თამუნა აბესაძემ და გიორგი სუთიძემ პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" საოცრად ემოციური და დახვეწილი ნომერი შეასრულეს. მოცეკვავე წყვილმა ჟიურის წევრებიც და მაყურებლებიც აღაფრთოვანა. კარიერულ წარმატებასთან ერთად, თამუნას ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა - მოცეკვავე ახლახან დაოჯახდა. დაქორწინების მერე, საყვარელ ადამიანთან ყოფნის ნაცვლად, თამუნამ მეორე ნახევარი "მიატოვა" და ცეკვის კასტინგზე წავიდა...
თამუნა აბესაძე ცეკვას შშმ პირებსაც ასწავლის. "ყრუთა კავშირთანაც" თანამშრომლობს, სადაც მოსწავლეებს ჟესტების ენაზე ასწავლის. სმენადაქვეითებული მოსწავლეები თამუნას "მზეს" ეძახიან.
- ეს პროექტი მთელ მსოფლიოში წარმატებული და ჩემთვის სასურველია. ზაფხულში, ბათუმში ვისვენებდი. რეპეტიციები პლაჟზე დავიწყე (იცინის) - პროექტისთვის ვემზადებოდი. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ მარტო ვიცეკვებდი, მაგრამ მერე გიორგი სუთიძეს შევეხმიანე. ის საქართველოში არ იმყოფებოდა - დასასვენებლად საზღვარგარეთ იყო. მივწერე, - მგონი, ორივესთვის კარგი იქნება, თუ 20 წლის მერე, ისევ ერთად, "წყვილში" ვიცეკვებთ-მეთქი. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და პროექტისთვისაც საინტერესო, სასარგებლო იქნებოდა. როცა გიორგი საქართველოში დაბრუნდა, კასტინგამდე 5 დღე იყო დარჩენილი. ჟიურის წინაშე 5 დღის ნამუშევარი წარვადგინეთ. ახლა ვფიქრობ: ეს როგორ მოვახერხეთ?! არც მახსოვდა, სცენაზე როგორც ვიცეკვეთ და ჩვენი ნამუშევარი პირველად მეც ტელეეკრანზე ვნახე. როგორც მაყურებელი, მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი.
- გიორგი როგორ გაიცანი?
- დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. ჩვენი პირველი რეპეტიცია მახსოვს: ქორეოგრაფმა წყვილში ერთად დაგვაყენა. ჩვენი პირველი, ყველაზე წარმატებული ცეკვა "ჩა ჩა ჩა" იყო. ჭიათურაში ცნობილი მოცეკვავე წყვილი ვიყავით და კონკურსებზე თბილისშიც ჩამოვდიოდით. როცა დედაქალაქში 2 დღით მოვდიოდით, სხვა წყვილების ვარჯიშის მიხედვით, ჩვენს ცეკვას მოძრაობებს ვამატებდით. ისე ძალიან ვინდომებდით, რომ კონკურსებზე პირველ ადგილს ვიკავებდით ხოლმე. ჭიათურიდან ჩამოსული წყვილის წარმატება ყველას აოცებდა. თან, ვარჯიში რთულ პირობებში გვიხდებოდა: დენი არ იყო, ციოდა, კარგი იატაკი არ გვქონდა... მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობისთვის სათანადო პირობები არ გვქონდა, ცეკვა და შრომა ძალიან გვიყვარდა! წარმატება ისეთ სტიმულს გვაძლევდა, რომ ფარ-ხმალს არასოდეს ვყრიდით და უფრო წინ მივდიოდით... ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კუს ნაბიჯებით - ნელ-ნელა მიდიოდა, წარმატება უცებ არ "მოსულა". სიმაღლისკენ რაც უფრო ნელ-ნელა ადიხარ, მწვერვალი უფრო ძლიერი და მყარია.
- პროექტამდე შენ და გიორგი ერთად აღარ ცეკვავდით?
- ერთ ანსამბლში - "ვერნისაჟში" ვცეკვავდით, მაგრამ წყვილში - არა. მისი პარტნიორი ვერკა ჯაჯანიძეა. ჩვენ ვერკას მეჯვარეები და ბავშვობის მეგობრები ვართ. ჭიათურიდან რომ ჩამოვედი, "ვერნისაჟში" შევედი... პროექტისთვის მე და გიომ ცეკვა ისევ ერთად დავდგით - ისევ პარტნიორები გავხდით.
- წლების წინ, ჭიათურიდან ცეკვის გამო ჩამოხვედი? ... განაგრძეთ კითხვა