პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იტანჯებიან ცხოველები იმისთვის, რომ ჩვენ კოსმეტიკური საშუალებებით ვისიამოვნოთ...
როგორ იტანჯებიან ცხოველები იმისთვის, რომ ჩვენ კოსმეტიკური საშუალებებით ვისიამოვნოთ...

ყვე­ლას ჩაგ­ვსვლია თვალ­ში შამ­პუ­ნის წვე­თი და კარ­გად ვი­ცით, რა ცუდი შეგ­რძნე­ბაა ეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და, ვინ­მე თვალ­ში მთელ ფლა­კონ შამ­პუნს რომ გას­ხამ­დეთ, მისი ჩა­მო­ბა­ნა კი არც წყლით და არც ცრემ­ლე­ბით არ შე­გეძ­ლოთ...

სწო­რედ ეს ყოფა აქვთ საც­დელ კურ­დღლებს ე.წ დრა­ი­ზის ტეს­ტის დროს. რას გუ­ლის­ხმობს "დრა­ი­ზის ტეს­ტი?" - ეს ტოქ­სი­კუ­რო­ბის ტეს­ტია, რო­მე­ლიც 1944 წელს აშშ-ს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი სერ­ვი­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) შე­მო­ი­ღო. ტეს­ტი ტოქ­სი­კო­ლო­გებ­მა ჯონ დრა­იზ­მა და ჯე­ი­კობ სპა­ინსმა შე­ი­მუ­შა­ვეს. ტეს­ტი კოს­მე­ტი­კის ტეს­ტი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: საც­დელ ცხო­ველს თვალ­ში, ან კან­ზე სა­ტეს­ტო პრო­დუქ­ტის სუბსტან­ცი­ას უს­ვა­მენ და ტო­ვე­ბენ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, რათა ნა­ხონ, რა ეფექ­ტი ექ­ნე­ბა მას ცხო­ველ­ზე. ტეს­ტის და­წყე­ბის დღი­დან, ცხო­ველს ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან, იც­ვლე­ბა თუ არა კა­ნის სტრუქ­ტუ­რა, იჩენს თუ რა თავს რა­ი­მე უკუჩ­ვე­ნე­ბა, წით­ლდე­ბა თუ არა თვა­ლი, კარ­გავს თუ არა მხედ­ვე­ლო­ბას და ა.შ. ტეს­ტი­რე­ბა ძი­რი­თა­დად ალ­ბი­ნოს კურ­დღლებ­ზე ტარ­დე­ბა, თუმ­ცა სხვა ცხო­ვე­ლებ­საც იყე­ნე­ბენ, მათ შო­რის ძაღ­ლებს.

ზოგ­ჯერ ტეს­ტი იმით სრულ­დე­ბა, რომ თვა­ლი მხედ­ვე­ლო­ბის უნარს კარ­გავს. კურ­დღლის თავი მყა­რა­დაა და­მაგ­რე­ბუ­ლი და ცხო­ვე­ლებს ისიც კი არ შე­უძ­ლი­ათ, რომ თა­თით თვა­ლი გა­იწ­მინ­დონ, რო­მელ­საც წას­მუ­ლი ქი­მი­კა­ტი უწ­ვავს. ტეს­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცხო­ვე­ლებს ევ­თა­ნა­ზი­ას უტა­რე­ბენ, თუ ცდის შე­დე­გად მის თვალს ან კანს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი ად­გე­ბა. თუ ცხო­ვე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა დი­დად არ და­ზი­ან­და, მას ხე­ლა­ხა­ლი ტეს­ტი­რე­ბის­თვი­საც იყე­ნე­ბენ.

თაგ­ვებს, ზღვის გო­ჭებს, კურ­დღლებს, ძაღ­ლებს, კა­ტებს და მა­ი­მუ­ნებს, რომ­ლებ­ზეც კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს ტეს­ტა­ვენ, პარ­სა­ვენ ბეწვს, აც­ლი­ან კანს და ჭრი­ლო­ბა­ზე საც­დელ მე­დი­კა­მენტს უს­ვა­მენ.

თაგ­ვებს და ზღვის გო­ჭებს კუჭ­ში ორა­ლუ­რად უს­ხა­მენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხ თუ ჰი­გი­ე­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბას, კოს­მე­ტი­კას ან სუბსტან­ცი­ას და ელო­დე­ბი­ან, სა­ნამ ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი პრო­ცენ­ტი არ და­ი­ღუ­პე­ბა.

იმ კომ­პა­ნი­ა­თა რი­ცხვში, ვინც ცდებს ცხო­ვე­ლებ­ზე ატა­რებს, არი­ან ისე­თი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ლო­რე­ა­ლი, ეი­ვო­ნი, ესტე ლა­უ­დე­რი, რალფ ლო­რე­ნი, გარ­ნიე, მე­ი­ბე­ლი­ნი, პრო­ქ­ტერ & გემბლი, პან­ტე­ნი, ჰედ ენდ შოლ­დერ­სი. ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: ტა­ი­დი, არი­ე­ლი, ფე­ი­რი, ოლ­ვე­ი­სი, ტამ­პაქ­სი, ბლენდ ა მედი, ოლდ სპა­ი­სი, ჯონ­სო­ნი და ჯონ­სო­ნი, კრას­ნა­ია ლი­ნია და მრა­ვა­ლი სხვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია za-uspehom.ru-ს მი­ხედ­ვით

როგორ იტანჯებიან ცხოველები იმისთვის, რომ ჩვენ კოსმეტიკური საშუალებებით ვისიამოვნოთ...

როგორ იტანჯებიან ცხოველები იმისთვის, რომ ჩვენ კოსმეტიკური საშუალებებით ვისიამოვნოთ...

ყველას ჩაგვსვლია თვალში შამპუნის წვეთი და კარგად ვიცით, რა ცუდი შეგრძნებაა ეს. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა, ვინმე თვალში მთელ ფლაკონ შამპუნს რომ გასხამდეთ, მისი ჩამობანა კი არც წყლით და არც ცრემლებით არ შეგეძლოთ...

სწორედ ეს ყოფა აქვთ საცდელ კურდღლებს ე.წ დრაიზის ტესტის დროს. რას გულისხმობს "დრაიზის ტესტი?" - ეს ტოქსიკურობის ტესტია, რომელიც 1944 წელს აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შემოიღო. ტესტი ტოქსიკოლოგებმა ჯონ დრაიზმა და ჯეიკობ სპაინსმა შეიმუშავეს. ტესტი კოსმეტიკის ტესტირებისთვის გამოიყენება: საცდელ ცხოველს თვალში, ან კანზე სატესტო პროდუქტის სუბსტანციას უსვამენ და ტოვებენ გარკვეული დროით, რათა ნახონ, რა ეფექტი ექნება მას ცხოველზე. ტესტის დაწყების დღიდან, ცხოველს ორი კვირის განმავლობაში აკვირდებიან, იცვლება თუ არა კანის სტრუქტურა, იჩენს თუ რა თავს რაიმე უკუჩვენება, წითლდება თუ არა თვალი, კარგავს თუ არა მხედველობას და ა.შ. ტესტირება ძირითადად ალბინოს კურდღლებზე ტარდება, თუმცა სხვა ცხოველებსაც იყენებენ, მათ შორის ძაღლებს.

ზოგჯერ ტესტი იმით სრულდება, რომ თვალი მხედველობის უნარს კარგავს. კურდღლის თავი მყარადაა დამაგრებული და ცხოველებს ისიც კი არ შეუძლიათ, რომ თათით თვალი გაიწმინდონ, რომელსაც წასმული ქიმიკატი უწვავს. ტესტირების დასრულების შემდეგ ცხოველებს ევთანაზიას უტარებენ, თუ ცდის შედეგად მის თვალს ან კანს გამოუსწორებელი ზიანი ადგება. თუ ცხოველის ჯანმრთელობა დიდად არ დაზიანდა, მას ხელახალი ტესტირებისთვისაც იყენებენ.

თაგვებს, ზღვის გოჭებს, კურდღლებს, ძაღლებს, კატებს და მაიმუნებს, რომლებზეც კანის გაღიზიანების სამკურნალო მედიკამენტებს ტესტავენ, პარსავენ ბეწვს, აცლიან კანს და ჭრილობაზე საცდელ მედიკამენტს უსვამენ.

თაგვებს და ზღვის გოჭებს კუჭში ორალურად უსხამენ დიდი რაოდენობით სარეცხ თუ ჰიგიენურ საშუალებას, კოსმეტიკას ან სუბსტანციას და ელოდებიან, სანამ ცხოველების განსაზღვრული პროცენტი არ დაიღუპება.

იმ კომპანიათა რიცხვში, ვინც ცდებს ცხოველებზე ატარებს, არიან ისეთი კოსმეტიკური საშუალებების ბრენდები, როგორებიცაა: ლორეალი, ეივონი, ესტე ლაუდერი, რალფ ლორენი, გარნიე, მეიბელინი, პროქტერ & გემბლი, პანტენი, ჰედ ენდ შოლდერსი. ჰიგიენური საშუალებები: ტაიდი, არიელი, ფეირი, ოლვეისი, ტამპაქსი, ბლენდ ა მედი, ოლდ სპაისი, ჯონსონი და ჯონსონი, კრასნაია ლინია და მრავალი სხვა.

მომზადებულია za-uspehom.ru-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ