სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა
აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა

აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით პარ­ტი­ე­ბის­თვის შე­წი­რულ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 40 პი­რია და­ბა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე, - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ლომ­ჯა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 40 პირი სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლია. აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ტე­რე­სია მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­წი­რუ­ლი თან­ხე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დად­გე­ნა.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ გან­მარ­ტა, 2016 წლის სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პარ­ტი­ებ­მა ჯამ­ში 29 212 382 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მი­ი­ღეს. აქე­დან აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა 1016 შე­მომ­წირ­ვე­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რი­სა და 84 იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა შე­ის­წავ­ლა.

"ამ დრო­ის­თვის გა­მო­კი­თხუ­ლია 120 პირი, მათ შო­რის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 35, "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" - 42, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" - 18 და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" - 12 შე­მომ­წირ­ვე­ლი. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის მო­ნი­ტო­რიგ­ნის ფარ­გლებ­ში აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჯამ­ში 250 000 ლა­რის ჯა­რი­მა და­ა­კის­რა. ყვე­ლა­ზე მეტი ჯა­რი­მა მოძ­რა­ო­ბა "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" შე­მომ­წირ­ვე­ლებს და­ე­კის­რათ, 7 პირს და­ახ­ლო­ე­ბით 187 000 ლარი, ასე­ვე "პატ­რი­ორტთა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გე­ნელს 183 000 ლარი და­ე­კის­რა," - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ გა­წე­უ­ლი უკა­ნო­ნო ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი, ჯამ­ში 8 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მო­უდ­გენ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლით კი და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია 7 პარ­ტია და 12 კან­დი­და­ტი.

რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ შეს­წავ­ლი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან სამ შემ­თხვე­ვა­ზე საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­იგ­ზავ­ნა, ვი­ნა­ი­დან ის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა

აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა

აუდიტის სამსახურში დღეის მდგომარეობით პარტიებისთვის შეწირულ თანხებთან დაკავშირებით 40 პირია დაბარებული გამოკითხვაზე, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლომჯარიას ინფორმაციით, 40 პირი სხვადასხვა პარტიის შემომწირველია. აუდიტის სამსახურის ინტერესია მათ მიერ განხორციელებული შეწირული თანხების კანონიერების დადგენა.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, 2016 წლის საარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 29 212 382 ლარის შემოწირულობა მიიღეს. აქედან აუდიტის სამსახურმა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება შეისწავლა.

"ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის "ქართული ოცნების" 35, "სახელმწიფო ხალხისთვის" - 42, "პატრიოტთა ალიანსის" - 18 და "ნაციონალური მოძრაობის" - 12 შემომწირველი. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ყველაზე მეტი ჯარიმა მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" შემომწირველებს დაეკისრათ, 7 პირს დაახლოებით 187 000 ლარი, ასევე "პატრიორტთა ალიანსის" წარმომადგენელს 183 000 ლარი დაეკისრა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია რამდენიმე პირი, ჯამში 8 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძველით კი დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.

როგორც გენერალური აუდიტორის მოადგილემ აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი განცხადებებიდან სამ შემთხვევაზე საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა, ვინაიდან ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."