მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა სიახლე, რაც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე გელით
ყველა სიახლე, რაც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე გელით

10 დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი იხ­სნე­ბა. 2017 წლის სე­ზონ­ზე, ზამ­თრის დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს კარ­გად ცნო­ბილ და გა­ნახ­ლე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე უამ­რა­ვი სი­ახ­ლე დახ­ვდე­ბათ.

მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლის თქმით, წელს ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ცხრა სა­ბა­გი­რო და­ე­მა­ტა, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბის ფა­სიც, ონოფ­რიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ბა­კუ­რი­ან­ში, დიდ­ველ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სამ­თო ცი­გით სარ­გებ­ლო­ბა, 30-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი 25 დე­კემ­ბერს კუ­რორ­ტი მი­ტარ­ბი გა­იხ­სნე­ბა, რო­მელ­ზეც სამი სა­ბა­გი­რო იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. მი­ტარ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მო­მა­ვალ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტია და­გეგ­მი­ლი:

"ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლი აქვს ახა­ლი გზის გაყ­ვა­ნა სო­ფელ მი­ტარ­ბში, აგ­რეთ­ვე, წყლის სის­ტე­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია," - გან­მარ­ტავს ონოფ­რიშ­ვი­ლი.

კუ­რორტ მი­ტარბზე სას­ტუმ­რო­ე­ბი ჯერ არ აშე­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბით, კუ­რორ­ტი ბა­კუ­რი­ა­ნი­დან 5 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზეა, ხოლო სა­ბა­გი­რო სამი კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ვი­ზი­ტო­რებს სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ნაკ­ლე­ბად შე­ექ­მნე­ბათ:

"მი­ტარ­ბში სას­ტუმ­რო­ე­ბი აშე­ნე­ბუ­ლი არ არის, რად­გან სივ­რცი­თი და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ექტს ვე­ლო­დე­ბით და შემ­დეგ ინ­ვეს­ტო­რებს მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ," - აღ­ნიშ­ნავს ონოფ­რიშ­ვი­ლი.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კი­დევ ერთი ინო­ვა­ცი­აა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბი - წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნის­თვის მათი სიგ­რძე 57 კი­ლო­მეტ­რი­დან 70-მდე გა­ი­ზარ­და.

ზამ­თრის ოთხ კუ­რორტზე - გუ­და­ურ­ში, სვა­ნეთ­ში, გო­დერძსა და ბა­კუ­რი­ან­ში, წელს, სა­ბა­გი­როს ერთი აბო­ნი­მენ­ტით სარ­გებ­ლო­ბა შე­გეძ­ლე­ბათ, რაც ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია:

გო­დერ­ძი - ფოტო: ამო ქინ­ქლა­ძე

"შარ­შან, წლის ბო­ლოს და­ვი­წყეთ ადაპ­ტა­ცია და წელს ამ პრაქ­ტი­კას თა­ვი­დან­ვე დავ­ნერ­გავთ. ვი­ზი­ტო­რებს მო­ვუ­წო­დებთ, შე­ი­ძი­ნონ აბო­ნი­მენ­ტი, ყო­ველ­თვის ჰქონ­დეთ და მას­ზე თვი­თონ­ვე ჩა­რი­ცხონ, რა თან­ხაც უნ­დათ. შემ­დეგ ისი­ნი თვი­თონ გან­სა­ზღვრა­ვენ რამ­დე­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მას," - აღ­ნიშ­ნავს ონოფ­რიშ­ვი­ლი.

წელს სი­ახ­ლეა უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, მა­გა­ლი­თად, თუ შარ­შან კუ­რორ­ტებ­ზე 16 პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი პატ­რუ­ლი­რებ­და, წელს მათი რა­ო­დე­ნო­ბა 75-ით გა­იზ­რდე­ბა: "აგ­რეთ­ვე შე­ვი­ტა­ნეთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც ნას­ვამ ადა­მი­ან­ზე და­წეს­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა, ხოლო ვინც უსაფრ­თხოდ არ ის­რი­ა­ლებს, ის სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას მი­ი­ღებს," - აღ­ნიშ­ნავს სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, ამ სე­ზონ­ზე ზამ­თრის კუ­რორ­ტებს მთის მე­ნე­ჯე­რე­ბი ეყო­ლე­ბა, რო­მელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია - "მათ აქვთ უფ­ლე­ბა, მარ­თონ სამ­თო კუ­რორ­ტი, თქვან რა, რა­ტომ და რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს," - გან­მარ­ტავს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს მთის კუ­რორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­მა­ვალ წელს სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი ზამ­თრის კუ­რორ­ტი შე­ე­მა­ტე­ბა:

"კუ­რორტ ბახ­მა­როს სივ­რცი­თი და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და 2017 წელს მისი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის სა­ბო­ლოო სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა. ასე­ვე, გუ­და­ურ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ტბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კობი-გუ­და­უ­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პრო­ექ­ტია," - აღ­ნიშ­ნავს ონოფ­რიშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტო­რებს ერ­თდრო­უ­ლად შვი­დი სამ­თო კუ­რორ­ტი - გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი, თეთ­ნულ­დი, ჰაწ­ვა­ლი, კოხ­ტა, მი­ტარ­ბი და დიდ­ვე­ლი მი­ი­ღებს, რო­მელ­თა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა სა­მო­მავ­ლო­დაც იგეგ­მე­ბა.

მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს, გუ­და­უ­რის, ბა­კუ­რი­ა­ნი­სა და გო­დერ­ძის სა­ბა­გი­რო­ე­ბის გახ­სნა 10 დე­კემ­ბერ­საა და­გეგ­მი­ლი, თვის ბო­ლომ­დე ეტა­პობ­რი­ვად გა­იხ­სნე­ბა სხვა სა­კუ­რორ­ტო ზო­ნე­ბიც.

სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი შარ­შან 12 მა­ისს და­ი­ხუ­რა და წელ­საც, მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დამ­სვე­ნებ­ლებს ჰპირ­დე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე გას­ტანს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ყველა სიახლე, რაც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე გელით

ყველა სიახლე, რაც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე გელით

10 დეკემბრიდან საქართველოში ზამთრის კურორტები იხსნება. 2017 წლის სეზონზე, ზამთრის დასვენების მოყვარულებს კარგად ცნობილ და განახლებულ კურორტებზე უამრავი სიახლე დახვდებათ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის თქმით, წელს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურას ცხრა საბაგირო დაემატა, რომლით სარგებლობის ფასიც, ონოფრიშვილის განმარტებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყელაზე ხელმისაწვდომია.

ბაკურიანში, დიდველზე შესაძლებელი იქნება სამთო ციგით სარგებლობა, 30-წლიანი პაუზის შემდეგ კი 25 დეკემბერს კურორტი მიტარბი გაიხსნება, რომელზეც სამი საბაგირო იფუნქციონირებს. მიტარბის განვითარებისთვის მომავალში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი:

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ახალი გზის გაყვანა სოფელ მიტარბში, აგრეთვე, წყლის სისტემების რეაბილიტაცია," - განმარტავს ონოფრიშვილი.

კურორტ მიტარბზე სასტუმროები ჯერ არ აშენებულა, თუმცა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, კურორტი ბაკურიანიდან 5 კილომეტრის მანძილზეა, ხოლო საბაგირო სამი კილომეტრითაა დაშორებული, შესაბამისად ვიზიტორებს საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები ნაკლებად შეექმნებათ:

"მიტარბში სასტუმროები აშენებული არ არის, რადგან სივრცითი დაგეგმარების პროექტს ველოდებით და შემდეგ ინვესტორებს მშენებლობის დაწყების საშუალება ექნებათ," - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით, კიდევ ერთი ინოვაციაა განახლებული სათხილამურო ტრასები - წლევანდელი სეზონისთვის მათი სიგრძე 57 კილომეტრიდან 70-მდე გაიზარდა.

ზამთრის ოთხ კურორტზე - გუდაურში, სვანეთში, გოდერძსა და ბაკურიანში, წელს, საბაგიროს ერთი აბონიმენტით სარგებლობა შეგეძლებათ, რაც ინოვაციური პროექტია:

გოდერძი - ფოტო: ამო ქინქლაძე

"შარშან, წლის ბოლოს დავიწყეთ ადაპტაცია და წელს ამ პრაქტიკას თავიდანვე დავნერგავთ. ვიზიტორებს მოვუწოდებთ, შეიძინონ აბონიმენტი, ყოველთვის ჰქონდეთ და მასზე თვითონვე ჩარიცხონ, რა თანხაც უნდათ. შემდეგ ისინი თვითონ განსაზღვრავენ რამდენი დღის განმავლობაში და როგორ გამოიყენებენ მას," - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

წელს სიახლეა უსაფრთხოების მიმართულებითაც, მაგალითად, თუ შარშან კურორტებზე 16 პატრულის თანამშრომელი პატრულირებდა, წელს მათი რაოდენობა 75-ით გაიზრდება: "აგრეთვე შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რის მიხედვითაც ნასვამ ადამიანზე დაწესდება ადმინისტრაციული ჯარიმა, ხოლო ვინც უსაფრთხოდ არ ისრიალებს, ის სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს," - აღნიშნავს სანდრო ონოფრიშვილი.

გარდა ამისა, ამ სეზონზე ზამთრის კურორტებს მთის მენეჯერები ეყოლება, რომელთა სერტიფიცირებაც უკვე დასრულებულია - "მათ აქვთ უფლება, მართონ სამთო კურორტი, თქვან რა, რატომ და როგორ უნდა გაკეთდეს," - განმარტავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს მთის კურორტებთან დაკავშირებით, მომავალ წელს საქართველოს კიდევ ერთი ზამთრის კურორტი შეემატება:

"კურორტ ბახმაროს სივრცითი დაგეგმარების პროექტის შემუშავება უკვე დაწყებულია და 2017 წელს მისი განვითარების გეგმის საბოლოო სურათი გვექნება. ასევე, გუდაურში ხელოვნური ტბის მშენებლობა დაიწყება, განხორციელდება კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროების მშენებლობა, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი პროექტია," - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად საქართველოში ვიზიტორებს ერთდროულად შვიდი სამთო კურორტი - გუდაური, გოდერძი, თეთნულდი, ჰაწვალი, კოხტა, მიტარბი და დიდველი მიიღებს, რომელთა ინფრასტრუქტურის განვითარება სამომავლოდაც იგეგმება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წელს, გუდაურის, ბაკურიანისა და გოდერძის საბაგიროების გახსნა 10 დეკემბერსაა დაგეგმილი, თვის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება სხვა საკურორტო ზონებიც.

საკურორტო სეზონი შარშან 12 მაისს დაიხურა და წელსაც, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი დამსვენებლებს ჰპირდება, რომ შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში საკურორტო სეზონი აპრილის ბოლომდე გასტანს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"