მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელთა აქციზის გადასახადიც იზრდება"
"გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელთა აქციზის გადასახადიც იზრდება"

მო­მა­ვა­ლი წლი­დან მთავ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის პრო­დუქტზე აქ­ცი­ზის გაზ­რდას აპი­რებს - თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზი 60 თეთ­რით მო­ი­მა­ტებს. მთავ­რო­ბის ვა­რა­უ­დით, ამით სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი 190-200 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­იზ­რდე­ბა; მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის ზრდით მთავ­რო­ბა და­მა­ტე­ბით 45 მი­ლი­ო­ნის, ხოლო ბენ­ზინ­ზე, დი­ზელ­სა და ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო ბუ­ნებ­რივ აირ­ზე აქ­ცი­ზის ზრდით კი­დევ 250 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბას გეგ­მავს.

მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის ზრდის სქე­მა 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტშია მო­ცე­მუ­ლი. აქ­ცი­ზი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­იზ­რდე­ბა შე­და­რე­ბით ძველ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რო­მელ­თა ასა­კია 12-14 წელი და ზე­მოთ, ასე­ვე 1 წლამ­დე­ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე. ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზი 60%-ით მცირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებს, აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი თით­ქმის გა­სამ­მაგ­დე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლი ძვე­ლი გა­ნაკ­ვე­თით და­ი­ბეგ­რე­ბა, თუ მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და­წყე­ბუ­ლია არა უგ­ვი­ა­ნეს 2016 წლის 1-ლი დე­კემ­ბრი­სა.

გა­ი­სი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ავტო­მო­ბი­ლებ­ზე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დაც­. ეს შე­ე­ხე­ბა 40.000 ლარ­ზე მეტი წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხებს. ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის წლი­უ­რი გა­ნაკ­ვე­თი სხვა­დას­ხვა დროს გა­მოშ­ვე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა: 1 წლამ­დე - 500 ლარი, 1-დან 5 წლამ­დე - 240, 5-დან 10 წლამ­დე - 120, ხოლო 10 წლის ზე­მოთ - 60 ლარი. მთავ­რო­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ ცვლი­ლე­ბით ბი­უ­ჯე­ტი და­მა­ტე­ბით 3 მი­ლი­ონ ლარს მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა საწ­ვავს, ბენ­ზინ­ზე აქ­ცი­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ტო­ნა­ზე 250-დან 500 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, 1 ტონა დი­ზელ­ზე - 150-დან 400 ლა­რამ­დე, 1000 კუბმ გაზ­ზე კი 80-დან 200 ლა­რამ­დე.

ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი, ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე: "ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმოქ­მე­დებს საწ­ვა­ვის ფას­ზე, რად­გან აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი პირ­და­პირ მოქ­მე­დებს პრო­დუქ­ცი­ის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე. საწ­ვა­ვის ფასი 20-25 თეთ­რით გა­იზ­რდე­ბა. იმავდრო­უ­ლად, კომ­პა­ნი­ებს მო­უ­წევთ და­მა­ტე­ბი­თი სახ­სრე­ბის მო­ძი­ე­ბა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის ასე­თი გაზ­რდის გამო.

ბოლო დროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სებ­ში აღ­მას­ვლის ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა, ამას ემა­ტე­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა. თუნ­დაც ამ ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის გამო, საწ­ვა­ვის ფა­სის მო­მა­ტე­ბა ისე­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. და ამას თუ აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი­დან მომ­დი­ნა­რე გაზ­რდილ ფას­საც და­ვუ­მა­ტებთ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, მა­ღა­ლი ფა­სის გამო მოხ­მა­რე­ბა შემ­ცირ­დე­ბა, რაც უკვე კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა უარ­ყო­ფი­თად".

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელთა აქციზის გადასახადიც იზრდება"

"გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელთა აქციზის გადასახადიც იზრდება"

მომავალი წლიდან მთავრობა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე აქციზის გაზრდას აპირებს - თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით მოიმატებს. მთავრობის ვარაუდით, ამით საბიუჯეტო შემოსავლები 190-200 მილიონი ლარით გაიზრდება; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით მთავრობა დამატებით 45 მილიონის, ხოლო ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით კიდევ 250 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.

მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდის სქემა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტშია მოცემული. აქციზი ყველაზე მეტად გაიზრდება შედარებით ძველ ავტომობილებზე, რომელთა ასაკია 12-14 წელი და ზემოთ, ასევე 1 წლამდე­ ავტომობილებზე. ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზი 60%-ით მცირდება. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, აქციზის განაკვეთი თითქმის გასამმაგდება. ავტომობილი ძველი განაკვეთით დაიბეგრება, თუ მისი ტრანსპორტირება დაწყებულია არა უგვიანეს 2016 წლის 1-ლი დეკემბრისა.

გაისიდან სავალდებულო იქნება ავტო­მობილებზე ქონების გადასახადის გადახდაც­. ეს შეეხება 40.000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვა­დასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება: 1 წლამდე - 500 ლარი, 1-დან 5 წლამდე - 240, 5-დან 10 წლამდე - 120, ხოლო 10 წლის ზემოთ - 60 ლარი. მთავრობის შეფასებით, ამ ცვლილებით ბიუჯეტი დამატებით 3 მილიონ ლარს მიიღებს.

რაც შეეხება საწვავს, ბენზინზე აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე, 1000 კუბმ გაზზე კი 80-დან 200 ლარამდე.

ვანო მთვრალაშვილი, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: "ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს საწვავის ფასზე, რადგან აქციზის გადასახადი პირდაპირ მოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე. საწვავის ფასი 20-25 თეთრით გაიზრდება. იმავდროულად, კომპანიებს მოუწევთ დამატებითი სახსრების მოძიება აქციზის გადასახადის ასეთი გაზრდის გამო.

ბოლო დროს საერთაშორისო ფასებში აღმასვლის ტენდენცია იკვეთება, ამას ემატება ლარის გაუფასურება. თუნდაც ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის გამო, საწვავის ფასის მომატება ისედაც მოსალოდნელია. და ამას თუ აქციზის გადასახადიდან მომდინარე გაზრდილ ფასსაც დავუმატებთ, მთლიანობაში, მაღალი ფასის გამო მოხმარება შემცირდება, რაც უკვე კომპანიის საქმიანობაზე აისახება უარყოფითად".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი