სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი კომპანია, რომლებსაც თბილისის მერია ვერ ერევა
ორი კომპანია, რომლებსაც თბილისის მერია ვერ ერევა

დღეს დე­და­ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მას ორი მთა­ვა­რი კომ­პა­ნია - "სითი პარ­კი" და "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" გან­კარ­გავს. პირ­ველ მათ­განს ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა ევა­ლე­ბა, მე­ო­რეს კი მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა აქვს. თუმ­ცა, ამ ორი კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ, დრო­დად­რო სხვა­დას­ხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი იჩენს ხოლ­მე თავს, რა­საც მე­რია ვერ აკონ­ტრო­ლებს.

"სითი პარ­კი"

თბი­ლის­ში უკვე წლე­ბია პარ­კი­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­კი­თხი კომ­პა­ნია "სითი-პარკს" აბა­რია. დე­და­ქა­ლაქ­ში "სითი პარ­კი" 2007 წელს შე­მო­ვი­და, როცა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში პარ­კი­რე­ბის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის­თვის გა­მარ­თულ აუქ­ცი­ონ­ზე შპს "ამა­გო­ნი და შო­ჰან პარ­კინგ სერ­ვის­მა" გა­ი­მარ­ჯვა, რის შემ­დე­გაც კომ­პა­ნია "სითი პარ­კი" შე­იქ­მნა. "სითი პარკს" პარ­კი­რე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა 15-წლი­ა­ნი ვა­დით გა­და­ე­ცა.

"სითი-პარკთან" პრე­ტენ­ზი­ე­ბი მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის დღი­დან არ­სე­ბობს. ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, როცა კომ­პა­ნი­ას დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­კი­თხი ჩა­ბარ­და, მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცია ამას აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და. კომ­პა­ნი­ას ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის სიმ­ცი­რის, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სა თუ და­ჯა­რი­მე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლე­ბია თბი­ლის­ში კომ­პა­ნი­ას პარ­კი­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა აქვს.

მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით და ტა­რი­ფე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან მძღო­ლე­ბი. ბოლო დროს თბი­ლი­სე­ლებს "სითი პარ­კის" ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ. პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის გა­ცე­მუ­ლი 10-ლა­რი­ან ჯა­რი­მა გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 150 და 300 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. მძღო­ლე­ბი გა­და­უხ­დე­ლო­ბის მი­ზე­ზად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი პი­რა­დად არ ჩა­ბა­რე­ბი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ევა­კუ­ი­რე­ბას, რომ­ლის უფ­ლე­ბაც ასე­ვე აქვს "სითი-პარკს". იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლია "დგო­მა აკ­რძა­ლუ­ლია" და "გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია" საგ­ზაო ნიშ­ნის მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში, ასე­ვე თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლია ფა­სი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის ზო­ნა­ში 12 სა­ათ­ზე მეტ ხანს და არ არის გა­დახ­დი­ლი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის გა­მო­ყო­ფილ სპე­ცი­ა­ლურ ზო­ნა­ში და ავ­ტო­მო­ბილ­ზე არ არის შე­სა­ბა­მი­სი ნი­შა­ნი და­ტა­ნი­ლი, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლის პარ­კი­რე­ბა ხელს უშ­ლის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბას და საფრ­თხეს უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ევა­კუ­ა­ცი­ას. მან­ქა­ნის სა­ჯა­რი­მო­დან გა­მოყ­ვა­ნა კი 60 ლარი ღირს. სპე­ცი­ა­ლურ და­ცულ ავ­ტო­სად­გომ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მა­ტე­ბით 24 სა­ა­თის გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია გა­და­ი­ხა­დოს თითო ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ დღე­ზე 10 ლარი.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ ინა­წი­ლე­ბენ "სითი პარ­კი" და მე­რია და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბის ფულს - რა წე­რია ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ პუნ­ქტებ­ში

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის სა­კი­თხი მუდ­მი­ვად დგას. რამ­დე­ნი­მე თვის წინ საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებ­მა კვლავ წა­მო­ა­ყე­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვა "სითი-პარკსა" და თბი­ლი­სის მე­რი­ას შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შე­სა­ხებ. სა­პა­სუ­ხოდ, რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი მე­რია კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­წყვეტს, 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს, რაც ამ­ჟა­მად მე­რი­ას არ გა­აჩ­ნია.

"ვფიქ­რობ, რომ ქა­ლა­ქი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და გა­უ­აზ­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მსხვერ­პლი არ უნდა გახ­დეს და ათო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დახ­და არ უნდა მო­უ­წი­ოს... ჩვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მიერ "სიტი პარკთან" კა­ბა­ლუ­რი ხელშკრუ­ლე­ბა იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბი იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი ციფ­რე­ბით და არ­გუ­მენ­ტე­ბით, რო­დე­საც ბი­უ­ჯე­ტი არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ 25 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­ვუ­ხა­დოთ "სითი პარკს", გა­მო­ვის­ყი­დოთ მის­გან კონ­ტრაქ­ტი ერთი მხრივ და მე­ო­რე მხრივ, რო­დე­საც არ არის შე­სა­ბა­მი­სი ბერ­კე­ტე­ბი, უმ­ჯო­ბე­სია პა­სუ­ხი მოვ­თხო­ვოთ იმ ხალ­ხს, რომ­ლებ­მაც ასე­თი კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დეს", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სითი-პარ­კის" მხრი­დან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, იგი­ვე თან­ხის გა­დახ­და არ უწევს.

სითი-პარ­კი­სა და მე­რი­ას შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი 2014 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" (IDFI). რო­გორც კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, "სითი პარ­კის" მხრი­დან ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ლო­გი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და არ ეკის­რე­ბო­და.

"თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი"

კი­დევ ერთი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მას აკონ­ტრო­ლებს, თუმ­ცა, მის კონ­ტროლს მე­რია ვერ ახერ­ხებს, შპს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სია". აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია 2011 წელს და­არ­სდა და თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ოთხი კომ­პა­ნი­ის - შპს "თბილ ლა­ი­ნის", შპს "კა­პი­ტალ გრუ­პის", შპს "ფაბ­ლიქ ქა­რის" და შპს "თბილ ქა­რის" მარ­თვას ახორ­ცი­ე­ლებს. აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ოცი წლის ვა­დით ქ.თბი­ლი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა მო­ი­პო­ვეს.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფი 80 თეთ­რია. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე და მომ­დევ­ნო მგზავ­რო­ბებ­ზე მოქ­მე­დებს ფას­დაკ­ლე­ბა და მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი 65 თეთ­რს შე­ად­გენს. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს. მათ­თვის პირ­ვე­ლი მგზავ­რო­ბის ფასი 40 თეთ­რია, ხოლო მომ­დევ­ნო მგზავ­რო­ბე­ბის სა­ფა­სუ­რი 32 თეთ­რს შე­ად­გენს.

პრობ­ლე­მე­ბი და უკ­მა­ყო­ფი­ლო მგზავ­რე­ბი არც ამ კომ­პა­ნი­ას აკ­ლია. აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა­სა და ავ­ტო­პარ­კის სიმ­ცი­რის შე­სა­ხებ, რაც ხში­რად ტრან­სპორ­ტში გა­და­ჭე­დი­ლო­ბას იწ­ვევს (იხი­ლეთ კად­რე­ბი)

წა­ი­კი­თხეთ: "როცა მგზავ­რი ადის გა­ტე­ნილ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, მძღოლ­მა რა ქნას?" - რა­ტომ ვერ გვარ­დე­ბა თბი­ლის­ში გა­და­ჭე­დი­ლი "მარ­შრუტ­კე­ბის" პრობ­ლე­მა

ამ სა­კი­თხზე კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა" სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა, გა­დატ­ვირ­თულ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის­გან თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ. ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ "ყვე­ლა იმ მძღო­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც და­უშ­ვებს მის მიერ მარ­თვად სა­მარ­შუ­ტო ტაქსში ზედ­მე­ტი მგზავ­რის აყ­ვა­ნას, გა­ტარ­დე­ბა მკაც­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი კომ­პა­ნი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მიერ". თუმ­ცა, ამ გან­ცხა­დე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ სი­ტუ­ცია სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სებ­ში იგი­ვე რჩე­ბა - პი­კის სა­ა­თებ­ში "მარ­შრუტ­კე­ბის" უმე­ტე­სო­ბა­ში მგზავ­რე­ბი კვლავ ფეხ­ზე დგა­ნან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის" მხარ­და­ჭე­რით, კვლე­ვა ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და იმის დად­გე­ნას, თუ რამ­დე­ნა­დაა და­ცუ­ლი მძღო­ლის უფ­ლე­ბე­ბი. ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შე­ის­წავ­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-თან სა­უბ­რი­სას ის აღ­ნიშ­ნავს, კვლე­ვის დროს გა­მო­იკ­ვე­თა მძო­ლე­ბის მხრი­დან მგზავ­რთა უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბიც.

"მოხ­და ასე­თი რამ: 101 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლებ­მა მან­ქა­ნე­ბი თვით­ნე­ბუ­რად გაზ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც ფეთ­ქე­ბადსა­ში­შია და კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი... ამას­თან, არის გა­წე­ლი­ლი რე­ი­სე­ბი, რო­მე­ლიც მთელ ქა­ლაქს წრეს არ­ტყამს, რი­თაც მგზავ­რე­ბის ზე­ნორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნა ხდე­ბა (რომ მძღოლს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თან­ხა დარ­ჩეს), რად­გა­ნაც მის­მა ხარ­ჯმა მო­ი­მა­ტა...", - აცხა­დებს მეს­ხიშ­ვი­ლი.

გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად მგზავ­რე­ბი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩა­ურ­თვე­ლო­ბის გამო გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. 2015 წლის ზა­ფხულ­ში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლებ­სა და კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს" შო­რის კონ­დი­ცი­ო­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 26 გრა­დუსს აღე­მა­ტე­ბა, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩარ­თუ­ლი უნდა იყოს. შეთნ­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მძღო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კონ­დი­ცი­ო­ნერს მა­ინც არ რთავს. მათ შე­სა­მოწ­მებ­ლად დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის და­ვა­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, კონ­დი­ცი­რე­ბის ჩარ­თვა ზა­ფხულ­ში გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ორი კომპანია, რომლებსაც თბილისის მერია ვერ ერევა

ორი კომპანია, რომლებსაც თბილისის მერია ვერ ერევა

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას ორი მთავარი კომპანია - "სითი პარკი" და "თბილისის მიკროავტობუსი" განკარგავს. პირველ მათგანს ქალაქში პარკირების მოწესრიგება ევალება, მეორეს კი მგზავრების გადაყვანის ექსკლუზიური უფლება აქვს. თუმცა, ამ ორი კომპანიის ირგვლივ, დროდადრო სხვადასხვა სახის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, რასაც მერია ვერ აკონტროლებს.

"სითი პარკი"

თბილისში უკვე წლებია პარკირების მოწესრიგების საკითხი კომპანია "სითი-პარკს" აბარია. დედაქალაქში "სითი პარკი" 2007 წელს შემოვიდა, როცა თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს "ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა" გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი პარკი" შეიქმნა. "სითი პარკს" პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა.

"სითი-პარკთან" პრეტენზიები მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა კომპანიას დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების საკითხი ჩაბარდა, მაშინდელი ოპოზიცია ამას აქტიურად აპროტესტებდა. კომპანიას ხშირად საყვედურობენ ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო. მიუხედავად ამისა, წლებია თბილისში კომპანიას პარკირების ექსკლუზიური უფლება აქვს.

მისი მომსახურებით და ტარიფებით უკმაყოფილონი არიან მძღოლები. ბოლო დროს თბილისელებს "სითი პარკის" ჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემული 10-ლარიან ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში 150 და 300 ლარამდე იზრდება. მძღოლები გადაუხდელობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საჯარიმო ქვითარი პირადად არ ჩაბარებიათ.

რაც შეეხება ავტომობილის ევაკუირებას, რომლის უფლებაც ასევე აქვს "სითი-პარკს". იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერებულია "დგომა აკრძალულია" და "გაჩერება აკრძალულია" საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, ასევე თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური, თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ზონაში და ავტომობილზე არ არის შესაბამისი ნიშანი დატანილი, თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ექვემდებარება ევაკუაციას. მანქანის საჯარიმოდან გამოყვანა კი 60 ლარი ღირს. სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე ავტომობილის დამატებით 24 საათის გაჩერების შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს თითო ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი.

წაიკითხეთ: როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

ხელისუფლების შეცვლის დღიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანიის პარკირების სისტემიდან ჩამოშორების საკითხი მუდმივად დგას. რამდენიმე თვის წინ საკრებულოს დეპუტატებმა კვლავ წამოაყენეს ინიციატივა "სითი-პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. საპასუხოდ, როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუკი მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს, 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს, რაც ამჟამად მერიას არ გააჩნია.

"ვფიქრობ, რომ ქალაქი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს და ათობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს... ჩვენი წინამორბედების მიერ "სიტი პარკთან" კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს.

მნიშვნელოვანია, რომ უსაფუძვლო განცხადებები იყოს გამყარებული ციფრებით და არგუმენტებით, როდესაც ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ 25 მილიონი ლარი გადავუხადოთ "სითი პარკს", გამოვისყიდოთ მისგან კონტრაქტი ერთი მხრივ და მეორე მხრივ, როდესაც არ არის შესაბამისი ბერკეტები, უმჯობესია პასუხი მოვთხოვოთ იმ ხალხს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს", - განაცხადა ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ "სითი-პარკის" მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, იგივე თანხის გადახდა არ უწევს.

სითი-პარკისა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები 2014 წელს გამოაქვეყნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI). როგორც კვლევაშია ნათქვამი, "სითი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა.

"თბილისის მიკროავტობუსი"

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო სისტემას აკონტროლებს, თუმცა, მის კონტროლს მერია ვერ ახერხებს, შპს "თბილისის მიკროავტობუსია". აღნიშნული კომპანია 2011 წელს დაარსდა და თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის - შპს "თბილ ლაინის", შპს "კაპიტალ გრუპის", შპს "ფაბლიქ ქარის" და შპს "თბილ ქარის" მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.

მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი 80 თეთრია. დღის განმავლობაში მეორე და მომდევნო მგზავრობებზე მოქმედებს ფასდაკლება და მგზავრობის საფასური 65 თეთრს შეადგენს. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. მათთვის პირველი მგზავრობის ფასი 40 თეთრია, ხოლო მომდევნო მგზავრობების საფასური 32 თეთრს შეადგენს.

პრობლემები და უკმაყოფილო მგზავრები არც ამ კომპანიას აკლია. აქტიურად საუბრობენ მიკროავტობუსების მოუწესრიგებლობასა და ავტოპარკის სიმცირის შესახებ, რაც ხშირად ტრანსპორტში გადაჭედილობას იწვევს (იხილეთ კადრები)

წაიკითხეთ: "როცა მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას?" - რატომ ვერ გვარდება თბილისში გადაჭედილი "მარშრუტკების" პრობლემა

ამ საკითხზე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს მიმართა, გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. ასევე განცხადებაში განმარტეს, რომ "ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც დაუშვებს მის მიერ მართვად სამარშუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრის აყვანას, გატარდება მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ". თუმცა, ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ სიტუცია სამარშუტო ტაქსებში იგივე რჩება - პიკის საათებში "მარშრუტკების" უმეტესობაში მგზავრები კვლავ ფეხზე დგანან.

საქართველოში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით, კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენადაა დაცული მძღოლის უფლებები. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა კვლევის შედეგები შეისწავლა. როგორც AMBEBI.GE-თან საუბრისას ის აღნიშნავს, კვლევის დროს გამოიკვეთა მძოლების მხრიდან მგზავრთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებიც.

"მოხდა ასეთი რამ: 101 მიკროავტობუსის მძღოლებმა მანქანები თვითნებურად გაზზე გადაიყვანეს, რაც ფეთქებადსაშიშია და კატეგორიულად დაუშვებელი... ამასთან, არის გაწელილი რეისები, რომელიც მთელ ქალაქს წრეს არტყამს, რითაც მგზავრების ზენორმირებული გადაყვანა ხდება (რომ მძღოლს რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს), რადგანაც მისმა ხარჯმა მოიმატა...", - აცხადებს მესხიშვილი.

გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, ზაფხულის დადგომასთან ერთად მგზავრები მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩაურთველობის გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას. 2015 წლის ზაფხულში მიკროავტობუსის მძღოლებსა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" შორის კონდიციონერებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც თუ ტემპერატურა 26 გრადუსს აღემატება, კონდიციონერი ჩართული უნდა იყოს. შეთნხმების მიუხედავად, მძღოლების უმრავლესობა კონდიციონერს მაინც არ რთავს. მათ შესამოწმებლად დედაქალაქის მერიის დავალებით სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსების მონიტორინგი ხორციელდება, კონდიცირების ჩართვა ზაფხულში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი