სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოგრაფების საქმის" აქამდე უცნობი დეტალები, რომელიც პროკურატურამ ბრიფინგზე გაასაჯაროვა
"ფოტოგრაფების საქმის" აქამდე უცნობი დეტალები, რომელიც პროკურატურამ ბრიფინგზე გაასაჯაროვა

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი.

პრო­კუ­რორ კოკა კა­ცი­ტა­ძის თქმით, ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხე­ლა­ხა­ლი სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, და­ი­კი­თხნენ ახა­ლი მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, შეს­წავ­ლილ იქნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო საქ­მის მა­სა­ლე­ბი, მო­პო­ვე­ბულ იქნა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ თი­თო­ე­ულ ამ საქ­მე­ში მო­ი­პო­ვა უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რის შემ­დე­გაც გა­მოვ­ლე­ნილ იქ­ნენ ამ და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და თა­ვის მხრივ და­დას­ტურ­და ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა მათ­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ე.წ. "ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის საქ­მე­ზე", ძა­ლა­დო­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს შსს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი, ხოლო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის N8 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა მისი ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ.

ამავდრო­უ­ლად, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის: გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძის, ირაკ­ლი და ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძე­ე­ბის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვის თა­ო­ბა­ზე და პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ მი­მართ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის დად­გო­მას მო­ი­თხოვს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტარ­და ხე­ლა­ხა­ლი სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხნენ ახა­ლი მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, შეს­წავ­ლილ იქნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო საქ­მის მა­სა­ლე­ბი, მო­პო­ვე­ბულ იქნა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ თი­თო­ე­ულ ამ საქ­მე­ში მო­ი­პო­ვა უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რის შემ­დე­გაც გა­მოვ­ლე­ნილ იქ­ნენ ამ და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და თა­ვის მხრივ და­დას­ტურ­და ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა მათ­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ი­დუმ­ლო გრი­ფის მიმ­ნი­ჭე­ბელ უწყე­ბებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ახ­დი­ნა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის საქ­მის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მა­სა­ლის და დო­კუ­მენ­ტის გან­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, რის შემ­დე­გაც მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც აქამ­დე არ იყო ცნო­ბი­ლი და ასე­ვე გა­ვაც­ნოთ ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე, ევ­რო­პის პრეს სა­ა­გენ­ტოს ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­დნენ 2011 წლის 26 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვის და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მათ მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტო­ებ­მა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან პრეს სა­ა­გენ­ტო­ებ­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბო­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინგზე.

სწო­რედ ამ ფაქ­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­დე­გად, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, 2011 წლის 7 ივ­ლისს, შსს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით, ღა­მის სა­ა­თებ­ში, სა­გან­გე­ბოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გზით, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძე.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის და­კა­ვე­ბამ­დე, შსს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებ­და ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ფა­რულ მი­ყუ­რა­დე­ბას. ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე 2004 წლი­დან დღემ­დე მუ­შა­ობს ევ­რო­პის პრეს სა­ა­გენ­ტოს "ეპა"-ს ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რად, რომ­ლის სა­თაო ოფი­სი მდე­ბა­რე­ობს ფრან­კფურ­ტში, ხოლო ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით ქ.მოს­კოვ­ში. თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძეს ხში­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ჰქონ­და ხსე­ნე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, რო­მელ­თაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჰო­ნო­რა­რის სა­ნაც­ვლოდ უგ­ზავ­ნი­და რო­გორც მის მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­სუ­რა­თებს, ასე­ვე ამ სა­ა­გენ­ტოს სტრინ­გე­რე­ბის - უშ­ტა­ტო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის: ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის და გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც.

სწო­რედ, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძის, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის და გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი - ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რო­ბა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად სა­მარ­თა­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან მათი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბის ლე­გენ­დის შექ­მნას.

კერ­ძოდ, გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 2004 წელს ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე ქ.მოს­კოვ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბის დროს გა­სამ­რჯე­ლოს და­პი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის გა­და­ბი­რე­ბუ­ლი იქნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. მათი ორ­გა­ნი­ზე­ბით ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე თით­ქოს სის­ტე­მა­ტი­უ­რად უგ­ზავ­ნი­და ევ­რო­პის პრეს სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ ფო­ტო­ებს და მა­სა­ლებს, რომ­ლებ­საც ქურ­ცი­კი­ძე მო­ი­პო­ვებ­და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტო­რის ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­ცენ­ტრის ფო­ტოგ­რა­ფის გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის­გან, რომ­ლებ­მაც თით­ქოს­და იცოდ­ნენ ქურ­ცი­კი­ძის რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად ფო­ტოგ­რა­ფე­ბის მიერ შექ­მნილ ჯა­შუ­შურ ქსელს დახ­მა­რე­ბას ასე­ვე უწევ­დათ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის მე­უღ­ლე, ფო­ტოგ­რა­ფი ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძე.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ხსე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბით ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის და­კა­ვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თბი­ლის­ში და­ი­წყო პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ს­მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წნე­ხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან საქ­მის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ი­წყეს ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა და შან­ტა­ჟი, რათა შე­დე­გად მათ მი­ე­ღოთ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­საც გა­ა­სა­ჯა­რო­ებ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იყ­ვან­დნენ შეც­დო­მა­ში და ამ გზით შე­ეც­დე­ბოდ­ნენ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის ჩა­ცხრო­მას.

ამ მიზ­ნით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე, მათ­თან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად შე­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს შსს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცი­ხის მძი­მე პი­რო­ბე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის მუ­ქა­რით და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და ჯა­შუ­შურ ქსელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რას. ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ და­კა­ვე­ბულ ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძეს და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვილ­მა წა­რუდ­გი­ნა სახ­ლის ჩხრე­კის დროს კომ­პი­უ­ტე­რი­დან უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფოტო და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის არ მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში და­ე­მუქ­რა მისი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბით, რის შე­დე­გა­დაც ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძე გახ­და ცუ­დად და დას­ჭირ­და ექი­მის დახ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო ასე­ვე აჩ­ვე­ნეს და­კა­ვე­ბულ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს და და­ე­მუქრნენ მისი გავ­რცე­ლე­ბით.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლეს ცოლ-ქმარ­მა ნა­თე­ლა და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე­ებ­მა და ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ ხელი მო­ე­წე­რათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ წი­ნას­წარ შე­თხზუ­ლი ცრუ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის­თვის, რის შემ­დე­გაც ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან, ხოლო ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს სა­მო­მავ­ლოდ შე­პირ­დნენ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას და გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძეს­თან და ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძეს­თან ერ­თად გა­და­იყ­ვა­ნეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ცი­ხე­ში ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე, სა­პყრო­ბი­ლის დი­რექ­ტო­რის ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით და დახ­მა­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან მათ მი­მართ გაგ­რძელ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, რა­საც სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. მათ საკ­ნებ­ში არ ქრე­ბო­და შუქი და საკ­ნე­ბი აყ­ვა­ნი­ლი იყო მუდ­მივ ვი­დეო კონ­ტროლ­ზე. ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის და­ვა­ლე­ბით პა­ტიმ­რე­ბი აჰ­ყავ­დათ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­დაც და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად აგ­რძე­ლებ­და მუ­ქა­რას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად. სა­ბო­ლო­ოდ, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად, 8 დღის შემ­დეგ, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე და გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძეც და­ი­თან­ხმეს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, მათ სა­გან­გე­ბოდ შე­ას­წავ­ლეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი ჩვე­ნე­ბა, რა­საც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­ო­რე­ბი­ნებ­დნენ და­კა­ვე­ბუ­ლებს, რათა ად­ვო­კა­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით არა­ფე­რი შეშ­ლო­დათ. მე­ო­რე დღეს კი მათი დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ვი­დე­ო­კა­მე­რა­ზე ჩა­წე­რეს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, რა­საც ად­ვო­კა­ტე­ბის მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. საქ­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას სწო­რედ ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი პრო­ტეს­ტი უშ­ლი­და ხელს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძეს და ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძეს და­ა­წე­რი­ნეს გან­ცხა­დე­ბე­ბი და უარი ათ­ქმე­ვი­ნეს მათ დამ­ცველ ად­ვო­კა­ტებ­ზე, რის შემ­დე­გაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­თხოვ­ნით და რე­კო­მენ­და­ცი­ით საქ­მე­ში სხვა ად­ვო­კა­ტე­ბი ჩა­ერ­თვნენ, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძეს­თან, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძეს­თან, ირაკ­ლი და ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძე­ებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ში.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, კი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებს მკაც­რად აუკ­რძა­ლეს ამ თე­მა­ზე ყო­ველ­გვა­რი სა­უ­ბა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში.

კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, ხოლო N8 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იქნა მი­ცე­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 5 დან 8 წლამ­დე ვა­დით.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას ამ და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი სხვა მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად.

გარ­და ამი­სა, უკა­ნო­ნოდ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძის, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის, ირაკ­ლი და ნა­თე­ლა გე­დე­ნი­ძე­ე­ბის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლის უფ­ლე­ბის არ­სე­ბი­თად დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩვენ მივ­მარ­თავთ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ახ­ლად­გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვის მო­თხოვ­ნით", - გა­ნა­ცხა­დეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ფოტოგრაფების საქმის" აქამდე უცნობი დეტალები, რომელიც პროკურატურამ ბრიფინგზე გაასაჯაროვა

"ფოტოგრაფების საქმის" აქამდე უცნობი დეტალები, რომელიც პროკურატურამ ბრიფინგზე გაასაჯაროვა

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი.

პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. "ფოტორეპორტიორების საქმეზე", ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში.

გარდა ამისა, პროკურატურამ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მოახდინა ფოტორეპორტიორების საქმის ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება, რის შემდეგაც მოგვეცა საშუალება საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი და ასევე გავაცნოთ ახალი გამოძიებით დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტები.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.

სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე.

ფოტორეპორტიორების დაკავებამდე, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს "ეპა"-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით ქ.მოსკოვში. თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების - უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.

სწორედ, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ განხორციელებული - ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართადამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.

კერძოდ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ.მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრეს სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდათ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე.

სამართალდამცავების მიერ ხსენებული ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავებას საზოგადოებაში და საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თბილისში დაიწყო პერმანენტული აქციები ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მოთხოვნით. იმჟამინდელი ხელისუფლება მასმედიის და საზოგადოების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. საზოგადოება პროკურატურისგან საქმის გასაჯაროებას და უკანონოდ დაკავებული ფოტორეპორტიორების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.

ყოველივე ამის შედეგად, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოებას შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას.

ამ მიზნით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათელა გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც ნათელა გედენიძე გახდა ცუდად და დასჭირდა ექიმის დახმარება. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.

განხორციელებულ ზეწოლას ვერ გაუძლეს ცოლ-ქმარმა ნათელა და ირაკლი გედენიძეებმა და ისინი იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებისთვის, რის შემდეგაც ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.

ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეო კონტროლზე. ალექსანდრე მუხაძის დავალებით პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად. საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. მეორე დღეს კი მათი დამცველი ადვოკატების მონაწილეობით ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქმის წარმატებით დასრულებას სწორედ ადვოკატების მიერ გამოთქმული პროტესტი უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს დააწერინეს განცხადებები და უარი ათქმევინეს მათ დამცველ ადვოკატებზე, რის შემდეგაც პროკურატურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით და რეკომენდაციით საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი და ნათელა გედენიძეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, კი ფოტორეპორტიორებს მკაცრად აუკრძალეს ამ თემაზე ყოველგვარი საუბარი საჯარო სივრცეში.

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.

გარდა ამისა, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ