საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე - მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს
ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე - მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა გან­ცხა­დე­ბით, ოპ­ტი­მი­ზა­ცია უწყე­ბა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ფუნ­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე, ასე­ვე და­მა­ტე­ბა­ზე. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სსიპ-ების გა­უქ­მე­ბა ამ ეტაპ­ზე გეგ­მა­ში არ არის, თუმ­ცა სსიპ-ებში ფუნ­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"კერ­ძო სექ­ტორ­ში ვმუ­შა­ობ­დი და ყო­ველ­წლი­უ­რად ვა­კე­თებ­დით ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­საც, გა­და­ხედ­ვა­საც. ზო­გან მეტი ხალ­ხი გვე­ყო­ლე­ბა, ზო­გან - ნაკ­ლე­ბი. ჩვენ 10%-ით ნაკ­ლებს დავ­ხარ­ჯავთ რო­გორც ანა­ზღა­უ­რე­ბის, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ნა­წილ­ში", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ ლარ­ზე. ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ უპა­სუ­ხა, რომ იმ­დე­ნი რამ­დე­ნიც ას­რუ­ლებს ისეთ ფუნ­ქცი­ებს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც მათ გა­რე­შე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჯე­ჯე­ლა­ვა ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი 6 თვეა და­წყე­ბუ­ლი აქვს.

"ყვე­ლა ვინც ხალ­ხის ფულს ზედ­მე­ტად ხარ­ჯავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა გეგ­მა აქვს მთავ­რო­ბას და ეკო­ნო­მი­კას, უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ და სა­დაც გვჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კად­რი უნდა ავიყ­ვა­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ოპ­ტი­მი­ზა­ცია თვის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა პრო­ცე­სი ერთჯე­რა­დი არ არის, ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მუდ­მი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა.

"მთავ­რო­ბა წინ მი­დის ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ უფრო გამ­ხდა­რი იყოს, ჩემ­გან რაც უნდა უც­ნა­უ­რად ჟღერ­დეს და უფრო ეფექ­ტუ­რად ხარ­ჯავ­დეს ხალ­ხის ფულს", - დას­ძი­ნა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე - მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს

ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე - მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე. მინისტრის ინფორმაციით, სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია.

”კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან - ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება სამსახურიდან, ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ იმდენი რამდენიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მათ გარეშე არის შესაძლებელი. ჯეჯელავა ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი 6 თვეა დაწყებული აქვს.

”ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ოპტიმიზაცია თვის ბოლომდე დასრულდება, თუმცა პროცესი ერთჯერადი არ არის, ყოველწლიურად განხორციელდება და მუდმივად გაგრძელდება.

”მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს”, - დასძინა განათლების მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."