საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აისახა ლარის გაუფასურება ქართველ სელებრითებზე, რომლებსაც ბანკის ვალი დოლარში აქვთ
როგორ აისახა ლარის გაუფასურება ქართველ სელებრითებზე, რომლებსაც ბანკის ვალი დოლარში აქვთ

ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე საგ­რძნობ­ლად აი­სა­ხა. დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მკვეთ­რი ვარ­დნა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­ხოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ბან­კის სეს­ხე­ბი სწო­რედ უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში აქვთ. მთავ­რო­ბამ გა­მო­სავ­ლის სა­ხით ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად, სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა შეს­თა­ვა­ზა მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც 2017 წლის 1-ელი იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა და ორ თვეს გას­ტანს.

AMBEBI.GE იმ სე­ლებ­რი­თებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლებ­საც სეს­ხი დო­ლარ­ში აქვთ აღე­ბუ­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხით სარ­გებ­ლობს, ან სა­ერ­თოდ არ აქვთ ბან­კის ვალი.

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი

ფულს ვერ ვაგ­რო­ვებ, ამი­ტომ როცა რა­ღა­ცის შე­ძე­ნა მინ­და, სესხს ვი­ღებ და შემ­დეგ ეტა­პობ­რი­ვად ვფა­რავ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სეს­ხით ბინა შე­ვი­ძი­ნე, ახლა კი უფრო დიდი ბინა ვი­ყი­დე და კრე­დი­ტი დო­ლარ­ში მაქვს აღე­ბუ­ლი. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ძა­ლი­ან აი­სა­ხა ჩემს ბი­უ­ჯეტ­ზე, რად­გან ლარ­ში მაქვს შე­მო­სა­ვა­ლი. არ მინ­და დე­ტა­ლუ­რად მოვ­ყვე ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი სეს­ხი მაქვს აღე­ბუ­ლი და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო 70 ლა­რით ზედ­მე­ტის გა­დახ­და მო­მი­წია ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ერთი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.50 იყო.

ანრი ჯო­ხა­ძე

კონ­ცერ­ტის გამო აღე­ბუ­ლი სეს­ხი გა­დავ­ფა­რე, მაგ­რამ სხვა ვა­ლე­ბი დამ­რჩა. ორი წლის წინ ავი­ღე სეს­ხი დო­ლარ­ში, რომ­ლი­თაც ბინა ვი­ყი­დე ბა­თუმ­ში. მეც გა­მაბ­რა­ზა დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბამ, მაგ­რამ რა ვქნა? როცა გან­ვა­დე­ბით ყი­დუ­ლობ რა­ღა­ცას, ვერ შე­ამ­ჩნევ გან­სხვა­ვე­ბას, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში დიდი სხვა­ო­ბაა ჯი­ბი­დან გას­რო­ლი­ლი თან­ხის. მგო­ნია, რომ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა ინფლა­ცია. ეს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და არა­ერ­თი ქვეყ­ნის. ჯო­ბია ხალ­ხს იმ­დე­ნი ფული ჰქონ­დეს, დო­ლა­რიც იყი­დოს და ევ­როც. ხა­ვერ­დო­ვა­ნი ოც­ნე­ბის ტოლ­ფა­სია, ყვე­ლა­ფე­რი ლარ­ში რომ კეთ­დე­ბო­დეს.

და­თუ­ნა მგე­ლა­ძე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავი­ღე სეს­ხი და ჯერ ეს პრობ­ლე­მა დი­დად არ შემ­ხე­ბია. პირ­ვე­ლი თვის პრო­ცენ­ტიც არ გა­და­მიხ­დია ჯერ. სეს­ხი კლი­პის­თვის და მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ავი­ღე. ვა­პი­რებ სახ­ლში ჩემი სამ­ყა­რო შევ­ქმნა და მა­გის­თვი­საც მაქვს კრე­დი­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ოდე­ნო­ბის სეს­ხი ავი­ღე, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და. ცუ­დია რაც ახლა ხდე­ბა, ხალ­ხს ვი­საც აქამ­დე ჰქონ­და აღე­ბუ­ლი სეს­ხი, ვინც დღე­და­ღა­მე წვა­ლობს, მათ ხელი უნდა შე­უ­წყონ. ად­რეც მქონ­და სეს­ხე­ბი და სის­ხლი გა­მიშ­რო. ჩემს ოჯახს აქვს სეს­ხი და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე

ჩვე­ნი ოჯა­ხი სარ­გებ­ლობს სეს­ხით, რო­მე­ლიც მან­ქა­ნის შე­ძე­ნის­თვის ავი­ღეთ. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ცუ­დად აი­სა­ხა ჩვენს ბი­უ­ჯეტ­ზეც. მა­ნამ­დე უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი ვი­ყა­ვი მგო­ნი, არ მქონ­და სეს­ხი და მან­ქა­ნის გამო ავი­ღე. მგო­ნი ჩემი და­ნა­შა­უ­ლია ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, მე როცა ავი­ღე სეს­ხი, მერე გაძ­ვირ­და დო­ლა­რი. მე და ჩემს მე­უღ­ლეს შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, რთუ­ლად აი­სა­ხა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ჩვენს ბი­უ­ჯეტ­ზე, მაგ­რამ ხალ­ხს ისე­თი სეს­ხე­ბი აქვს, ჩვე­ნი პრობ­ლე­მა რა სა­ლა­პა­რა­კოა.

გუ­რამ მა­კა­ლა­თია (გუფი)

ვსარ­გებ­ლობ დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხით, მაგ­რამ ეს პა­ტა­რა თან­ხაა, დიდი სეს­ხი არ მაქვს. შე­სა­ბა­მი­სად ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ჩემს ბი­უ­ჯეტ­ზე მძი­მედ არ ასა­ხუ­ლა, ამ თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათი ლა­რით ზედ­მე­ტის გა­დახ­და მო­მიხ­და ბან­კის პრო­ცენ­ტში. ცუ­დია ლარი რომ გა­უ­ფა­სურ­და, რად­გან ხალ­ხს ძა­ლი­ან დიდი კრე­დი­ტე­ბი აქვთ აღე­ბუ­ლი დო­ლარ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აისახა ლარის გაუფასურება ქართველ სელებრითებზე, რომლებსაც ბანკის ვალი დოლარში აქვთ

როგორ აისახა ლარის გაუფასურება ქართველ სელებრითებზე, რომლებსაც ბანკის ვალი დოლარში აქვთ

ლარის გაუფასურება მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე საგრძნობლად აისახა. დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა განსაკუთრებით შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკის სესხები სწორედ უცხოურ ვალუტაში აქვთ. მთავრობამ გამოსავლის სახით ეროვნულ ბანკთან ერთად, სესხების გალარების პროგრამა შესთავაზა მოსახლეობას, რომელიც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება და ორ თვეს გასტანს.

AMBEBI.GE იმ სელებრითებს დაუკავშირდა, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. აღმოჩნდა, რომ ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების უმეტესობა ლარში აღებული სესხით სარგებლობს, ან საერთოდ არ აქვთ ბანკის ვალი.

ვერიკო ტურაშვილი

ფულს ვერ ვაგროვებ, ამიტომ როცა რაღაცის შეძენა მინდა, სესხს ვიღებ და შემდეგ ეტაპობრივად ვფარავ. რამდენიმე წლის წინ სესხით ბინა შევიძინე, ახლა კი უფრო დიდი ბინა ვიყიდე და კრედიტი დოლარში მაქვს აღებული. ლარის გაუფასურება ძალიან აისახა ჩემს ბიუჯეტზე, რადგან ლარში მაქვს შემოსავალი. არ მინდა დეტალურად მოვყვე ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი სესხი მაქვს აღებული და ლარის გაუფასურების გამო 70 ლარით ზედმეტის გადახდა მომიწია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთი დოლარის ღირებულება 2.50 იყო.

ანრი ჯოხაძე

კონცერტის გამო აღებული სესხი გადავფარე, მაგრამ სხვა ვალები დამრჩა. ორი წლის წინ ავიღე სესხი დოლარში, რომლითაც ბინა ვიყიდე ბათუმში. მეც გამაბრაზა დოლარის გაძვირებამ, მაგრამ რა ვქნა? როცა განვადებით ყიდულობ რაღაცას, ვერ შეამჩნევ განსხვავებას, მაგრამ საერთო ჯამში დიდი სხვაობაა ჯიბიდან გასროლილი თანხის. მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში არ ხდება ინფლაცია. ეს გლობალური პრობლემაა და არაერთი ქვეყნის. ჯობია ხალხს იმდენი ფული ჰქონდეს, დოლარიც იყიდოს და ევროც. ხავერდოვანი ოცნების ტოლფასია, ყველაფერი ლარში რომ კეთდებოდეს.

დათუნა მგელაძე

რამდენიმე დღის წინ ავიღე სესხი და ჯერ ეს პრობლემა დიდად არ შემხებია. პირველი თვის პროცენტიც არ გადამიხდია ჯერ. სესხი კლიპისთვის და მშენებლობისთვის ავიღე. ვაპირებ სახლში ჩემი სამყარო შევქმნა და მაგისთვისაც მაქვს კრედიტი. სამწუხაროდ, დიდი ოდენობის სესხი ავიღე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ცუდია რაც ახლა ხდება, ხალხს ვისაც აქამდე ჰქონდა აღებული სესხი, ვინც დღედაღამე წვალობს, მათ ხელი უნდა შეუწყონ. ადრეც მქონდა სესხები და სისხლი გამიშრო. ჩემს ოჯახს აქვს სესხი და ძალიან განვიცდი.

სალომე ბაკურაძე

ჩვენი ოჯახი სარგებლობს სესხით, რომელიც მანქანის შეძენისთვის ავიღეთ. ლარის გაუფასურება ცუდად აისახა ჩვენს ბიუჯეტზეც. მანამდე უცხოპლანეტელი ვიყავი მგონი, არ მქონდა სესხი და მანქანის გამო ავიღე. მგონი ჩემი დანაშაულია ლარის გაუფასურება, მე როცა ავიღე სესხი, მერე გაძვირდა დოლარი. მე და ჩემს მეუღლეს შემოსავალი ლარში გვაქვს და შესაბამისად, რთულად აისახა ლარის გაუფასურება ჩვენს ბიუჯეტზე, მაგრამ ხალხს ისეთი სესხები აქვს, ჩვენი პრობლემა რა სალაპარაკოა.

გურამ მაკალათია (გუფი)

ვსარგებლობ დოლარში აღებული სესხით, მაგრამ ეს პატარა თანხაა, დიდი სესხი არ მაქვს. შესაბამისად ლარის გაუფასურება ჩემს ბიუჯეტზე მძიმედ არ ასახულა, ამ თვეში დაახლოებით ათი ლარით ზედმეტის გადახდა მომიხდა ბანკის პროცენტში. ცუდია ლარი რომ გაუფასურდა, რადგან ხალხს ძალიან დიდი კრედიტები აქვთ აღებული დოლარში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი