ოქტომბრიდან ქართველ მომხმარებელს პროდუქციის შეძენის ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა. www.shop.ge ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც კლიენტებს მრავალფეროვან პროდუქციას მისაღებ და სტაბილურ ფასად სთავაზობს.
საიტზე ამ დროისთვის 5 კატეგორიის პროდუქცია იყიდება. მათ შორისაა ტელეფონები და აქსესუარები, კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები და ფოტოაპარატები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები.
"სულ მალე, მოხდება კატეგორიების რაოდენობის ზრდა და მათში შემავალი პროდუქციის გამრავალფეროვნება. საჩუქრები სულ რამდენიმე დღის წინ დამავატეთ და ახალ წლამდე, ეს კატეგორია ბევრად უფრო მოცულობითი იქნება. ახალი წლის პერიოდშივე ვგეგმავთ, რომ ავეჯი დავამატოთ. პროდუქციის დამატება ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება," - განმარტავს shop.ge-ს ციფრული მედიის მარკეტინგის სპეციალისტი ნელი მეგრელიშვილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საიტისა და სერვისის დახვეწის პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა და მომხმარებელს ყოველდღიურად უკეთესი მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვს. საკუთარ მთავარ უპირატესობად კი სტაბილურ და მისაღებ ფასს, ასევე ხარისხიან მომსახურებას ასახელებენ.
"ბაზრის კვლევის შედეგად ხდება ფასის დადგენა. ის არ არის მაღალი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხშირად არ იცვლება. ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, მაქსიმლაურად ვცდილობთ, ფასი სტაბილური იყოს," - ამბობს მეგრელიშვილი.
ამ ეტაპზე ონლაინ მაღაზიაში 1 500-მდე სახეობის პროდუქტი იყიდება. მათ შორის ყველაზე პოპულარული არის მობილურ ტელეფონები, რომელთა ფასი 500 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა 100-300 ლარის ფარგლებში. ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები კი "ჰუავეი", "ლენოვო" და "სამსუნგია".
"ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. ჩვენ ვცდილობთ, სათანადო კონკურენცია გავუწიოთ როგორც ონლაინ მაღაზიებს, ისე ტექნიკის მაღაზიებსაც. ბაზარზე ჩვენზე დიდი და ძველი ონლაინ მაღაზიები ოპერირებენ. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი განვითარება გეგმის მიხედვით მიდის. იმედია, ტენდენცია ასევე გაგრძელდება, " - თქვა წარმომადგენელმა.
მაღაზია პროდუქციის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს. მიწოდების ვადა კი ლოკაციიდან გამომდინარე 1-4 დღეა. გადახდა ხდება პლასტიკური ბარათის ("ვიზა" და "მასტერქარდი") საშუალებით. საიტზე ფუნქციონირებს "საქართველოს ბანკისა" და "ვითიბი ბანკის" განვადებაც. მალე "თიბისი ბანკის" განვადებაც ხელმისწავდომი იქნება.
ნანიკო მღებრიშვილი
AMBEBI.GE
(R)