პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„იოგა ანანდა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
„იოგა ანანდა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

მას შემ­დეგ, რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლის­ში "იოგა ანან­და" გა­იხ­სნა, იოგა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ აქ­ტი­ვო­ბად იქცა. დღეს კი ცენ­ტრი კონ­ცეფ­ცი­ას რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლის და რო­გორც მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - ქალ­ბა­ტო­ნი ედი­ტა დი­ლა­ნი­ა­ნი აცხა­დებს, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად ახალ კულ­ტუ­რას ამ­კვიდ­რებს.

ედი­ტა დი­ლა­ნი­ა­ნი:

- კლუ­ბი "იოგა ანან­და" სა­წყის ეტაპ­ზე მოს­კოვ­ში, 5 წლის წინ კი თბი­ლის­ში გავ­ხსე­ნი. პრო­ექ­ტი სა­რის­კო იყო - ქვე­ყა­ნა­ში იო­გას კულ­ტუ­რა არ არ­სე­ბობ­და, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მინი-სტუ­დია მოქ­მე­დებ­და და ბევ­რი ჩემს ამ­ბი­ცი­ას არა­რე­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნევ­და. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი "მო­დუ­რი" რომ გა­მე­ხა­და, უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და. იმ ეტაპ­ზე, აქ­ცენტს ფი­ზი­კურ ვარ­ჯიშ­ზე ვა­კე­თებ­დით: ადა­მი­ა­ნებს ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მის დაკ­ლე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით. გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი იო­გამ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ა­რა. ჩვენც ამ პრინ­ცი­პით ვო­პე­რი­რებ­დით და სი­ახ­ლე­ებს ეტა­პობ­რი­ვად ვნერ­გავ­დით.

2,5 წლის შემ­დეგ, ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით - ემო­ცი­ურ­სა და გო­ნებ­რივ დო­ნე­ზე, ფი­ზი­კურ პრაქ­ტი­კას სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და­ვუ­მა­ტეთ და ადა­მი­ა­ნებ­მა "ხა­თხას", "კუნ­და­ლი­ნი კრის", "აშ­ტან­გას" შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს: იოგა ხომ რე­ა­ლუ­რად ენერ­გი­ის პრაქ­ტი­კაა, იო­გას ნამ­დვი­ლი ოს­ტა­ტი ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი კი არა, არა­მედ - ჩვენ­სა და კოს­მოსს შო­რის ენერ­გი­ის "გამ­ტა­რია". მის მიერ შედ­გე­ნი­ლი ყვე­ლა პროგ­რა­მა სუნ­თქვით, მე­დი­ტა­ცი­ურ, სა­რე­ლაქ­სა­ციო ან ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს. ამის­თვის აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ პე­და­გო­გე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც რთუ­ლია: ინ­დო­ეთ­ში სულ 5 წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ­სე­ბობს, სა­დაც იო­გას ფი­ლო­სო­ფი­ას ყვე­ლა­ზე მა­ღალ დო­ნე­ზე - ანა­ტო­მი­ას­თან, ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და სხვა საგ­ნებ­თან ერ­თად ას­წავ­ლი­ან.

დღეს იო­გას სტუ­დი­ე­ბი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გაჩ­ნდა, ამი­ტო­მაც გირ­ჩევთ, სა­ნამ იქ სი­ა­რულს და­ი­წყებთ, გა­ი­გეთ, ვინ არის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რა დიპ­ლო­მებს, სერ­ტი­ფი­კა­ტებს ფლობს და შემ­დეგ ის სას­წავ­ლებ­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­შიც გა­და­ა­მოწ­მეთ. გახ­სოვ­დეთ: ყვე­ლა სტუ­დია ვალ­დე­ბუ­ლია, ახალ­მი­სულს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­მოჰ­კი­თხოს და შე­დე­გად მის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო პრაქ­ტი­კა შე­ურ­ჩი­ოს, რად­გან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ­მა სწავ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ტრავ­მის მი­ღე­ბის შემ­დეგ მოგ­ვმარ­თავს. მა­გა­ლი­თად, მოს­კოვ­ში ჩემს ცენ­ტრს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, ბევ­რი ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი სტუმ­რობს.

- მოგ­ვი­ყე­ვით იმ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც იან­ვრი­დან გეგ­მავთ.

- იან­ვრი­დან "იოგა ანან­და" სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის: ვა­ყა­ლი­ბებთ კლუბს, ვა­ნახ­ლებთ პე­და­გო­გებს, ვა­მა­ტებთ ახალ პროგ­რა­მებს და პა­კე­ტებს - სხვა­დას­ხვა პა­კე­ტის მფლო­ბე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში ივარ­ჯი­შე­ბენ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბი "ასპრი­ას~ ფიტ­ნე­ს­ქ­სელ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, "ანან­დას" ტე­რი­ტო­რია კი მხო­ლოდ კლუ­ბის წევ­რებს და­ეთ­მო­ბა, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი VIP ჯგუ­ფე­ბის­თვის, 4-5 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი მინი -ჯგუ­ფე­ბის­თვის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ფორ­მატ­ში. ვცდი­ლობთ, დავ­ნერ­გოთ ტენ­დენ­ცია, რომ იოგა მხო­ლოდ "ელი­ტის­თვის" არ არის.

იან­ვრი­დან ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო პა­კეტს - სტრეს-მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით კორ­პო­რა­ცი­ულ პროგ­რა­მებ­საც ვნერ­გავთ: ეს სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი ლი­დე­რი მი­მარ­თავს. მისი პრინ­ცი­პი გა­მო­ძა­ხე­ბით სე­სი­ებს ეყ­რდნო­ბა: იო­გას ოს­ტა­ტი კომ­პა­ნი­ის ტოპ­მე­ნე­ჯე­რებ­თან სამ­სა­ხურ­ში მივა და 15-20-წუ­თი­ა­ნი მოკ­ლე პროგ­რა­მით ავარ­ჯი­შებს. შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ინ­ტე­რე­სო სე­მი­ნა­რებს და ვორ­ქშო­პებ­საც, კლუ­ბის წევ­რე­ბის­თვის კი ინ­დო­ეთ­ში სპე­ცი­ა­ლურ ტუ­რებს მო­ვა­წყობთ.

ამ ეტაპ­ზე "იოგა ანან­და" პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში "ჰი­ლინ­გის" ("მკურ­ნა­ლო­ბის") პრაქ­ტი­კა­საც ნერ­გავს, ვგეგ­მავთ მე­დი­ტა­ცი­ის კლა­სის გახ­სნა­საც. მე­დი­ტა­ცია ღმერ­თე­ბი­სად­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, ეს პრაქ­ტი­კა სა­კუ­თარ თავ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შექ­მნა­ში გვეხ­მა­რე­ბა. _ იო­გას რო­მე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა დამ­კვიდ­რდა ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში?

_ "აშ­ტან­გა იოგა", რად­გან დი­ნა­მი­კუ­რია, "ხა­თხას" ვა­რი­ა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის გა­მო­ი­გო­ნეს და რუ­სეთ­ში, ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში მო­დუ­რია. თუმ­ცა "აშ­ტან­გა­ში" სის­წრა­ფე­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რი მოძ­რა­ო­ბაა, თუ რა­მეს არას­წო­რად გა­ა­კე­თებ, ჩათ­ვა­ლე, რომ ხერ­ხე­მალს და­ი­ზი­ა­ნებ. ასე­ვე, ადა­მი­ა­ნი კონ­კრე­ტულ მას­წავ­ლე­ბელს არ უნდა "მი­ე­ჯაჭ­ვოს", იოგა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­თან ვარ­ჯი­შია, პე­და­გო­გი კი - ენერ­გი­ის გამ­ტა­რი, ამი­ტომ მის მი­მართ ფა­ნა­ტიზ­მი ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს. მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა კარ­გად აით­ვი­სოთ და რო­დე­საც კლუბ­ში/დარ­ბაზ­ში მის­ვლას ვერ ახერ­ხებთ, ვარ­ჯი­ში და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შეძ­ლოთ.

კა­უ­შალ ნა­რა­ი­ან ჯჰა, იო­გას ოს­ტა­ტი:

- ჩემი სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი იო­გას თე­რა­პი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ მიდ­გო­მას ეხე­ბო­და - სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო მე­თოდს იო­გას­თან ერ­თად, ერთ სის­ტე­მა­ში ვა­ერ­თი­ა­ნებთ და იმ ადა­მი­ა­ნებს ვმკურ­ნა­ლობთ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ხის ფი­ზი­კურ­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს უჩი­ვი­ან. ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მისი პრობ­ლე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თაა შედ­გე­ნი­ლი. ამავდრო­უ­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლას გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს, რომ იო­გას სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა გო­ნებ­რი­ვი, ემო­ცი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაა, რაც ვარ­ჯი­ში­სად­მი კომ­ბი­ნი­რე­ბულ მიდ­გო­მას გუ­ლის­ხმობს. იო­გას სა­ხელ­წო­დე­ბა სი­ტყვა "იო­გი­დან" მომ­დი­ნა­რე­ობს, რაც სანსკრი­ტში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ნიშ­ნავს, სწო­რედ ამას ემ­ყა­რე­ბა იო­გას პრო­ცე­სიც - გა­ერ­თი­ან­დე მთლი­ან სამ­ყა­როს­თან, სა­კუ­თარ თავ­თან და სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ისე უყუ­რო და მო­ექ­ცე, რო­გორც სა­კუ­თარ თავს.

ახალ­მო­სუ­ლებს იო­გას და სატ­რე­ნა­ჟო­რო ვარ­ჯი­შებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­საც ვუხ­სნით ხოლ­მე. იო­გას პრაქ­ტი­კის შემ­დეგ, დაღ­ლი­ლო­ბის მა­გივ­რად ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. თა­ნაც, ყო­ვე­ლი მოძ­რა­ო­ბა სუნ­თქვას­თან შე­წყო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და სხე­უ­ლის, სუნ­თქვის და გო­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ მუ­შა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს, ერ­თდრო­უ­ლად სხე­ულს ტვირ­თავ, სუნ­თქავ და მე­დი­ტი­რებ. ჩვე­ნი სუნ­თქვი­თი ტექ­ნი­კა ადა­მი­ა­ნებს საგ­რძნობ­ლად ეხ­მა­რე­ბა მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში. სპორტდარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შის დროს შე­იძ­ლე­ბა საგ­რძნობ­ლად და­ი­კუნ­თოთ, მაგ­რამ თუ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯიშს ვე­ღარ შეძ­ლებთ, იმ­დე­ნად მო­დუნ­დე­ბით, რომ სა­წყის ფორ­მა­ში ჩად­გო­მა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. იოგა და­კუნ­თვის ნაც­ვლად, მათ გა­წელ­ვა­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბა, შე­დე­გად ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბის ნაკ­ლე­ბი შენ­სი გაქვთ.

თუ ადა­მი­ა­ნი იო­გას სის­ტე­მა­ტუ­რად ვარ­ჯი­შობს, ჭარ­ბი წონა არა­სო­დეს შე­ა­წუ­ხებს. მე­ო­რე მხრივ, ჭარ­ბი წონა იო­გას პრაქ­ტი­კა­ში ხელს არ უშ­ლის. ჯან­საღ დი­ე­ტას კი არა მხო­ლოდ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნებს, არა­მედ _ ყვე­ლას ვთა­ვა­ო­ზობთ, მათ გა­რე­შე გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად მეტი დროა სა­ჭი­რო. და­ბო­ლოს, გახ­სოვ­დეთ, იოგა რთუ­ლი ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბას არ ემ­ყა­რე­ბა, ასე რომ, თუ ამა თუ იმ მოძ­რა­ო­ბის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან გი­ჭირთ, ეს თქვე­ნი ოს­ტა­ტის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე მი­უ­თი­თებს. _ რა პრო­ცე­სია "ჰი­ლინ­გი~?

-"ჰი­ლინ­გი" სხე­უ­ლის, გო­ნე­ბი­სა და ემო­ცი­ის ჯან­სა­ღი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ის სხვა­დას­ხვა სა­ხი­საა -"ფრა­ნა", "მანტრა", ხმო­ვა­ნი და ა.შ. "რე­ი­კი" "ჰი­ლინ­გის" ია­პო­ნუ­რი მე­თო­დია. "ჰი­ლინ­გის~ დროს ადა­მი­ანს არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ უწევს, ოს­ტა­ტი მის­კენ პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას მი­მარ­თავს. სა­წყის ეტაპ­ზე მათი "სკა­ნი­რე­ბა~ და ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის­გან გაწ­მენ­და ხდე­ბა, შემ­დეგ კი კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მებ­ზე ვმუ­შა­ობთ.

უკვე 10-12 წე­ლია, "ჰი­ლინ­გის" პრაქ­ტი­კას მივ­დევ. დღე­ი­სათ­ვის ერთ სე­ან­სში მისი სხვა­დას­ხვა მე­თო­დის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ვახ­დენ, ესე­ნია: "რე­ი­კი", "მანტრა", "აქუ-თე­რა­პია", "შე­ხე­ბა". "ჰი­ლინ­გი" იდე­ა­ლუ­რია რო­გორც სხვა­დას­ხვა ტრავ­მის, ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, ასე­ვე სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც, თუმ­ცა მისი გა­კე­თე­ბა უბ­რა­ლოდ რე­ლაქ­სა­ცი­ის და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით და­მუხ­ტვის მიზ­ნი­თაც შე­გიძ­ლი­ათ. "იოგა ანან­დას" ამ თვე­ში "ჰი­ლინ­გის" პრო­ცე­დუ­რის­თვის 8 პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თა და ყვე­ლა 100%-ით გა­ნი­კურ­ნა.

R

„იოგა ანანდა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

„იოგა ანანდა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ თბილისში ”იოგა ანანდა” გაიხსნა, იოგა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულების განუყოფელ აქტივობად იქცა. დღეს კი ცენტრი კონცეფციას რადიკალურად იცვლის და როგორც მისი დამფუძნებელი - ქალბატონი ედიტა დილანიანი აცხადებს, ჩვენს რეალობაში სრულიად ახალ კულტურას ამკვიდრებს.

ედიტა დილანიანი:

- კლუბი ”იოგა ანანდა” საწყის ეტაპზე მოსკოვში, 5 წლის წინ კი თბილისში გავხსენი. პროექტი სარისკო იყო - ქვეყანაში იოგას კულტურა არ არსებობდა, მხოლოდ რამდენიმე მინი-სტუდია მოქმედებდა და ბევრი ჩემს ამბიციას არარეალურად მიიჩნევდა. ჯანსაღი ცხოვრების სტილი ”მოდური” რომ გამეხადა, უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა. იმ ეტაპზე, აქცენტს ფიზიკურ ვარჯიშზე ვაკეთებდით: ადამიანებს ჭარბი წონის პრობლემის დაკლებაში ვეხმარებოდით. განვითარების ეტაპები იოგამ ყველა ქვეყანაში გაიარა. ჩვენც ამ პრინციპით ვოპერირებდით და სიახლეებს ეტაპობრივად ვნერგავდით.

2,5 წლის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავედით - ემოციურსა და გონებრივ დონეზე, ფიზიკურ პრაქტიკას სხვადასხვა მიმდინარეობა დავუმატეთ და ადამიანებმა ”ხათხას”, ”კუნდალინი კრის”, ”აშტანგას” შესახებ შეიტყვეს: იოგა ხომ რეალურად ენერგიის პრაქტიკაა, იოგას ნამდვილი ოსტატი ფიტნესინსტრუქტორი კი არა, არამედ - ჩვენსა და კოსმოსს შორის ენერგიის ”გამტარია”. მის მიერ შედგენილი ყველა პროგრამა სუნთქვით, მედიტაციურ, სარელაქსაციო ან ფიზიკურ დატვირთვას ატარებს. ამისთვის აქტიურად დავიწყეთ პედაგოგების გაძლიერება, რაც რთულია: ინდოეთში სულ 5 წამყვანი უნივერსიტეტი არსებობს, სადაც იოგას ფილოსოფიას ყველაზე მაღალ დონეზე - ანატომიასთან, ფსიქოლოგიასა და სხვა საგნებთან ერთად ასწავლიან.

დღეს იოგას სტუდიები ყოველ ნაბიჯზე გაჩნდა, ამიტომაც გირჩევთ, სანამ იქ სიარულს დაიწყებთ, გაიგეთ, ვინ არის მასწავლებელი, რა დიპლომებს, სერტიფიკატებს ფლობს და შემდეგ ის სასწავლებლები ინტერნეტშიც გადაამოწმეთ. გახსოვდეთ: ყველა სტუდია ვალდებულია, ახალმისულს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოჰკითხოს და შედეგად მისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო პრაქტიკა შეურჩიოს, რადგან არაპროფესიონალურმა სწავლებამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ბევრი ადამიანი სწორედ ტრავმის მიღების შემდეგ მოგვმართავს. მაგალითად, მოსკოვში ჩემს ცენტრს რეაბილიტაციის მიზნით, ბევრი ყოფილი სპორტსმენი სტუმრობს.

- მოგვიყევით იმ სიახლეების შესახებ, რომლებსაც იანვრიდან გეგმავთ.

- იანვრიდან ”იოგა ანანდა” სრულიად ახალ ეტაპზე გადადის: ვაყალიბებთ კლუბს, ვანახლებთ პედაგოგებს, ვამატებთ ახალ პროგრამებს და პაკეტებს - სხვადასხვა პაკეტის მფლობელები სხვადასხვა სივრცეში ივარჯიშებენ. ჩვეულებრივი გაკვეთილები `ასპრიას~ ფიტნესქსელში ჩატარდება, ”ანანდას” ტერიტორია კი მხოლოდ კლუბის წევრებს დაეთმობა, სადაც გაკვეთილები ჩატარდება სტანდარტული VIP ჯგუფებისთვის, 4-5 ადამიანისგან შემდგარი მინი -ჯგუფებისთვის და ინდივიდუალურ ფორმატში. ვცდილობთ, დავნერგოთ ტენდენცია, რომ იოგა მხოლოდ ”ელიტისთვის” არ არის.

იანვრიდან ქართულ ბაზარზე უპრეცედენტო პაკეტს - სტრეს-მენეჯმენტის მიმართულებით კორპორაციულ პროგრამებსაც ვნერგავთ: ეს საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკაა, მსოფლიოს უამრავი ლიდერი მიმართავს. მისი პრინციპი გამოძახებით სესიებს ეყრდნობა: იოგას ოსტატი კომპანიის ტოპმენეჯერებთან სამსახურში მივა და 15-20-წუთიანი მოკლე პროგრამით ავარჯიშებს. შემოგთავაზებთ საინტერესო სემინარებს და ვორქშოპებსაც, კლუბის წევრებისთვის კი ინდოეთში სპეციალურ ტურებს მოვაწყობთ.

ამ ეტაპზე ”იოგა ანანდა” პირველად საქართველოში ”ჰილინგის” (”მკურნალობის”) პრაქტიკასაც ნერგავს, ვგეგმავთ მედიტაციის კლასის გახსნასაც. მედიტაცია ღმერთებისადმი თაყვანისცემას სულაც არ ნიშნავს, ეს პრაქტიკა საკუთარ თავთან ჰარმონიული მდგომარეობის შექმნაში გვეხმარება. _ იოგას რომელი მიმდინარეობა დამკვიდრდა ყველაზე მასობრივად საქართველოში?

_ ”აშტანგა იოგა”, რადგან დინამიკურია, ”ხათხას” ვარიაციას წარმოადგენს, რომელიც ევროპელებისთვის გამოიგონეს და რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში მოდურია. თუმცა ”აშტანგაში” სისწრაფეზე მეტად მნიშვნელოვანი სწორი მოძრაობაა, თუ რამეს არასწორად გააკეთებ, ჩათვალე, რომ ხერხემალს დაიზიანებ. ასევე, ადამიანი კონკრეტულ მასწავლებელს არ უნდა ”მიეჯაჭვოს”, იოგა მხოლოდ საკუთარ თავთან ვარჯიშია, პედაგოგი კი - ენერგიის გამტარი, ამიტომ მის მიმართ ფანატიზმი ან დამოკიდებულება ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს. მთავარია, რომ ყველა მოძრაობა კარგად აითვისოთ და როდესაც კლუბში/დარბაზში მისვლას ვერ ახერხებთ, ვარჯიში დამოუკიდებლადაც შეძლოთ.

კაუშალ ნარაიან ჯჰა, იოგას ოსტატი:

- ჩემი სამაგისტრო ნაშრომი იოგას თერაპიის ინტეგრირებულ მიდგომას ეხებოდა - სხვადასხვა სამკურნალო მეთოდს იოგასთან ერთად, ერთ სისტემაში ვაერთიანებთ და იმ ადამიანებს ვმკურნალობთ, რომლებიც სხვადასხვა სახის ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს უჩივიან. ყველას ინდივიდუალური პროგრამა სჭირდება, რომელიც მისი პრობლემისკენ მიმართული აქტივობებითაა შედგენილი. ამავდროულად, აუცილებელია, ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ იოგას სრული მნიშვნელობა გონებრივი, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობაა, რაც ვარჯიშისადმი კომბინირებულ მიდგომას გულისხმობს. იოგას სახელწოდება სიტყვა ”იოგიდან” მომდინარეობს, რაც სანსკრიტში გაერთიანებას ნიშნავს, სწორედ ამას ემყარება იოგას პროცესიც - გაერთიანდე მთლიან სამყაროსთან, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებსაც ისე უყურო და მოექცე, როგორც საკუთარ თავს.

ახალმოსულებს იოგას და სატრენაჟორო ვარჯიშებს შორის განსხვავებასაც ვუხსნით ხოლმე. იოგას პრაქტიკის შემდეგ, დაღლილობის მაგივრად ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თანაც, ყოველი მოძრაობა სუნთქვასთან შეწყობით მიმდინარეობს და სხეულის, სუნთქვის და გონების გაერთიანებულ მუშაობას წარმოადგენს, ერთდროულად სხეულს ტვირთავ, სუნთქავ და მედიტირებ. ჩვენი სუნთქვითი ტექნიკა ადამიანებს საგრძნობლად ეხმარება მოწევისთვის თავის დანებებაში. სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს შეიძლება საგრძნობლად დაიკუნთოთ, მაგრამ თუ გარკვეული დროის განმავლობაში ვარჯიშს ვეღარ შეძლებთ, იმდენად მოდუნდებით, რომ საწყის ფორმაში ჩადგომა გაგიჭირდებათ. იოგა დაკუნთვის ნაცვლად, მათ გაწელვაზე ორიენტირდება, შედეგად ძვლის მოტეხილობების მიღების ნაკლები შენსი გაქვთ.

თუ ადამიანი იოგას სისტემატურად ვარჯიშობს, ჭარბი წონა არასოდეს შეაწუხებს. მეორე მხრივ, ჭარბი წონა იოგას პრაქტიკაში ხელს არ უშლის. ჯანსაღ დიეტას კი არა მხოლოდ ჭარბწონიანებს, არამედ _ ყველას ვთავაოზობთ, მათ გარეშე გარკვეული შედეგის მისაღებად მეტი დროა საჭირო. დაბოლოს, გახსოვდეთ, იოგა რთული ილეთების შესრულებას არ ემყარება, ასე რომ, თუ ამა თუ იმ მოძრაობის გაკეთება ძალიან გიჭირთ, ეს თქვენი ოსტატის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. _ რა პროცესია `ჰილინგი~?

-”ჰილინგი” სხეულის, გონებისა და ემოციის ჯანსაღი მდგომარეობაა. ის სხვადასხვა სახისაა -”ფრანა”, ”მანტრა”, ხმოვანი და ა.შ. ”რეიკი” ”ჰილინგის” იაპონური მეთოდია. `ჰილინგის~ დროს ადამიანს არაფრის გაკეთება არ უწევს, ოსტატი მისკენ პოზიტიურ ენერგიას მიმართავს. საწყის ეტაპზე მათი `სკანირება~ და ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდა ხდება, შემდეგ კი კონკრეტულ პრობლემებზე ვმუშაობთ.

უკვე 10-12 წელია, ”ჰილინგის” პრაქტიკას მივდევ. დღეისათვის ერთ სეანსში მისი სხვადასხვა მეთოდის ინტეგრირებას ვახდენ, ესენია: ”რეიკი”, ”მანტრა”, ”აქუ-თერაპია”, ”შეხება”. ”ჰილინგი” იდეალურია როგორც სხვადასხვა ტრავმის, ფიზიკური და ემოციური პრობლემების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნით დაავადებულებისთვისაც, თუმცა მისი გაკეთება უბრალოდ რელაქსაციის და დადებითი ენერგიით დამუხტვის მიზნითაც შეგიძლიათ. ”იოგა ანანდას” ამ თვეში ”ჰილინგის” პროცედურისთვის 8 პაციენტმა მიმართა და ყველა 100%-ით განიკურნა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი