პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოყინული გზები თბილისში - რა სიხშირით იყრება მარილი ქუჩებზე და ყველაზე მეტად რომელი ადგილები იყინება
მოყინული გზები თბილისში - რა სიხშირით იყრება მარილი ქუჩებზე და ყველაზე მეტად რომელი ადგილები იყინება

ბოლო დღე­ებ­ში თბი­ლის­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბით ცივა ღა­მის სა­ა­თებ­ში, ყინ­ვის შე­დე­გად კი მო­ქა­ლა­ქე­ებს დი­ლით დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი მოყი­ნუ­ლი ხვდე­ბათ, რაც პი­კის სა­ა­თებ­ში ისე­დაც გა­ჭე­დილ მოძ­რა­ო­ბას კი­დევ უფრო აფერ­ხებს.

PALITRATV.GE-მ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, რო­მე­ლიც დღეს დი­ლით ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რებ­ში ჩანს, მო­ლი­პუ­ლი გზა და მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნელა გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დღეს დი­ლით თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბან­ში და­ფიქ­სირ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, და­ი­წყო თუ არა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ქუ­ჩებ­ში მა­რი­ლის დაყ­რა, რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით იყ­რე­ბა და რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ფო­ტო­ებ­ზე: ლუბ­ლი­ა­ნას ქუჩა

და­ვით დო­ლი­ძე, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე: "გუ­შინ ღა­მით, ისა­ნი-სამ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 12 სა­ა­თი­დან და­ი­წყო მა­რი­ლის დაყ­რა, რად­გან იქ უკვე მოყი­ნუ­ლი იყო, ხოლო გამ­თე­ნი­ის 5 სა­ა­თი­დან მთელ ქა­ლაქ­ში და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რად მა­რი­ლის დაყ­რა. სხვა­თა­შო­რის, დიდ დი­ღომ­ში ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, იქ ბევრ ად­გი­ლას იყო მოყი­ნუ­ლი. ღამე კი და­ი­ყა­რა მა­რი­ლი, მაგ­რამ 1-2 სა­ა­თის მერე ისევ მოყი­ნა და ახ­ლი­დან მოგ­ვი­წია მა­რი­ლის დაყ­რა. სულ 15 ერ­თე­უ­ლი მა­რილ­საყ­რე­ლი მან­ქა­ნა გვყავს და ეს 15 მან­ქა­ნა დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე ვერ იქ­ნე­ბა. ამას ემა­ტე­ბა წყნე­თი - კო­ჯო­რი- ბე­თა­ნი­ის გზა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის შე­მო­ერ­თე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია და ჩვენ გვე­კუთ­ვნის, შე­სა­ბა­მი­სად, ვცდი­ლობთ ყველ­გან დრო­უ­ლად მი­ვი­დეთ.

- მოყი­ნუ­ლი ქუ­ჩე­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რე­კა­ვენ თუ თქვე­ნი ჯგუ­ფიც მოძ­რა­ობს ქა­ლაქ­ში?

- მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც რე­კა­ვენ ცხელ ხაზ­ზე, მა­გა­ლი­თად, გუ­შინ ღა­მი­დან და­წყე­ბუ­ლი დი­ლის 11 სა­ა­თამ­დე 40-მდე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და ყინ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე ჯგუ­ფი გა­ვი­და. ამას გარ­და, ჩვე­ნი ბრი­გა­დე­ბიც და­დი­ან და ნა­ხუ­ლო­ბენ ქუ­ჩებს, სად­მე თუ მოყი­ნუ­ლია, მა­რილს ყრი­ან. წი­ნას­წარ მა­რილს ვერ დავ­ყრით, თუ სა­ჭი­რო­ე­ბაა, იმ შემ­თხვე­ვა­ში იყ­რე­ბა. ჩვე­ნი მან­ქა­ნა ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე ვერ იდ­გე­ბა, ეს ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- თუმ­ცა, თბი­ლის­ში არის რამ­დე­ნი­მე ქუჩა, რო­მე­ლიც ხში­რად იყი­ნე­ბა და წე­სით ეს ხომ უნდა იცო­დეთ?

- კი, ძი­რი­თა­დად ეს არის კო­ჯო­რი, წავ­კი­სი, ტა­ბახ­მე­ლა, დიდი დი­ღო­მი, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო და ამ ად­გი­ლებ­ში მი­სუ­ლი იყო მან­ქა­ნე­ბი, თუმ­ცა ამათ გარ­და, თბი­ლის­ში ბევ­რი ქუ­ჩაა და ყველ­გან ვერ იქ­ნე­ბა მან­ქა­ნე­ბი. ამას გარ­და, მა­რი­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ყა­რო, მაგ­რამ კი­დევ გა­ყი­ნოს და ერთ-ორ სა­ათ­ში ისევ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა დაყ­რა. 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ, მა­რი­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც საკ­მა­რი­სი გვაქვს, სპე­ცტექ­ნი­კა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა, სა­დღაც შე­ფერ­ხე­ბა იყო 20 წუთი, მაგ­რამ ჩვენც უნდა გაგ­ვი­გოთ იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დი­ლის 5 სა­ა­თი­დან გა­რეთ არი­ან და მა­რილს ყრი­ან, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ მა­რი­ლის დაყ­რა ყველ­გან მო­ვას­წროთ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მოყინული გზები თბილისში - რა სიხშირით იყრება მარილი ქუჩებზე და ყველაზე მეტად რომელი ადგილები იყინება

მოყინული გზები თბილისში - რა სიხშირით იყრება მარილი ქუჩებზე და ყველაზე მეტად რომელი ადგილები იყინება

ბოლო დღეებში თბილისში ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო, განსაკუთრებით ცივა ღამის საათებში, ყინვის შედეგად კი მოქალაქეებს დილით დედაქალაქის ქუჩები მოყინული ხვდებათ, რაც პიკის საათებში ისედაც გაჭედილ მოძრაობას კიდევ უფრო აფერხებს.

PALITRATV.GE-მ გაავრცელა კადრები, რომელიც დღეს დილით ლუბლიანას ქუჩაზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, მოლიპული გზა და მანქანები, რომლებიც ნელა გადაადგილდებიან. მსგავსი მდგომარეობა დღეს დილით თბილისის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო

AMBEBI.GE დაინტერესდა, დაიწყო თუ არა დედაქალაქის მერიამ ქუჩებში მარილის დაყრა, რა ინტენსივობით იყრება და რამდენად აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახური ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ფოტოებზე: ლუბლიანას ქუჩა

დავით დოლიძე, "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე: "გუშინ ღამით, ისანი-სამგორის ტერიტორიაზე 12 საათიდან დაიწყო მარილის დაყრა, რადგან იქ უკვე მოყინული იყო, ხოლო გამთენიის 5 საათიდან მთელ ქალაქში დაიწყო ინტენსიურად მარილის დაყრა. სხვათაშორის, დიდ დიღომში ახლაც გრძელდება, იქ ბევრ ადგილას იყო მოყინული. ღამე კი დაიყარა მარილი, მაგრამ 1-2 საათის მერე ისევ მოყინა და ახლიდან მოგვიწია მარილის დაყრა. სულ 15 ერთეული მარილსაყრელი მანქანა გვყავს და ეს 15 მანქანა დედაქალაქის ყველა ქუჩაზე ვერ იქნება. ამას ემატება წყნეთი - კოჯორი- ბეთანიის გზა, რომელიც ქალაქის შემოერთებული ტერიტორიებია და ჩვენ გვეკუთვნის, შესაბამისად, ვცდილობთ ყველგან დროულად მივიდეთ.

- მოყინული ქუჩების შესახებ მოქალაქეები რეკავენ თუ თქვენი ჯგუფიც მოძრაობს ქალაქში?

- მოქალაქეებიც რეკავენ ცხელ ხაზზე, მაგალითად, გუშინ ღამიდან დაწყებული დილის 11 საათამდე 40-მდე შეტყობინება შემოვიდა ყინვასთან დაკავშირებით, ყველა შეტყობინებაზე ჯგუფი გავიდა. ამას გარდა, ჩვენი ბრიგადებიც დადიან და ნახულობენ ქუჩებს, სადმე თუ მოყინულია, მარილს ყრიან. წინასწარ მარილს ვერ დავყრით, თუ საჭიროებაა, იმ შემთხვევაში იყრება. ჩვენი მანქანა ყველა ქუჩაზე ვერ იდგება, ეს ფიზიკურად შეუძლებელია.

- თუმცა, თბილისში არის რამდენიმე ქუჩა, რომელიც ხშირად იყინება და წესით ეს ხომ უნდა იცოდეთ?

- კი, ძირითადად ეს არის კოჯორი, წავკისი, ტაბახმელა, დიდი დიღომი, ნუცუბიძის პლატო და ამ ადგილებში მისული იყო მანქანები, თუმცა ამათ გარდა, თბილისში ბევრი ქუჩაა და ყველგან ვერ იქნება მანქანები. ამას გარდა, მარილი შეიძლება დაყარო, მაგრამ კიდევ გაყინოს და ერთ-ორ საათში ისევ საჭირო გახდება დაყრა. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, მარილის რაოდენობაც საკმარისი გვაქვს, სპეცტექნიკა მაქსიმალურად მობილიზებულია. შეიძლება, სადღაც შეფერხება იყო 20 წუთი, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ იმიტომ, რომ ადამიანები დილის 5 საათიდან გარეთ არიან და მარილს ყრიან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მარილის დაყრა ყველგან მოვასწროთ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"