სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანვრიდან მარჯვენასაჭიანის ყიდვა ფუფუნება გახდება - რამდენით გაძვირდება ავტომობილები საქართველოში
იანვრიდან მარჯვენასაჭიანის ყიდვა ფუფუნება გახდება - რამდენით გაძვირდება ავტომობილები საქართველოში

მთავ­რო­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი წლი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზი იზ­რდე­ბა.

აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე ასა­ხუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტში, რო­მე­ლიც გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შევა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" გთა­ვა­ზობთ ცხრილს, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია 2 000 მ3 (ე.წ. 2,0-იანი ძრა­ვის) მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლის აქ­ცი­ზის მოქ­მე­დი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­და­სა­ხა­დი მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის. ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლია ლა­რებ­ში.

ჩვენ 2 000 მ3 ძრა­ვის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლის აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი შე­მოგ­თა­ვა­ზეთ, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ მო­ცუ­ლო­ბის მქო­ნეა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბის ახა­ლი ფა­სე­ბი 2017 წლის იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ი­ბეგ­რე­ბა აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თე­ბის ცვლი­ლე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თით, თუ შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და­წყე­ბუ­ლია არა­უგ­ვი­ა­ნეს 2016 წლის 1 დე­კემ­ბრი­სა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა 11 წლის და უფრო ძველ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა. აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა კი სწო­რედ ამ ას­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლებს შე­ე­ხე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის დიდი ნა­წილს გა­ეზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ ადრე 14 წელ­ზე ძვე­ლი 2.0 მ3 მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი 1 600 ლარი იყო, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ 4 600 ლარი იქ­ნე­ბა. მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნის­თვის კი ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა 13 800 ლარი გახ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

იანვრიდან მარჯვენასაჭიანის ყიდვა ფუფუნება გახდება - რამდენით გაძვირდება ავტომობილები საქართველოში

იანვრიდან მარჯვენასაჭიანის ყიდვა ფუფუნება გახდება - რამდენით გაძვირდება ავტომობილები საქართველოში

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ახალი წლიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი იზრდება.

აქციზის განაკვეთის ცვლილებები უკვე ასახულია კანონპროექტში, რომელიც განსახილველად პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა. "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია 2 000 მ3 (ე.წ. 2,0-იანი ძრავის) მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილის აქციზის მოქმედი და მოსალოდნელი გადასახადი მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის. ღირებულება დაანგარიშებულია ლარებში.

ჩვენ 2 000 მ3 ძრავის მქონე ავტომობილის აქციზის გადასახადი შემოგთავაზეთ, რადგან ქვეყანაში არსებული ავტომობილების დიდი ნაწილი სწორედ ამ მოცულობის მქონეა.

კანონპროექტის თანახმად, ავტომობილის განბაჟების ახალი ფასები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.

საქართველოში ძირითადი მოთხოვნა 11 წლის და უფრო ძველ ავტომობილებზეა. აქციზის გადასახადის მნიშვნელოვანი ზრდა კი სწორედ ამ ასკობრივი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილის საერთო ღირებულება ავტომფლობელების დიდი ნაწილს გაეზრდება. მაგალითად, თუ ადრე 14 წელზე ძველი 2.0 მ3 მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილისთვის აქციზის გადასახადი 1 600 ლარი იყო, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ 4 600 ლარი იქნება. მარჯვენასაჭიანისთვის კი ეს ღირებულება 13 800 ლარი გახდება.

იხილეთ ვიდეო