10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წყალს სვამენ თქვენი შვილები სკოლებში? - ომბუდსმენის შეშფოთება და მიმართვა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს
 რა წყალს სვამენ თქვენი შვილები სკოლებში? - ომბუდსმენის შეშფოთება და მიმართვა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს

"2015-2016 წლებ­ში სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის 129 სინ­ჯი­დან 45 "სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის" მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და" - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­მე­ლი წყლის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს და წყლის არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­უსნე­ბოვ­ნე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ახალ­გაზ­რდა პე­და­გოგ­თა კავ­ში­რი­სა და მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში წყლის ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ომ­ბუდსმენ­მა სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან 2015-2016 წლებ­ში სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში წყლის ხა­რის­ხი­ა­ნო­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბი მო­ი­თხო­ვა.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით, 2015-2016 წლებ­ში სა­ა­გენ­ტომ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის 129 სინ­ჯი გა­მო­იკ­ვლია და 45 სინ­ჯი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2014 წლის 15 იან­ვრის N58 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბულ "სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის" მო­თხოვ­ნებს, რაც სას­მე­ლი წყლის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს და წყლის არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­უსნე­ბოვ­ნე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ რიგი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და სკო­ლებ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მილ­სა­დე­ნი სის­ტე­მე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის პრობ­ლე­მა.

გა­ე­რო-ს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას ბავ­შვის სი­ცო­ცხლი­სა და გა­დარ­ჩე­ნის, წყლი­თა და სა­ნი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით უსაფრ­თხოდ სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა­ზე, რო­გორც ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბის პრინ­ცი­პის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბა­ზე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გა­მოთ­ქვამს უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბას სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში წყლის სა­ნი­ტა­რუ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს, რათა ქვეყ­ნის ყვე­ლა სკო­ლა­ში სა­თა­ნა­დო რე­გუ­ლა­რო­ბით შე­მოწ­მდეს წყლის ხა­რის­ხი და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნეს ყვე­ლა სა­ჭი­რო ზომა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მილ­სა­დე­ნი სის­ტე­მე­ბის შეყ­ვა­ნის, წყლის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბი­სა და წყლის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", - ნათ­ქვა­მია ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნინი
0

ანუ სკოლებში ონკანებში სხვა წყალი მოდის თუ რა? სკოლაში წყალი თუ უვარგისია, სახლში რომ სვამს ბავშვი, ის არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა წყალს სვამენ თქვენი შვილები სკოლებში? - ომბუდსმენის შეშფოთება და მიმართვა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს

 რა წყალს სვამენ თქვენი შვილები სკოლებში? - ომბუდსმენის შეშფოთება და მიმართვა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს

"2015-2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა" - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ეს ყველაფერი სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 2015-2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2015-2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა.

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვის სიცოცხლისა და გადარჩენის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლებაზე, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის პრინციპის განხორციელების აუცილებელ პირობაზე.

სახალხო დამცველი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.