პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომლებსაც დირბის ღვთისმშობლის სახელს უკავშირებენ
უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომლებსაც დირბის ღვთისმშობლის სახელს უკავშირებენ

"3 წლის წინ ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­მე­წყო, ბავ­შვმა მხო­ლოდ 5 დღე იცო­ცხლა და და­ი­ღუ­პა. მას შემ­დეგ სულ ვმკურ­ნა­ლობ­დი, თუმ­ცა ყო­ვე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო იყო... დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მო­ნას­ტე­რი მო­ვი­ლო­ცე და მომ­დევ­ნო თვეს გა­ვი­გე, რომ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. დღეს 7 თვის სან­დროს დედა ვარ..." - მსგავს ის­ტო­რი­ებს დირ­ბის მო­ნას­ტრის მომ­ლოც­ველ­თა შო­რის ხში­რად მო­ის­მენთ. აქ და­ტო­ვე­ბულ სა­მად­ლო­ბელ წე­რი­ლებ­ში, "მიდ­გო­მილ ღვთის­მშო­ბელს" თით­ქმის ყვე­ლა, ნა­ნატ­რი პა­ტა­რის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნის გამო მად­ლო­ბას სწი­რავს და ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბას მო­ნას­ტრის სას­წა­ულს უკავ­ში­რებს...

დირ­ბის მო­ნას­ტე­რი ქა­რელ­ში, მდი­ნა­რე ფრო­ნის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ტა­ძარს სრუ­ლი რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და არ­სე­ბუ­ლი ნა­ლე­სი მთლი­ა­ნად მო­იხ­სნა. გა­მოჩ­ნდა ფრეს­კა სა­ხე­ლად "მიდ­გო­მი­ლი (ორ­სუ­ლი) ღვთის­მშო­ბე­ლი", რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში უიშ­ვი­ა­თეს ხატს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ტა­ძა­რი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრის მე­ტო­ქე ტა­ძა­რი ყო­ფი­ლა და ჯვრის მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი გა­ნა­გებ­და, ხოლო მის რე­ზი­დენ­ცი­ას დირ­ბის მო­ნას­ტე­რი წარ­მო­ად­გენ­და...

"დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი მე-10 სა­უ­კუ­ნე­შია აშე­ნე­ბუ­ლი, ლეონ III აფხაზ­თა მე­ფის ზე­ო­ბი­სას. ის ერთ-ერ­თია იმ ის­ტო­რი­ულ და სუ­ლი­ერ კე­რა­თა­გან, რო­მე­ლიც რუის - ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის მან­ძილ­ზე აღ­სდგა და აღორ­ძინ­და, მრო­ველ-ურ­ბნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის მე­უ­ფე იო­ბის (აქი­აშ­ვი­ლი) ლოც­ვა-კურ­თხე­ვით" - გვი­ამ­ბობს დირ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი იღუ­მე­ნია ნა­ტა­ლია.

- მო­ნას­ტერს ძვე­ლად იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი გა­ნა­გებ­და და აქვე მისი რე­ზი­დენ­ცია ყო­ფი­ლა...

- ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მოგ­ვი­თხრობს დვა­ნის წყლის "და­სავ­ლით კი­დე­სა არს დირბს მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ზის არ­ქი­მან­დრი­ტი იე­რუ­სა­ლე­მის ჯვა­რის მო­ნას­ტრი­სა. არა­მედ მე­ფე­ნი ქარ­თლი­სა­ნი დას­მენ ქარ­თველ­თა, და ყო­ველ­სა სა­ქარ­თვე­ლო­სა შინა არს მა­მუ­ლი მისი, და ჰფ­ლობს ესე, და მო­სა­ვალს გზავ­ნის ვერ­ცხლად იე­რუ­სა­ლემს" - ამ ამო­ნა­რი­დი­დან ვი­გებთ, რომ დირ­ბის მო­ნას­ტე­რი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრის მე­ტო­ქი ანუ მო­ნას­ტრის კუთ­ვნი­ლი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია მა­მუ­ლით იყო და მას ჯვრის მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი გა­ნა­გებ­და. მე­ტო­ქის მი­წებ­ზე მო­წე­უ­ლი მო­სა­ვა­ლი აქვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იყი­დე­ბო­და, თან­ხა კი იე­რუ­სა­ლიმ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და. წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში დირ­ბის უძ­ვე­ლე­სი მოხ­სე­ნი­ე­ბა მე-16 სა­უ­კუ­ნეს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: იგი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრი­სა და უფ­ლის საფ­ლა­ვი­სათ­ვის სვი­მონ პირ­ველს შე­უ­წი­რავს, რა­საც გვა­უ­წყებს სვი­მო­ნის მე­უღ­ლის ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის მიერ გა­ცე­მუ­ლი სა­ბუ­თი.

- აქ არის უიშ­ვი­ა­თე­სი ფრეს­კა "მიდ­გო­მი­ლი" ანუ ორ­სუ­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი, გვი­ამ­ბეთ მის შე­სა­ხებ...

- 2003 წელს დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­სა და სამ­რეკ­ლოს ჩა­უ­ტარ­და რეს­ტავ­რა­ცია. ტა­ძარ­ში მო­იხ­სნა ნა­ლე­სი ფენა, რის შემ­დე­გაც გა­მოჩ­ნდა XIV სა­უ­კუ­ნის უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი. დირ­ბის ტაძ­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბა თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბით ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­სა და ბი­ზან­ტი­უ­რი კულ­ტუ­რის არე­ა­ლის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი სტი­ლის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია. ტაძ­რის მხატ­ვრო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ღმრთის­მშობ­ლის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ციკლს ეთ­მო­ბა, მათ შო­რის არის უნი­კა­ლუ­რი "დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ფრეს­კა, სა­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დე­დობ­რი­ვი სით­ბო­თი სავ­სე მიდ­გო­მი­ლი (ორ­სუ­ლი) ღმრთის­მშო­ბე­ლი, "მიდ­გო­მი­ლი" სწო­რედ "ორ­სულს" ნიშ­ნავს.

ღმრთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სცე­ნის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­თან შე­და­რე­ბით კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რეს­ტაც­რა­ცი­ი­სას, ტაძ­რის კედ­ლე­ბი­დან ნა­ლე­სი ფე­ნის მოხ­ნი­სას პირ­ვე­ლად სწო­რედ, თით­ქმის უვ­ნე­ბე­ლი, დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდა, რო­გორც ნი­შა­ნი იმი­სა, რომ არც ნა­ლეს ფე­ნას, არც დროს, არც ბო­რო­ტის მსახ­ვრალ ხელს და ძა­ლა­უფ­ლე­ბას არ შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბი­დან ამო­შა­ლოს ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი და სა­სო­ე­ბა. დირ­ბის ღმრთის­მშო­ბე­ლი გახ­ლავთ ღმრთის­მშობ­ლის უიშ­ვი­ა­თე­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ფა­ქი­ზით.

- მო­ნას­ტე­რი ცნო­ბი­ლია რო­გორც უშ­ვი­ლო­თა შემ­წე ტა­ძა­რი...

- "დირ­ბის ღვთის­მშო­ბე­ლი" არის წყა­რო მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი­სა, რო­მე­ლიც მას­თან თხოვ­ნით მი­სუ­ლი რწმე­ნით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ოდით­გან­ვე აღ­სრულ­დე­ბო­და. რეს­ტავ­რა­ცი­ი­სას, მისი ხელ­მე­ო­რედ და­ბა­დე­ბი­სას, მე­უ­ფე იობს წი­ნას­წარ გა­ნუჭ­ვრი­ტავს და ასე უბ­რძა­ნე­ბია: დირ­ბის ღმრთის­მშო­ბელ­თან მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი მოვა, უპირ­ვე­ლე­სად კი ის უშ­ვი­ლო­ებს და ორ­სუ­ლებს შე­ე­წე­ვაო... მარ­თლაც მე­უ­ფის მღვდელმთავ­რუ­ლი მად­ლით გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბა და მა­მობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლით ან­თე­ბუ­ლი გული არ შემ­ცდა­რა, ოდეს­ღაც მი­ვი­წყე­ბუ­ლი და მი­წით და­ფა­რუ­ლი ტა­ძა­რი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, თა­ნა­მე­დორ­ვე­ო­ბის ახალ, თვალ­საჩ­ნო სას­წა­უ­ლად, რა­მე­თუ, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან კურ­ნე­ბე­ბი­თა და ყო­ველ კე­თილ თხოვ­ნა­თა მსწრაფლ შეს­მე­ნით სა­ხელ­გან­თქმულ ნა­ლოც ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით იე­რუ­სა­ლი­მის წმინ­და მი­წას უკავ­შირ­დე­ბა, დღემ­დე გად­მოსჩ­ქეფს ღმრთის­მშობ­ლის მო­წყა­ლე­ბის ნა­კა­დუ­ლი და სას­წა­უ­ლე­ბი გრძელ­დე­ბა სა­უ­კუ­ნით­გან და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე.

დე­დობ­რი­ვი სით­ბო­თი გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი დირ­ბის ღმრთის­მშო­ბე­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უშ­ვი­ლო­თა და ორ­სულ­თა შემ­წეა და სწო­რედ ამი­ტომ მას­თან გულ­მხურ­ვა­ლე ვედ­რე­ბით უწყვე­ტად მო­ე­დი­ნე­ბა შვი­ლი­ე­რე­ბის მო­სურ­ნე წყვილ­თა ნა­კა­დი. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, კვლავ ბრუნ­დე­ბა მას­თან - ნაც­ვლად ტკი­ვი­ლი­სა უკვე მად­ლი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე თვა­ლე­ბით. "დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის" გან­სა­დი­დებ­ლად მო­ნას­ტერ­ში შე­იქ­მნა დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი და და­უჯ­დო­მე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად მო­ნას­ტრის დატ­ვირ­თუ­ლი ტი­პი­კო­ნი­სა, სა­ა­თობ­რივ ლოც­ვებს ამ პა­რაკ­ლი­სი­სა და და­უჯ­დო­მე­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი აღ­სრუ­ლე­ბაც შე­ე­მა­ტა და ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად დღის სამ სა­ათ­ზე იკი­თხე­ბა. ყო­ველ უშ­ვი­ლო წყვილს და აგ­რეთ­ვე ორ­სულ ქალ­ბა­ტო­ნებს, სნე­უ­ლებს, ვურ­ჩევთ, რომ და­ეს­წრონ ღმრთის­მშობ­ლის გან­სა­დი­დე­ბელ ამ ლოც­ვებს და თა­ვა­დაც მო­უკ­ლებ­ლად ილო­ცონ თა­ვი­სი სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლის აღ­სას­რუ­ლებ­ლად.

დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ის ადა­მი­ა­ნე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც პი­რა­დად, ან მათი ახ­ლობ­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე გა­მოს­ცა­დეს მისი შემ­წე­ო­ბის ძალა:

თა­მუ­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი: "ჯერ კი­დევ, ჩემი შვი­ლის ანას გა­თხო­ვე­ბამ­დე სახ­ლში დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის ფრეს­კის რეპ­რო­დუქ­ცია გვქონ­და. ჩვენს სა­ნა­თე­სა­ო­ში თუ ვინ­მე ორ­სუ­ლად იყო, დე­და­ჩე­მი ყვე­ლას უგ­ზავ­ნი­და ამ ხატს. ჩემი ანა რო­დე­საც და­ო­ჯახ­და და ფეხ­მძი­მედ დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მუ­ცელ­ზე ხატს ოვა­ლუ­რი ფორ­მის ლაქა გა­უჩ­ნდა, გე­გო­ნე­ბო­დათ დას­ველ­დაო და ანას მუ­ცე­ლიც მო­ე­შა­ლა. ანა ამის შემ­დეგ მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო იყო. აღ­დგო­მის მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში წა­ვი­და დირ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მორ­ჩი­ლად და იქ 5 დღე დაჰ­ყო. რო­დე­საც დაბ­რუნ­და სახ­ლში, ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად და ექი­მე­ბის გა­სა­ოც­რად ანას ანა­ლი­ზე­ბის პა­სუხ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყო და უფ­ლე­ბა ჰქონ­და ფეხ­მძი­მე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო... მა­ლე­ვე გა­ვი­გეთ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი - ანა და­ორ­სულ­და. ახლა გვყავს 4 წლის დათა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში, და­ვი­თო­ბას და­ი­ბა­და და დირ­ბის მო­ნას­ტერ­ში მოვ­ნათ­ლეთ"

ნინი: "ჩემი მე­გო­ბა­რი 4 წელი უშე­დე­გოდ ელო­და პა­ტა­რას. და­დი­ოდ­ნენ, მკურ­ნა­ლობ­დნენ, მაგ­რამ შე­დე­გი არ ჰქონ­და. ერთხე­ლაც მის მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მივ­დი­ო­დი და გა­დავ­წყვი­ტე მათ­თვის ოჯა­ხის მფარ­ვე­ლი ხატი მე­ყი­და. ეს ხატი რომ ვი­ყი­დე, თვა­ლი მოვ­კა­რი დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის ხატს, ვი­კი­თხე და მი­პა­სუ­ხეს, უშ­ვი­ლო­თა შემ­წე ხა­ტი­აო. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მა­შინ­ვე ვუ­ყი­დე მათ. 5-6 თვის მერე მე­გო­ბარ­მა გა­ხა­რე­ბულ­მა და­მი­რე­კა - ფეხ­მძი­მედ ვარო. და­ი­ბა­და გაბ­რი­ე­ლი, დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის კი­დევ ერთი სას­წა­უ­ლი..."

თინათინი
0

დიდება უფალს! დიდება ღმრთისმშობელს!

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომლებსაც დირბის ღვთისმშობლის სახელს უკავშირებენ

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომლებსაც დირბის ღვთისმშობლის სახელს უკავშირებენ

"3 წლის წინ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, ბავშვმა მხოლოდ 5 დღე იცოცხლა და დაიღუპა. მას შემდეგ სულ ვმკურნალობდი, თუმცა ყოველი მკურნალობა უშედეგო იყო... დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი მოვილოცე და მომდევნო თვეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. დღეს 7 თვის სანდროს დედა ვარ..." - მსგავს ისტორიებს დირბის მონასტრის მომლოცველთა შორის ხშირად მოისმენთ. აქ დატოვებულ სამადლობელ წერილებში, "მიდგომილ ღვთისმშობელს" თითქმის ყველა, ნანატრი პატარის ამქვეყნად მოვლენის გამო მადლობას სწირავს და ახალი სიცოცხლის დაბადებას მონასტრის სასწაულს უკავშირებს...

დირბის მონასტერი ქარელში, მდინარე ფრონის ხეობაში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ტაძარს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და არსებული ნალესი მთლიანად მოიხსნა. გამოჩნდა ფრესკა სახელად "მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი", რომელიც ქრისტიანულ სამყაროში უიშვიათეს ხატს წარმოადგენს. როგორც ამბობენ, ეს ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე ტაძარი ყოფილა და ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა, ხოლო მის რეზიდენციას დირბის მონასტერი წარმოადგენდა...

"დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას. ის ერთ-ერთია იმ ისტორიულ და სულიერ კერათაგან, რომელიც რუის - ურბნისის ეპარქიაში უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აღსდგა და აღორძინდა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით" - გვიამბობს დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნატალია.

- მონასტერს ძველად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა და აქვე მისი რეზიდენცია ყოფილა...

- ვახუშტი ბატონიშვილის მოგვითხრობს დვანის წყლის "დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალემს" - ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი ანუ მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით იყო და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. წერილობით წყაროებში დირბის უძველესი მოხსენიება მე-16 საუკუნეს მიეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისათვის სვიმონ პირველს შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის ნესტან-დარეჯანის მიერ გაცემული საბუთი.

- აქ არის უიშვიათესი ფრესკა "მიდგომილი" ანუ ორსული ღვთისმშობელი, გვიამბეთ მის შესახებ...

- 2003 წელს დირბის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა თავისი ღირებულებით ბიზანტიის იმპერიასა და ბიზანტიური კულტურის არეალის მართლმადიდებლურ ქვეყნებში გავრცელებული მხატვრული სტილის ორგანული ნაწილია. ტაძრის მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური "დირბის ღვთისმშობლის" სახელით ცნობილი ფრესკა, სადაც გამოსახულია განსაკუთრებული დედობრივი სითბოთი სავსე მიდგომილი (ორსული) ღმრთისმშობელი, "მიდგომილი" სწორედ "ორსულს" ნიშნავს.

ღმრთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, რესტაცრაციისას, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად სწორედ, თითქმის უვნებელი, დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელს და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღმრთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით.

- მონასტერი ცნობილია როგორც უშვილოთა შემწე ტაძარი...

- "დირბის ღვთისმშობელი" არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია: დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო... მართლაც მეუფის მღვდელმთავრული მადლით გასხივოსნებული გონიერება და მამობრივი სიყვარულით ანთებული გული არ შემცდარა, ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება მივიჩნიოთ, თანამედორვეობის ახალ, თვალსაჩნო სასწაულად, რამეთუ, უძველესი დროიდან კურნებებითა და ყოველ კეთილ თხოვნათა მსწრაფლ შესმენით სახელგანთქმულ ნალოც ტაძარში, რომელიც თავისი ისტორიით იერუსალიმის წმინდა მიწას უკავშირდება, დღემდე გადმოსჩქეფს ღმრთისმშობლის მოწყალების ნაკადული და სასწაულები გრძელდება საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე.

დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან - ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით. "დირბის ღვთისმშობლის" განსადიდებლად მონასტერში შეიქმნა დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი. მიუხედავად მონასტრის დატვირთული ტიპიკონისა, საათობრივ ლოცვებს ამ პარაკლისისა და დაუჯდომელის ყოველდღიური აღსრულებაც შეემატა და ისინი ყოველდღიურად დღის სამ საათზე იკითხება. ყოველ უშვილო წყვილს და აგრეთვე ორსულ ქალბატონებს, სნეულებს, ვურჩევთ, რომ დაესწრონ ღმრთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც მოუკლებლად ილოცონ თავისი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად.

დირბის ღვთისმშობლის სასწაულების შესახებ ის ადამიანები გვიყვებიან, რომლებმაც პირადად, ან მათი ახლობლების მაგალითზე გამოსცადეს მისი შემწეობის ძალა:

თამუნა ჯავახიშვილი: "ჯერ კიდევ, ჩემი შვილის ანას გათხოვებამდე სახლში დირბის ღვთისმშობლის ფრესკის რეპროდუქცია გვქონდა. ჩვენს სანათესაოში თუ ვინმე ორსულად იყო, დედაჩემი ყველას უგზავნიდა ამ ხატს. ჩემი ანა როდესაც დაოჯახდა და ფეხმძიმედ დარჩა რამდენიმე დღით ადრე მუცელზე ხატს ოვალური ფორმის ლაქა გაუჩნდა, გეგონებოდათ დასველდაო და ანას მუცელიც მოეშალა. ანა ამის შემდეგ მკურნალობდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო იყო. აღდგომის მარხვის პერიოდში წავიდა დირბის დედათა მონასტერში მორჩილად და იქ 5 დღე დაჰყო. როდესაც დაბრუნდა სახლში, ჩვენდა გასაკვირად და ექიმების გასაოცრად ანას ანალიზების პასუხმა აჩვენა, რომ ყველანაირი ვირუსისგან განკურნებული იყო და უფლება ჰქონდა ფეხმძიმე დარჩენილიყო... მალევე გავიგეთ სასიხარულო ამბავი - ანა დაორსულდა. ახლა გვყავს 4 წლის დათა პავლიაშვილი, რომელიც თებერვალში, დავითობას დაიბადა და დირბის მონასტერში მოვნათლეთ"

ნინი: "ჩემი მეგობარი 4 წელი უშედეგოდ ელოდა პატარას. დადიოდნენ, მკურნალობდნენ, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. ერთხელაც მის მეუღლის დაბადების დღეზე მივდიოდი და გადავწყვიტე მათთვის ოჯახის მფარველი ხატი მეყიდა. ეს ხატი რომ ვიყიდე, თვალი მოვკარი დირბის ღვთისმშობლის ხატს, ვიკითხე და მიპასუხეს, უშვილოთა შემწე ხატიაო. არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ვუყიდე მათ. 5-6 თვის მერე მეგობარმა გახარებულმა დამირეკა - ფეხმძიმედ ვარო. დაიბადა გაბრიელი, დირბის ღვთისმშობლის კიდევ ერთი სასწაული..."