სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი
"ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი

თბი­ლის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. 18 წლის ნიკა ყოლ­ბა­ი­ას "ზებ­რა" გა­და­სას­ვლელ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. ერთ თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მძღო­ლი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლია, იგი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წე­რენ. მათი თქმით, ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლებ­თან ვი­თა­რე­ბა ქვე­ი­თი პატ­რუ­ლე­ბის მიერ არ კონ­ტროლ­დე­ბა, რაც იწ­ვევს იმას, რომ მძღო­ლე­ბი კა­ნონს ხში­რად არ­ღვე­ვენ, რა დრო­საც ქვე­თე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა.

"ამ ბავ­შვის სიკ­ვდილ­ში ბრა­ლი ყვე­ლა პატ­რულს მი­უ­ძღვის, რად­გან ქარ­თვე­ლე­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ზებ­რა ხაზს უნდა აკონ­ტრო­ლობ­დეს ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი, ვი­დეო თვა­ლი და რა­და­რი, რად­გან ქარ­თველ­ზე არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა და კა­ნო­ნი არ მოქ­მე­დებს" - წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე".

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია:

ზებ­რა­ზე რომ ადა­მი­ანს კლავ, მკვლე­ლი ხარ შე დე­და­მოტ..ულო, აბა, ვინა ხარ!? მოკ­ლედ, აქ მან­ქა­ნით თუ მო­კა­ლი ადა­მი­ა­ნი - არც არა­ფე­რი... ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლია!

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი:

ეს ბიჭი აღარ არის

შუქ­ნი­შან­ზე გა­და­დი­ო­და,"ზებ­რა­ზე" და მწვა­ნე­ზე! მძღოლს არ უჩი­ვის ოჯა­ხი, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო! და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი და­ღუ­პავს ჩვენს ქვე­ყა­ნას!!! პრობ­ლე­მა იმა­შია რომ გი­ჟე­ბი­ვით დარ­ბი­ან ქა­ლაქ­ში, სა­დაც მხო­ლოდ ნელა მიძ­რა­ო­ბაა დაშ­ვე­ბუ­ლი, მერე არას­დროს უთ­მო­ბენ ქვე­ითს, არც "ზებ­რა­ზე" და მი­თუ­მე­ტეს არც სხვა­გან! სა­ჭეს­თან რომ ჯდე­ბი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გმარ­თებს და თუ არ ხარ მზად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო შენს და სხვის სი­ცო­ცხლე­ზეც, მა­შინ ფე­ხით იარე! სა­წყა­ლი ბიჭი! არ ვიცი რა. და­უთ­მე გზა ქვე­ითს "ზებ­რა­ზე"! მეტი კონ­ტრო­ლი გზა­ზე და მეტი სიმ­კაც­რე ტა­რე­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მი­სას!!!

გი­ორ­გი ონი­ა­ნი:

კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა შე­ე­წი­რა თავ­ხე­დი და ნაგ­ლი მძღო­ლის ქმე­დე­ბას... ზებ­რა­ზე არ გა­ა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი და და­ე­ჯა­ხა... უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ იმ მძღოლს რო­გორც მკვლელს კი არ გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, არა­მედ რო­გორც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლეს.. სას­ჯე­ლიც არ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი.. ჩემ­თვის ორი­ვე მკვლე­ლია, ვინც ადა­მი­ანს უს­წრა­ფავს სუ­ცო­ცხლეს... რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რითი მოკ­ლა.. სა­ნამ­დე უნდა გაგ­ძელ­დეს ინერ­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მის მი­მართ... 

რამ­დე­ნად კონ­ტროლ­დე­ბა ე.წ. ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლებ­თან ვი­თა­რე­ბა პო­ლი­ცი­ის მიერ, ამის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ.

"სა­პატ­რუ­ლი ეკი­პა­ჟე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, უზ­რუნ­ველ­ყონ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, მათ შო­რის, ქვე­ი­თი პატ­რუ­ლე­ბი პი­კის სა­ა­თებ­ში, ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თულ ქუ­ჩებ­ზე ახ­დე­ნენ მოძ­რა­ო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას. გარ­და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბი­სა, ქვე­ი­თი პატ­რუ­ლე­ბი ასე­ვე მუ­შა­ო­ბენ და­ნა­შუ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

თუმ­ცა ის, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ან რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა "ზებ­რა" გა­და­სას­ვლელ­ზე ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი და­ვა­ყე­ნოთ, ამის რე­სურ­სი, უბ­რა­ლოდ, არ გა­აჩ­ნია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და არც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, გზებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას კა­მე­რე­ბი არე­უ­ლი­რებს. საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შსს-მ და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტი "უსაფრ­თხო ქა­ლა­ქი, უსაფრ­თხო რე­გი­ო­ნი, უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, და­გეგ­მი­ლია ვი­დეო ანა­ლი­ტი­კით აღ­ჭუ­რი­ლი, ე.წ. "ჭკვი­ა­ნი" კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რაც საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ას შე­უ­წყობს ხელს და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს რე­ა­გი­რე­ბის ხა­რისხს. გარ­და ამი­სა, რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით -- "შენი გუ­ლის­თვის, შენი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის". ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, და­იც­ვან საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი

"ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. 18 წლის ნიკა ყოლბაიას "ზებრა" გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შემდეგ მძღოლი დააკავეს, თუმცა როგორც ცნობილია, იგი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე წერენ. მათი თქმით, ზებრა გადასასვლელებთან ვითარება ქვეითი პატრულების მიერ არ კონტროლდება, რაც იწვევს იმას, რომ მძღოლები კანონს ხშირად არღვევენ, რა დროსაც ქვეთების უფლებები ირღვევა.

"ამ ბავშვის სიკვდილში ბრალი ყველა პატრულს მიუძღვის, რადგან ქართველების ხასიათიდან გამომდინარე ზებრა ხაზს უნდა აკონტროლობდეს ქვეითი პატრული, ვიდეო თვალი და რადარი, რადგან ქართველზე არანაირი აკრძალვა და კანონი არ მოქმედებს" - წერენ "ფეისბუქზე".

ცოტნე გამსახურდია:

ზებრაზე რომ ადამიანს კლავ, მკვლელი ხარ შე დედამოტ..ულო, აბა, ვინა ხარ!? მოკლედ, აქ მანქანით თუ მოკალი ადამიანი - არც არაფერი... ფეხით მოსიარულე სრულიად დაუცველია!

ანიტა რაჭველიშვილი:

ეს ბიჭი აღარ არის

შუქნიშანზე გადადიოდა,"ზებრაზე" და მწვანეზე! მძღოლს არ უჩივის ოჯახი, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო! დაუსჯელობის სინდრომი დაღუპავს ჩვენს ქვეყანას!!! პრობლემა იმაშია რომ გიჟებივით დარბიან ქალაქში, სადაც მხოლოდ ნელა მიძრაობაა დაშვებული, მერე არასდროს უთმობენ ქვეითს, არც "ზებრაზე" და მითუმეტეს არც სხვაგან! საჭესთან რომ ჯდები დიდი პასუხისმგებლობა გმართებს და თუ არ ხარ მზად პასუხისმგებლობა აიღო შენს და სხვის სიცოცხლეზეც, მაშინ ფეხით იარე! საწყალი ბიჭი! არ ვიცი რა. დაუთმე გზა ქვეითს "ზებრაზე"! მეტი კონტროლი გზაზე და მეტი სიმკაცრე ტარების მოწმობის გაცემისას!!!

გიორგი ონიანი:

კიდევ ერთი ახალგაზრდა შეეწირა თავხედი და ნაგლი მძღოლის ქმედებას... ზებრაზე არ გაატარა ადამიანი და დაეჯახა... უბედურება ისაა, რომ იმ მძღოლს როგორც მკვლელს კი არ გაასამართლებენ, არამედ როგორც უბედური შემთხვევის მონაწილეს.. სასჯელიც არ იქნება შესაბამისი.. ჩემთვის ორივე მკვლელია, ვინც ადამიანს უსწრაფავს სუცოცხლეს... რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკლა.. სანამდე უნდა გაგძელდეს ინერტული დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ... 

რამდენად კონტროლდება ე.წ. ზებრა გადასასვლელებთან ვითარება პოლიციის მიერ, ამის გასარკვევად Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მაქსიმალურად ცდილობენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

"საპატრული ეკიპაჟები მაქსიმალურად ცდილობენ, უზრუნველყონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, მათ შორის, ქვეითი პატრულები პიკის საათებში, ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე ახდენენ მოძრაობის დარეგულირებას. გარდა საგზაო მოძრაობისა, ქვეითი პატრულები ასევე მუშაობენ დანაშულის პრევენციის მიმართულებით.

თუმცა ის, რომ დედაქალაქში ან რეგიონებში არსებულ ყველა „ზებრა“ გადასასვლელზე ქვეითი პატრული დავაყენოთ, ამის რესურსი, უბრალოდ, არ გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც ვალდებულება. გარდა ამისა, გზებზე არსებულ ვითარებას კამერები არეულირებს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, შსს-მ დაიწყო ახალი პროექტი „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა, რომლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია ვიდეო ანალიტიკით აღჭურილი, ე.წ. "ჭკვიანი" კამერების დამონტაჟება, რაც საგზაო შემთხვევების პრევენციას შეუწყობს ხელს და ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეაგირების ხარისხს. გარდა ამისა, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ვახორციელებთ სოციალურ კამპანიას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით -- "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის". შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი