პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე პრო­ფე­სი­ით არ არის მსა­ხი­ო­ბი, პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ სე­რი­ალ­ში კას­ტინ­გის გავ­ლის შემ­დეგ მოხ­ვდა და და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა. მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნაჟს ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის ასა­ხი­ე­რებს, ური­გო პარტნი­ო­რო­ბას არ უწევს. სხვა­თა შო­რის ბახ­ვა სე­რი­ალ­ში ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით თა­მა­შობს. ცოტ­ნე­სა და ბახ­ვას ერ­თად ხილ­ვა მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონს, თუმ­ცა სე­რი­ა­ლის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟი გაქ­რა.

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე:

"ამ სე­ზონ­ზე ასე გა­მო­ვი­და, რომ ჩვე­ნი ხაზი ის­ვე­ნებს. თუ რა­ტომ, ეს ალ­ბათ სცე­ნა­რისტს და პრო­დი­უ­სე­რებს უნდა ჰკი­თხოთ. რო­გორც ჩანს, ამ ეტაპ­ზე ასე ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ, ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცი­ან, რა, რო­დის და რა­ტომ უნდა მოხ­დეს. პა­უ­ზა მგო­ნი, კარ­გიც არის, მა­ყუ­რე­ბელს მო­ვე­ნატ­რე­ბით და ჩვენს გა­მო­ჩე­ნას მეტი ინ­ტე­რე­სით და­ე­ლო­დე­ბა... ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ დიდ­ხანს არ და­ვა­ვი­წყდე­ბით... ყო­ველ­დღი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი კი­თხუ­ლობს - რო­დის გა­მოვ­ჩნდე­ბით? - რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, მაგ­რამ მომ­დევ­ნო სე­ზონ­ში რა იქ­ნე­ბა, ამას ერ­თად ვნა­ხავთ.... "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" კი­დევ არა­ერთ ახალ სე­ზონს ვი­ხი­ლავთ ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე.

- ორი­ვე პერ­სო­ნაჟს მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა...

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მა­ყუ­რე­ბელს შენი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა სი­ა­მოვ­ნებს... გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის უდი­დე­სი შე­ნა­ძე­ნია, არა­ნორ­მა­ლუ­რად ნი­ჭი­ე­რია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ არა­ერ­თხელ გა­ა­ო­ცებს მა­ყუ­რებ­ლებს...

- გა­დამ­ღებ ჯგუფს არა­ფე­რი უთ­ქვამს თქვენს სე­რი­ალ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე? იქ­ნებ აღარ სჭირ­დე­ბით?

- არა­ფე­რიც, ვუყ­ვარ­ვართ და ვჭირ­დე­ბით...

- რო­გორც მახ­სოვს, ამ­ბობ­დი, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბას, გა­და­სა­ღებ მო­ე­დანს ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე, მომ­წონს ჩემი ახლი ამ­პლუ­აო. არ გე­ნატ­რე­ბა ეს სი­ტუ­ა­ცია?

- კი, იმ ყვე­ლა­ფერს მარ­თლა შე­ვეჩ­ვიე და მა­ლე­ვე ვთქვი, რომ გა­და­ღე­ბე­ბით "მო­ვი­წამ­ლე"-მეთ­ქი, მე­გო­ნა, მალე გა­მივ­ლი­და, თუმ­ცა არ მომ­ბეზ­რდა... ახლა გა­და­ღე­ბე­ბის და­ნაკ­ლისს სხვა რა­მით ვავ­სებ. სულ რა­ღაც გა­და­ღე­ბებ­ში ვარ და ჯერ არ მომ­ნატ­რე­ბია. უბ­რა­ლოდ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ნატ­რე­ბი­ან, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა, მათ­თან ერ­თად სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო...

- რითი ხარ ამ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, საქ­მე ყო­ველ­თვის ბევ­რი მაქვს. ისევ ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვარ, სამი ჟურ­ნა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მხატ­ვრულ ფილმშიც მაქვს ამ ეტაპ­ზე გა­და­ღე­ბე­ბი, სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მე­ბის ჩა­წე­რა და ა.შ.

- მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­და­ღე­ბა­ზე და­ი­მე­გობ­რე, თუ ნა­ხუ­ლობ?

- კი, რა თქმა უნდა, ვნა­ხუ­ლობ, ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მისი სა­ხით ჩცდ-დან ძა­ლი­ან მა­გა­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე... და­ნარ­ჩენ მსა­ხი­ო­ბებ­თან სე­რი­ალ­ში მის­ვლამ­დეც ვმე­გობ­რობ­დი და იქაც არა­ერ­თი შე­ვი­ძი­ნე. ყვე­ლა მათ­გან­თან ვაგ­რძე­ლებ ურ­თი­ერ­თო­ბას.

- თე­მას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ: გაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ბახ­ვა და ცოტ­ნე სე­რი­ალ­ში ისევ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ჩვე­ნი დუ­ე­ტი, შე­იძ­ლე­ბა არა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, კერ­ძოდ, კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა და იმ თან­მიმ­დევ­რო­ბით, რო­გორც სა­ჭი­როა. თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ჩვე­ნი დუ­ე­ტი, გპირ­დე­ბით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუ არ გა­მოჩ­ნდე­ბა, ე.ი. ასე იყო სა­ჭი­რო. მა­შინ სხვა­გან გა­მოვ­ჩნდე­ბით, ერ­თად თუ ცალ-ცალ­კე, ეს არ ვიცი, მოკ­ლედ, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, მა­ყუ­რე­ბელს თავს არ მო­ვა­ნატ­რებთ. ისე, ბო­ლოს უკვე დუ­ე­ტი არ ვი­ყა­ვით, ტრიო გავ­ხდით, - უნი­ჭი­ე­რე­სი აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი გვი­მაგ­რებ­და გვერდს.

- მიმ­დი­ნა­რე სე­ზონს ალ­ბათ თვალ-ყურს ადევ­ნებ. მოგ­წონს ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ ვი­თარ­დე­ბა?

- არ ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში და ბოლო სე­რი­ე­ბი ჯერ არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა სულ ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს და ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ყვე­ლას! ამ სე­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნა, რა თქმა უნდა, ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლია, იგი­ვე მთვა­რი­სა-ლუნა... ჩემი აზ­რით, სცე­ნა­რის­ტთან და რე­ჟი­სო­რებ­თან ერ­თად, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პერ­სო­ნა­ჟი შექ­მნა. ჩემ ირ­გვლივ ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ლუ­ნა­თი. მა­გა­რი გო­გოა!

- არ გაქვს სე­რი­ალ­ში მისი პარტნი­ო­რო­ბის სურ­ვი­ლი, თუნ­დაც მთვა­რი­სას­თან, ან მის ძმას­თან, თენ­გოს­თან?

- კარ­გი პარტნი­ო­რე­ბით სულ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი მათ­თან ერ­თად, მაგ­რამ ბახ­ვა ცოტ­ნე­სა და ბე­ქას გა­რე­შე "ბათე ჯე­ნე­რალსში" არ წარ­მო­მიდ­გე­ნია.... ამ წე­სი­ერ, ერ­თგულ და კე­თილ ბახ­ვას თენ­გო, ლუნა და სხვე­ბი გა­ა­გი­ჟებ­დნენ. მაგ­რამ თან, ძა­ლი­ან გა­ერ­თო­ბო­და, ბევ­რს აცი­ნებ­და ცოტ­ნეს და ბე­ქას იქა­უ­რი ამ­ბე­ბის მო­ყო­ლით...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მთა­ვა­რი ფოტო: მარი ნა­კა­ნი-მა­მა­სახ­ლი­სი

დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."

დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."

ბახვა ბრეგვაძე პროფესიით არ არის მსახიობი, პოპულარულ ქართულ სერიალში კასტინგის გავლის შემდეგ მოხვდა და დაკისრებულ ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა. მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟს ცოტნე ცოტაშვილის ასახიერებს, ურიგო პარტნიორობას არ უწევს. სხვათა შორის ბახვა სერიალში ერთადერთია, რომელიც საკუთარი სახელით თამაშობს. ცოტნესა და ბახვას ერთად ხილვა მაყურებელს ძალიან მოსწონს, თუმცა სერიალის მიმდინარე სეზონზე ორივე პერსონაჟი გაქრა.

ბახვა ბრეგვაძე:

"ამ სეზონზე ასე გამოვიდა, რომ ჩვენი ხაზი ისვენებს. თუ რატომ, ეს ალბათ სცენარისტს და პროდიუსერებს უნდა ჰკითხოთ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს საჭიროდ, ყოველთვის ზუსტად იციან, რა, როდის და რატომ უნდა მოხდეს. პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელს მოვენატრებით და ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება... ნამდვილად ვიცი, რომ დიდხანს არ დავავიწყდებით... ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი კითხულობს - როდის გამოვჩნდებით? - რაც ძალიან მახარებს, მაგრამ მომდევნო სეზონში რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ.... "ჩემი ცოლის დაქალების" კიდევ არაერთ ახალ სეზონს ვიხილავთ ტელეეკრანებზე.

- ორივე პერსონაჟს მაყურებელი ყოველთვის ინტერესით ელოდება...

- ძალიან მიხარია. სასიამოვნოა, როცა მაყურებელს შენი ეკრანზე გამოჩენა სიამოვნებს... გიორგი ბახუტაშვილი ქართული კინოსთვის უდიდესი შენაძენია, არანორმალურად ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გააოცებს მაყურებლებს...

- გადამღებ ჯგუფს არაფერი უთქვამს თქვენს სერიალში დაბრუნებაზე? იქნებ აღარ სჭირდებით?

- არაფერიც, ვუყვარვართ და ვჭირდებით...

- როგორც მახსოვს, ამბობდი, სერიალის გადაღებას, გადასაღებ მოედანს ძალიან შევეჩვიე, მომწონს ჩემი ახლი ამპლუაო. არ გენატრება ეს სიტუაცია?

- კი, იმ ყველაფერს მართლა შევეჩვიე და მალევე ვთქვი, რომ გადაღებებით ''მოვიწამლე''-მეთქი, მეგონა, მალე გამივლიდა, თუმცა არ მომბეზრდა... ახლა გადაღებების დანაკლისს სხვა რამით ვავსებ. სულ რაღაც გადაღებებში ვარ და ჯერ არ მომნატრებია. უბრალოდ, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ადამიანები მენატრებიან, ძალიან მიყვარს ყველა, მათთან ერთად სამუშაო პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო...

- რითი ხარ ამ ეტაპზე დაკავებული?

- საბედნიეროდ, საქმე ყოველთვის ბევრი მაქვს. ისევ ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ვარ, სამი ჟურნალის დამფუძნებელი, მხატვრულ ფილმშიც მაქვს ამ ეტაპზე გადაღებები, საახალწლო გადაცემების ჩაწერა და ა.შ.

- მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს, რომელიც პრაქტიკულად, გადაღებაზე დაიმეგობრე, თუ ნახულობ?

- კი, რა თქმა უნდა, ვნახულობ, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. მისი სახით ჩცდ-დან ძალიან მაგარი მეგობარი შევიძინე... დანარჩენ მსახიობებთან სერიალში მისვლამდეც ვმეგობრობდი და იქაც არაერთი შევიძინე. ყველა მათგანთან ვაგრძელებ ურთიერთობას.

- თემას რომ დავუბრუნდეთ: გაქვს იმის მოლოდინი, რომ ბახვა და ცოტნე სერიალში ისევ გამოჩნდებიან?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება. შეიძლება გამოჩნდეს ჩვენი დუეტი, შეიძლება არა. ჩემს ცხოვრებაში, კერძოდ, კარიერაში ყველაფერი ისე ხდება და იმ თანმიმდევრობით, როგორც საჭიროა. თუ გამოჩნდება ჩვენი დუეტი, გპირდებით, რომ აუცილებლად კარგი და საინტერესო იქნება, თუ არ გამოჩნდება, ე.ი. ასე იყო საჭირო. მაშინ სხვაგან გამოვჩნდებით, ერთად თუ ცალ-ცალკე, ეს არ ვიცი, მოკლედ, პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ. ისე, ბოლოს უკვე დუეტი არ ვიყავით, ტრიო გავხდით, - უნიჭიერესი აჩიკო სოლოღაშვილი გვიმაგრებდა გვერდს.

- მიმდინარე სეზონს ალბათ თვალ-ყურს ადევნებ. მოგწონს ახალი პერსონაჟები და ამბები, რომლებიც იქ ვითარდება?

- არ ვიყავი თბილისში და ბოლო სერიები ჯერ არ მინახავს, თუმცა სულ ვადევნებ თვალყურს და ძალიან ვგულშემატკივრობ ყველას! ამ სეზონის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ქეთი ხუციშვილია, იგივე მთვარისა-ლუნა... ჩემი აზრით, სცენარისტთან და რეჟისორებთან ერთად, შესანიშნავი პერსონაჟი შექმნა. ჩემ ირგვლივ ყველა აღფრთოვანებულია ლუნათი. მაგარი გოგოა!

- არ გაქვს სერიალში მისი პარტნიორობის სურვილი, თუნდაც მთვარისასთან, ან მის ძმასთან, თენგოსთან?

- კარგი პარტნიორებით სულ განებივრებული ვიყავი. სიამოვნებით ვითამაშებდი მათთან ერთად, მაგრამ ბახვა ცოტნესა და ბექას გარეშე "ბათე ჯენერალსში" არ წარმომიდგენია.... ამ წესიერ, ერთგულ და კეთილ ბახვას თენგო, ლუნა და სხვები გააგიჟებდნენ. მაგრამ თან, ძალიან გაერთობოდა, ბევრს აცინებდა ცოტნეს და ბექას იქაური ამბების მოყოლით...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: მარი ნაკანი-მამასახლისი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება