პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს სიკვდილი საქართველოში? - 10 000 ლარიანი სასახლე, 6 800 ლარიანი საფლავი და VIP-კლასის სერვისები
რა ღირს სიკვდილი საქართველოში? - 10 000 ლარიანი სასახლე, 6 800 ლარიანი საფლავი და VIP-კლასის სერვისები

რა ღირს სიკ­ვდი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა თან­ხაა სა­ჭი­რო მხო­ლოდ დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად. სა­სახ­ლე, მა­ცი­ვა­რი, სა­რი­ტუ­ა­ლო ატ­რი­ბუ­ტე­ბი, კა­ტა­ფალ­კით მომ­სა­ხუ­რე­ბა, და ა.შ. სა­რი­ტუ­ა­ლო დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო­ე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს VIP და ეკო­ნომ კლა­სის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჭი­რი­სუ­ფალს სა­საფ­ლა­ოს შერ­ჩე­ვის­თვის ზრუნ­ვა არ უწევს, დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯე­ბი, მი­ნი­მუმ, 700 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

რო­გორც კერ­ძო კომ­პა­ნია "თბილ­ბი­უ­როს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, ბი­უ­რო­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ბი­უ­როს ყვე­ლა­ნა­ი­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა აქვს და 24 სა­ა­თი­ა­ნი გრა­ფი­კით მუ­შა­ობს. სა­სახ­ლის ფა­სე­ბი სხვა­დას­ხვაა, 200 ლა­რი­დან იწყე­ბა და 10 ათას ლა­რამ­დეც ადის. რაც შე­ე­ხე­ბა მგზავ­რო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. კი­ლო­მეტ­რი 50 თეთ­რი ღირს. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის მომ­ზა­დე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 ლა­რი­დან 200 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ხოლო მა­ცივ­რის სა­ფა­სუ­რი 150-250 ლარს შე­ად­გენს," - გა­ნა­ცხა­დეს "თბილ­ბი­უ­რო­ში".

თბი­ლის­ში სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბას კომ­პა­ნია "ჰერ­მე­სი" ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. კომ­პა­ნი­ას სხვა­დას­ხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა აქვს.

გარ­დაც­ვლი­ლის გა­და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა - კა­ტა­ფალ­კა:

მერ­სე­დე­სი - 80 ლარი

კა­დი­ლა­კი - 150 ლარი

52-ად­გი­ლი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი - 150 ლარი.

სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­რი­ტუ­ა­ლო ნივ­თე­ბი:

სუ­და­რა - 25 ლარი

შან­და­ლი - 20 ლარი

მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ტახ­ტი - 55 ლარი

ხის ჯვა­რი - 5 ლარი

რაც შე­ე­ხე­ბა სა­საფ­ლა­ო­ებს, თბი­ლის­ში 60-მდე სა­საფ­ლა­ოა, აქე­დან 31 "ჰერ­მე­სის" მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ არის. გან­სხვა­ვე­ბუ­ლია საფ­ლა­ვის ფა­სე­ბიც. საფ­ლა­ვე­ბი ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ყო­ფი­ლი. ე.წ I, II, III და IV ფა­სი­ა­ნია, V უფა­სო. თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თად­გი­ლი­ა­ნი საფ­ლა­ვი პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში მაქ­სი­მუმ 2 ათა­სი, გა­რე­უ­ბან­ში კი - 50 ლარი ღირს. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. უფა­სო ზო­ნას, აქ მხო­ლოდ ერთ და ორად­გი­ლი­ა­ნი საფ­ლა­ვე­ბია უფა­სო.

ფა­სე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვი­თაც. სა­ბურ­თა­ლო­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძვი­რი სა­საფ­ლა­ოა, ერ­თად­გი­ლი­ა­ნი საფ­ლა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა პირ­ველ ზო­ნა­ში ორი ათას ლარს შე­ად­გენს. ექ­ვსად­გი­ლი­ა­ნის ფასი იგი­ვე ზო­ნა­ში 6 800 ლა­რია. ფა­სე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზეც, აქ ერ­თად­გი­ლი­ა­ნის ფასი 200 ლა­რია. ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დი კი ნავ­თლუ­ღის სა­საფ­ლა­ო­ზეა, სა­დაც ერთ ად­გი­ლი­ა­ნი საფ­ლა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 ლა­რი­დან იწყე­ბა.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა ღირს სიკვდილი საქართველოში? - 10 000 ლარიანი სასახლე, 6 800 ლარიანი საფლავი და VIP-კლასის სერვისები

რა ღირს სიკვდილი საქართველოში? - 10 000 ლარიანი სასახლე, 6 800 ლარიანი საფლავი და VIP-კლასის სერვისები

რა ღირს სიკვდილი საქართველოში და რა თანხაა საჭირო მხოლოდ დაკრძალვის ხარჯების გასასტუმრებლად. სასახლე, მაცივარი, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, და ა.შ. სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს VIP და ეკონომ კლასის მომსახურებას სთავაზობენ. იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალს სასაფლაოს შერჩევისთვის ზრუნვა არ უწევს, დაკრძალვის ხარჯები, მინიმუმ, 700 ლარით განისაზღვრება.

როგორც კერძო კომპანია "თბილბიუროს" წარმომადგენელი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ბიუროში სხვადასხვა სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

"ბიუროს ყველანაირი მომსახურება აქვს და 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს. სასახლის ფასები სხვადასხვაა, 200 ლარიდან იწყება და 10 ათას ლარამდეც ადის. რაც შეეხება მგზავრობის მომსახურებას, საქართველოს ყველა რეგიონს ვემსახურებით, შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია. კილომეტრი 50 თეთრი ღირს. მიცვალებულის მომზადების ღირებულება 50 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. ხოლო მაცივრის საფასური 150-250 ლარს შეადგენს," - განაცხადეს "თბილბიუროში".

თბილისში სარიტუალო მომსახურებას კომპანია "ჰერმესი" ახორციელებს, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია. კომპანიას სხვადასხვა სახის მომსახურება აქვს.

გარდაცვლილის გადასასვენებელი სატრანსპორტო საშუალება - კატაფალკა:

მერსედესი - 80 ლარი

კადილაკი - 150 ლარი

52-ადგილიანი ავტობუსი - 150 ლარი.

სხვადასხვა სახის სარიტუალო ნივთები:

სუდარა - 25 ლარი

შანდალი - 20 ლარი

მიცვალებულის დასასვენებელი ტახტი - 55 ლარი

ხის ჯვარი - 5 ლარი

რაც შეეხება სასაფლაოებს, თბილისში 60-მდე სასაფლაოა, აქედან 31 "ჰერმესის" მმართველობის ქვეშ არის. განსხვავებულია საფლავის ფასებიც. საფლავები ზონების მიხედვითაა დაყოფილი. ე.წ I, II, III და IV ფასიანია, V უფასო. თბილისის მთავრობის მიერ დაწესებული ტარიფების შესაბამისად, ერთადგილიანი საფლავი პრესტიჟულ უბნებში მაქსიმუმ 2 ათასი, გარეუბანში კი - 50 ლარი ღირს. რაც შეეხება ე.წ. უფასო ზონას, აქ მხოლოდ ერთ და ორადგილიანი საფლავებია უფასო.

ფასები განსხვავებულია რაიონების მიხედვითაც. საბურთალოზე, რომელიც ყველაზე ძვირი სასაფლაოა, ერთადგილიანი საფლავის ღირებულება პირველ ზონაში ორი ათას ლარს შეადგენს. ექვსადგილიანის ფასი იგივე ზონაში 6 800 ლარია. ფასები განსხვავებულია მუხათგვერდის სასაფლაოზეც, აქ ერთადგილიანის ფასი 200 ლარია. ყველაზე დაბალი გადასახადი კი ნავთლუღის სასაფლაოზეა, სადაც ერთ ადგილიანი საფლავის ღირებულება 50 ლარიდან იწყება.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განხორციელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება