, "რომელ დეპარტამენტშიც გვაკლია ხალხი - იქ დავიმატებთ, ხოლო რომელ დეპარტამენტშიც მეტი ხალხი გვყავს - იქ მოვიკლებთ". კითხვაზე, იქნება თუ არა ხალხი, რომელიც უმუშავარი დარჩება, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ "ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი".

"საერთოდ ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა, ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის "ბექ ოფისის" მხარდამჭერი ფუნციები, იქ "მოვუჭიროთ". დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."