საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული არ მაჯარიმებს, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
"თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული არ მაჯარიმებს, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა იქ­ცე­ო­დეს მო­ქა­ლა­ქე მღვდე­ლი:

"როცა ახალ­გაზ­რდა და გა­მო­უც­დე­ლი მღვდე­ლი ვი­ყა­ვი, ერთი ხან­ში­შე­სუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი კაცი მო­მე­სალ­მა და და­ა­პი­რა ხელ­ზე მმ­თხვე­ო­და. მისი მხცო­ვა­ნი ასა­კის გამო მე­უ­ხერ­ხუ­ლა და ხელი უნე­ბუ­რად უკან წა­ვი­ღე. მას გა­ე­ღი­მა და თბი­ლად მი­თხრა: ნუ გე­ში­ნია, მე შენ კი არ გემ­თხვე­ვი, ამი­თი მე ქრის­ტეს მარ­ჯვე­ნას ვემ­თხვე­ვი, რად­გან მწამს, რომ შენი მღვდლო­ბით მის მადლს ატა­რე­ბო.

ასეა, პა­ტი­ვი ხში­რად ხვდე­ბა მღვდელს. მაგ­რამ, თა­ვის მხრივ მო­ქა­ლა­ქე მღვდე­ლი ასე უნდა ფიქ­რობ­დეს:

მე თუ ვიცი, რომ ბა­ზარ­ში მღვდლის შე­სა­მოს­ლით შე­სუ­ლი, ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბით ვა­ი­ძუ­ლებ გა­ჭირ­ვე­ბულ გამ­ყიდ­ველს, ფასი და­მიკ­ლოს, არ წა­ვალ სა­ყიდ­ლებ­ზე მღვდლის კა­ბით.

მე თუ ვვა­რა­უ­დობ, რომ "პრო­ფი­ლაქ­ტი­კის" ხე­ლო­სა­ნი მხო­ლოდ ჩემი წვე­რის და ჯვრის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა სა­კუ­თა­რი მძი­მე შრო­მის სა­ფა­სუ­რი არ გა­მო­მარ­თვას, სუ­ლაც არ გა­მოვ­ჩნდე­ბი თვი­თონ და სხვას გა­ვა­ტან მან­ქა­ნას შე­სა­კე­თებ­ლად.

მე თუ ვხე­დავ, რომ მხო­ლოდ ჩემი მღვდლო­ბის გამო, პატ­რუ­ლი კა­ნონს არ­ღვევს და არ მა­ჯა­რი­მებს იქ, სა­დაც სხვა ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ჯა­რი­მებ­და, უნდა გა­მო­ვა­წე­რი­ნო კუთ­ვნი­ლი ჯა­რი­მა. მძი­მე იქ­ნე­ბა ჩემ­თვის და ამით გა­ვირ­თუ­ლებ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი ღმერ­თის და ქვეყ­ნის წი­ნა­შე.

როცა იუ­დე­ველ­თა გა­და­სა­ხა­დის-დიდ­რაქ­მის აკ­რე­ფის დრო მო­ვი­და, ქრის­ტე­საც, რო­გორც ოჯა­ხის პირ­ველ შვილს, მი­ა­კი­თხეს და მო­რი­დე­ბით შე­უთ­ვა­ლეს: არ გა­და­იხ­დი გა­და­სა­ხადსო? ქრის­ტემ პეტ­რეს უთხრა: არ ეკუთ­ვის ძეს ღვთი­სას ამის გა­დახ­და, მაგ­რამ რათა არ და­ვაბ­რკო­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ქვეყ­ნად, წადი და გა­და­ი­ხა­დე ჩემი და შენი სა­ხე­ლი­თო (მათე, თ. 17).

როცა სა­ხელ­გან­თქმულ სოკ­რა­ტეს ათე­ნის 500-კა­ცი­ან­მა სა­სა­მარ­თლომ ყოვ­ლად უსა­მარ­თლოდ სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა, მისი გავ­ლე­ნი­ა­ნი და მდი­და­რი მე­გობ­რე­ბი მზად იყ­ვნენ ცი­ხი­დან გა­ე­პა­რე­ბი­ნათ და გა­და­ერ­ჩი­ნათ იგი. სოკ­რა­ტემ უა­რით გა­ის­ტუმ­რა და უთხრა: მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მაქვს ჩემს ქა­ლაქთან, არა­სო­დეს და­მირ­ღვე­ვია კა­ნო­ნი და არც ჩემი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად და­ვარ­ღვევ მასო.

მღვდლებ­საც გვაქვს და­ურ­ღვე­ვე­ლი, მო­ქა­ლა­ქის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩვენს ქა­ლაქთან და ქვე­ყა­ნას­თან!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული არ მაჯარიმებს, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული არ მაჯარიმებს, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მოქალაქე მღვდელი:

"როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი მღვდელი ვიყავი, ერთი ხანშიშესული მართლმადიდებელი კაცი მომესალმა და დააპირა ხელზე მმთხვეოდა. მისი მხცოვანი ასაკის გამო მეუხერხულა და ხელი უნებურად უკან წავიღე. მას გაეღიმა და თბილად მითხრა: ნუ გეშინია, მე შენ კი არ გემთხვევი, ამითი მე ქრისტეს მარჯვენას ვემთხვევი, რადგან მწამს, რომ შენი მღვდლობით მის მადლს ატარებო.

ასეა, პატივი ხშირად ხვდება მღვდელს. მაგრამ, თავის მხრივ მოქალაქე მღვდელი ასე უნდა ფიქრობდეს:

მე თუ ვიცი, რომ ბაზარში მღვდლის შესამოსლით შესული, ჩემი ჩაცმულობით ვაიძულებ გაჭირვებულ გამყიდველს, ფასი დამიკლოს, არ წავალ საყიდლებზე მღვდლის კაბით.

მე თუ ვვარაუდობ, რომ "პროფილაქტიკის" ხელოსანი მხოლოდ ჩემი წვერის და ჯვრის გამო, იძულებული გახდება საკუთარი მძიმე შრომის საფასური არ გამომართვას, სულაც არ გამოვჩნდები თვითონ და სხვას გავატან მანქანას შესაკეთებლად.

მე თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული კანონს არღვევს და არ მაჯარიმებს იქ, სადაც სხვა ჩემს თანამოქალაქეს აუცილებლად დააჯარიმებდა, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა. მძიმე იქნება ჩემთვის და ამით გავირთულებ ცხოვრებას, მაგრამ მეცოდინება, რომ მართალი ვიყავი ღმერთის და ქვეყნის წინაშე.

როცა იუდეველთა გადასახადის-დიდრაქმის აკრეფის დრო მოვიდა, ქრისტესაც, როგორც ოჯახის პირველ შვილს, მიაკითხეს და მორიდებით შეუთვალეს: არ გადაიხდი გადასახადსო? ქრისტემ პეტრეს უთხრა: არ ეკუთვის ძეს ღვთისას ამის გადახდა, მაგრამ რათა არ დავაბრკოლოთ ადამიანები ამქვეყნად, წადი და გადაიხადე ჩემი და შენი სახელითო (მათე, თ. 17).

როცა სახელგანთქმულ სოკრატეს ათენის 500-კაციანმა სასამართლომ ყოვლად უსამართლოდ სიკვდილი მიუსაჯა, მისი გავლენიანი და მდიდარი მეგობრები მზად იყვნენ ციხიდან გაეპარებინათ და გადაერჩინათ იგი. სოკრატემ უარით გაისტუმრა და უთხრა: მე, როგორც მოქალაქეს ხელშეკრულება მაქვს ჩემს ქალაქთან, არასოდეს დამირღვევია კანონი და არც ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად დავარღვევ მასო.

მღვდლებსაც გვაქვს დაურღვეველი, მოქალაქის ხელშეკრულება ჩვენს ქალაქთან და ქვეყანასთან!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს