"1 წლის წინ მოიყვანა ცოლი... ბავშვობაში მასაც სიმსივნე ჰქონია და დაუმარცხებია" - გირშელ ჯავახიშვილის სიყვარული და ტრაგიკული სიკვდილი

"1 წლის წინ მოიყვანა ცოლი... ბავშვობაში მასაც სიმსივნე ჰქონია და დაუმარცხებია" - გირშელ ჯავახიშვილის სიყვარული და ტრაგიკული სიკვდილი

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი გარდაიცვალა. პიანისტი, რომელიც ქართველ მაყურებელს გადაცემა "ვანოს შოუდან" ახსოვს, 35 წლის იყო. ის 5 წლის მანძილზე ებრძოდა სიმსივნეს.

2010 წელს გირშელი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში წავიდა და ბოლო წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. 2011 წელს ჯაზ-პიანისტს ძვლის სიმსივნე დაუდგინდა. ქიმიოთერაპიამ შედეგი გამოიღო და რემისია 2 წელიწადს გაგრძელდა. 2016 წლის დასაწყისში კი სიმსივნე სწრაფად განვითარდა ახალგაზრდის ორგანიზმში.

AMBEBI.GE თეო თოფჩიშვილს, მისი ბავშვობის მეგობარს ესაუბრა:

- გირშელს დაავადება რომ აღმოაჩნდა, რაღაც ეტაპზე იმკურნალა, კარგად გრძნობდა თავს... იმის გამო, რომ ბოლო 6 წელი ამერიკაში ცხოვრობდა, ყველა დეტალი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაურთულდა, ფაქტია, ორგანიზმში მეტასტაზები იყო წასული...

წაიკითხეთ: "ჯაზმენი იყო სულით და მაგ სულს ვუძღვნი..."

ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა. სამწუხაროდ, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, ჯერ ხერხემალზე გაუკეთდა ოპერაცია... ბოლოს საერთოდ ვეღარ ინძრეოდა, ხელ-ფეხს ვეღარ ამოძრავებდა. აქაც და ამერიკაშიც ქველმოქმედების შედეგად, 50.000 დოლარი შეუგროვდა, მაგრამ მკურნალობამ შედეგი ვეღარ გამოიღო. დაავადების დამარცხება ვეღარ შეძლო...

- მის ამერიკულ ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- უნიჭიერესი მუსიკოსი იყო, ჯაზ-ბენდში უკრავდა, მაგრამ როცა უკვე დამძიმდა მდგომარეობა, სახლში იყო, გარეთ ვეღარ გადიოდა, ვერ მუშაობდა, ლოგინად ჩავარდა... ერთი წლის წინ ცოლი მოიყვანა, მშვენიერი, ფერადკანიანი გოგონა, რომელიც ჯაზ-ფესტივალზე გაიცნო, ისიც მუსიკოსია, ვოკალისტი. თურმე, ბავშვობაში მასაც სიმსივნე ჰქონია, მაგრამ დაუმარცხებია.

- გირშელს ბავშვობიდან იცნობდით?

- კი, ერთად ვიზრდებოდით, სულ პატარობიდან, - საბურთალოზე, ერთ სახლში ვცხოვრობდით, ჩვენ მეორეზე სართულზე ვიყავით, მათი ოჯახი - პირველზე. ოჯახებით ვმეგობრობდით. ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ბედნიერი დღე და წელიწადი გვაქვს ერთად გატარებული. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. ისე უყვარდა სიცოცხლე, მუსიკა, მეგობრები... მასზე წარსულში ლაპარაკი ძნელია...

მისმა დედამ ჩემი ძმის ბავშვი მონათლა ამერიკაში (ჩემი ძმაც იქ ცხოვრობს). ფაქტობრივად, დავნათესავდიც კიდეც... გირშელის დედა 15 წელია, რაც იქ ცხოვრობს, რომელსაც მოგვიანებით ნიუ-იორკში გირშელიც შეუერთდა... არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ნიჭიერი, თბილი, კრეატიული, - ყველაფერი კარგი და საუკეთესო მასში იყო თავმოყრილი... საქართველო რომ დატოვა, დამენანა, მაგრამ აქ როგორც იტყვიან, ფრთები ვერ გაშალა, ვიმეორებ, ნიჭიერი კლავიშისტი იყო...

- როდის მოხდება მისი გადმოსვენება?

- ეგ საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. გირშელის ძმა ამერიკაში გუშინ გაფრინდა...

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ბოლო წუთამდე ვერაგ დაავადებას ებრძოდა, მაინც ვერ აჯობა! ამ ამბავმა ყველას სული გაგვიმწარა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი