პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გარისკოთ, არ ჩამოხვიდეთ... გემუდარებით, ჩვენსავით სანანებელი არ გაგიხდეთ" - ქართველი ემიგრანტის წერილი ისრაელიდან
"არ გარისკოთ, არ ჩამოხვიდეთ... გემუდარებით, ჩვენსავით სანანებელი არ გაგიხდეთ" - ქართველი ემიგრანტის წერილი ისრაელიდან

AMBEBI.GE-ს ხში­რად წე­რენ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ისი­ნი გვთხო­ვენ რჩე­ვებს, გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ზო­გი­ერთს კი სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის აქვს სათ­ქმე­ლი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მოგ­ვწე­რა. 45 წლის ეკა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. მან სამ­შობ­ლო­ში მყო­ფი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის თა­ვი­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა:

"გა­მარ­ჯო­ბათ, მე ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ვარ ის­რა­ე­ლი­დან. ძა­ლი­ან მინ­და ჩვენს გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ზე მოგ­წე­როთ, ასე იქ­ნებ ბევ­რი ქარ­თვე­ლი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ აქ ჩა­მოს­ვლას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ქე­დან ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად ჩანს. აქ ჩა­მოს­ვლა­ში 10 000 დო­ლარს ვიხ­დით. გვპირ­დე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე. გვი­ხა­ტა­ვენ ლა­მაზ ფე­რებ­ში ყვე­ლა­ფერს, აქ ჩა­მო­სუ­ლებს კი სხვა რე­ა­ლო­ბა გვხვდე­ბა. ბევ­რს ძა­ლი­ან ცუდი სამ­სა­ხუ­რი ხვდე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან. პი­რა­დად მე 1000 დო­ლა­რი მაქვს ხელ­ფა­სი, მაგ­რამ ზო­გი­ერთს ესეც არ აქვს... წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია აქ ვარ და ჯერ ვა­ლიც ვერ დავ­ფა­რე... სახ­ლი მაქვს და­გი­რა­ვე­ბუ­ლი 12 000 დო­ლარ­ში...

კერ­ძო პირს ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ფულს და მას შევ­ყა­ვართ სა­ელ­ჩო­ში. აქ სხვა პირი გვხვდე­ბა და მას მივ­ყა­ვართ პირ­და­პირ ოჯახ­ში და გვა­საქ­მებს. ძა­ლი­ან გვა­ვიწ­რო­ვე­ბენ ოჯა­ხებ­ში, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში გვა­ცხოვ­რე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა უცებ გა­გიშ­ვან კი­დეც სამ­სა­ხუ­რი­დან და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქუ­ჩა­ში ხვდე­ბი. ჩა­მომ­ყვა­ნი გე­უბ­ნე­ბა, გი­შო­ვი სხვა სამ­სა­ხურ­სო, მაგ­რამ უშე­დე­გოდ... ელო­დე­ბი და შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ ნე­ბის­მი­ერ სამ­სა­ხურ­ში შეხ­ვი­დე. თუ გა­გი­მარ­თლა და კარ­გი ოჯა­ხი შეგ­ხვდა, ხომ კარ­გი, თუ არა­და, ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ხარ. ხალ­ხი ისეთ დღე­შია, ამ­ხე­ლა ვა­ლის პატ­რო­ნე­ბი ვე­ღარ უძ­ლე­ბენ აქა­ურ გა­ჭირ­ვე­ბას და ზოგი უკან ბრუნ­დე­ბა. წა­მოს­ვლამ­დე არა­ნა­ი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა ჩა­მომ­ყვა­ნის­გან, რომ შე­იძ­ლე­ბა ასეთ პი­რო­ბებ­ში ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვით. ჩვენ შევ­ცდით და არ მინ­და ჩვენ­სა­ვით სხვე­ბიც შეც­დნენ. კი, ჩვე­ნი ბრა­ლიც არის, ალ­ბათ უფრო კარ­გად უნდა გვე­კი­თხა ყვე­ლა­ფე­რი...

მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, არ გა­რის­კოთ და არ ჩა­მოხ­ვი­დეთ აქ! თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­და­წყვეტთ ჩა­მოს­ვლას, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვინ­მე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გყავთ, რომ ღამე მა­ინც გა­გა­თე­ვი­ნოთ. გე­მუ­და­რე­ბით, ჩვენ­სა­ვით სა­ნა­ნებ­ლად არ გა­ი­ხა­დოთ თავი, მით უმე­ტეს, რომ ცოტა თან­ხას არ ვიხ­დით ჩვენ აქ ჩა­მოს­ვლა­ში...

მინ­და კარ­გად და­ფიქ­რდეს ყვე­ლა, ვინც გა­და­წყვეტს აქ ჩა­მოს­ვლას, სა­ნამ უკვე გვი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. გე­მუ­და­რე­ბით, იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად მი­აწ­ვდი­ნოთ ხალ­ხს ხმა, რომ კარ­გად და­ფიქ­რდნენ. მინ­და ყვე­ლას გაძ­ლი­ე­რე­ბა და სი­უხ­ვე გი­სურ­ვოთ, რომ არ დაგ­ჭირ­დეთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა. ყვე­ლას თქვენს ქვე­ყა­ნა­ში და თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან გე­ცხოვ­როთ" - გვწერს 45 წლის ეკა ის­რა­ე­ლი­დან.

"არ გარისკოთ, არ ჩამოხვიდეთ... გემუდარებით, ჩვენსავით სანანებელი არ გაგიხდეთ" - ქართველი ემიგრანტის წერილი ისრაელიდან

"არ გარისკოთ, არ ჩამოხვიდეთ... გემუდარებით, ჩვენსავით სანანებელი არ გაგიხდეთ" - ქართველი ემიგრანტის წერილი ისრაელიდან

AMBEBI.GE-ს ხშირად წერენ ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი გვთხოვენ რჩევებს, გვაწვდიან ინფორმაციას უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქართველების შესახებ, ზოგიერთს კი სამშობლოში დარჩენილი თანამემამულეებისთვის აქვს სათქმელი.

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალმა მოგვწერა. 45 წლის ეკა წელიწადნახევარია ისრაელში ცხოვრობს და მუშაობს. მან სამშობლოში მყოფი თანამემამულეებისთვის თავისი გულისტკივილის გაზიარებაში დახმარება გვთხოვა:

"გამარჯობათ, მე ქართველი ემიგრანტი ვარ ისრაელიდან. ძალიან მინდა ჩვენს გაუსაძლის პირობებზე მოგწეროთ, ასე იქნებ ბევრი ქართველი გადავარჩინოთ აქ ჩამოსვლას. მოგეხსენებათ, მაქედან ყველაფერი ლამაზად ჩანს. აქ ჩამოსვლაში 10 000 დოლარს ვიხდით. გვპირდებიან სამსახურით უზრუნველყოფას ჩამოსვლისთანავე. გვიხატავენ ლამაზ ფერებში ყველაფერს, აქ ჩამოსულებს კი სხვა რეალობა გვხვდება. ბევრს ძალიან ცუდი სამსახური ხვდება და ფაქტობრივად, ქუჩაში რჩებიან. პირადად მე 1000 დოლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ ზოგიერთს ესეც არ აქვს... წელიწადნახევარია აქ ვარ და ჯერ ვალიც ვერ დავფარე... სახლი მაქვს დაგირავებული 12 000 დოლარში...

კერძო პირს ვუხდით საქართველოში ფულს და მას შევყავართ საელჩოში. აქ სხვა პირი გვხვდება და მას მივყავართ პირდაპირ ოჯახში და გვასაქმებს. ძალიან გვავიწროვებენ ოჯახებში, გაუსაძლის პირობებში გვაცხოვრებენ. შეიძლება უცებ გაგიშვან კიდეც სამსახურიდან და აბსოლუტურად ქუჩაში ხვდები. ჩამომყვანი გეუბნება, გიშოვი სხვა სამსახურსო, მაგრამ უშედეგოდ... ელოდები და შემდეგ იძულებული ხარ ნებისმიერ სამსახურში შეხვიდე. თუ გაგიმართლა და კარგი ოჯახი შეგხვდა, ხომ კარგი, თუ არადა, ძალიან ცუდ დღეში ხარ. ხალხი ისეთ დღეშია, ამხელა ვალის პატრონები ვეღარ უძლებენ აქაურ გაჭირვებას და ზოგი უკან ბრუნდება. წამოსვლამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა ჩამომყვანისგან, რომ შეიძლება ასეთ პირობებში ჩავვარდნილიყავით. ჩვენ შევცდით და არ მინდა ჩვენსავით სხვებიც შეცდნენ. კი, ჩვენი ბრალიც არის, ალბათ უფრო კარგად უნდა გვეკითხა ყველაფერი...

მინდა ყველას ვუთხრა, არ გარისკოთ და არ ჩამოხვიდეთ აქ! თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ ჩამოსვლას, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გულშემატკივარი გყავთ, რომ ღამე მაინც გაგათევინოთ. გემუდარებით, ჩვენსავით სანანებლად არ გაიხადოთ თავი, მით უმეტეს, რომ ცოტა თანხას არ ვიხდით ჩვენ აქ ჩამოსვლაში...

მინდა კარგად დაფიქრდეს ყველა, ვინც გადაწყვეტს აქ ჩამოსვლას, სანამ უკვე გვიანი არ იქნება. გემუდარებით, იქნებ რამენაირად მიაწვდინოთ ხალხს ხმა, რომ კარგად დაფიქრდნენ. მინდა ყველას გაძლიერება და სიუხვე გისურვოთ, რომ არ დაგჭირდეთ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა. ყველას თქვენს ქვეყანაში და თქვენს საყვარელ ადამიანებთან გეცხოვროთ" - გვწერს 45 წლის ეკა ისრაელიდან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი