პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ადამიანებს უნდა ზრდიდეს სკოლა? - კახა ბენდუქიძე ქართული სკოლის დანიშნულებაზე
როგორ ადამიანებს უნდა ზრდიდეს სკოლა? - კახა ბენდუქიძე ქართული სკოლის დანიშნულებაზე

რას ფიქ­რობ­და კახა ბენ­დუ­ქი­ძე ქარ­თუ­ლი სკო­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე. edu.aris.ge ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს:

"გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი - ხან­და­ხან ფეხ­ბურ­თსაც კი უტოლ­დე­ბი­ან პო­პუ­ლა­რო­ბით. გუ­შინ­წინ ერთი შეხ­ვედ­რის მერე მეც ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კე ამ სა­კი­თხზე და თუ ასეა, და­წე­რე­თო, მი­თხრეს. წერა და­ვი­წყე და მივ­ხვდი, რომ ერთი სვე­ტით ვერ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. ასე რომ, მო­მი­წევს რამ­დე­ნი­მე­ჯერ შე­გა­წუ­ხოთ.

ძა­ლი­ან კი თავს ვა­რი­დებ­დი ამ თე­მას - ვი­ნა­ი­დან რაც მინ­და ვთქვა, ალ­ბათ ნაკ­ლებს მო­ე­წო­ნე­ბა. და კარგ ხალ­ხს ვა­წყე­ნი­ნებ. რა არის სკო­ლის მი­ზა­ნი - აღ­ზრდა? ცოდ­ნის მი­ცე­მა? რო­მე­ლია მთა­ვა­რი?

ჩემი აზ­რით, აღ­ზრდა, სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მაგ­რამ უსუბ ეუბ­ნე­ბა:

"შენ სიკ­ვდი­ლის რა ღირ­სი ხარ?!

სა­სიკ­ვდი­ლო მე ვარ მხო­ლოდ,

რომ კა­ცად ვერ გა­მიზ­რდი­ხარ!"

გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბო­და, რამე კონ­კრე­ტუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ხებ უსუბს იგი­ვე რომ ეთ­ქვა - სა­სიკ­ვდი­ლო მე ვარ მხო­ლოდ, რომ ალ­გებ­რა ან ორ­გა­ნუ­ლი ქი­მია ვერ მის­წავ­ლე­ბი­აო - და ჩახ­მა­ხის­თვის ხელი გა­მო­ეკ­რა.

და­ამ­თავ­რო სკო­ლა, და შეძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბო­ბა, ჩემი აზ­რით, ნიშ­ნავს:

• გეს­მო­დეს, რა არის ბუ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ადა­მი­ა­ნი და ხე­ლოვ­ნე­ბა.

• შე­გეძ­ლოს რა­ო­დე­ნობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა.

• გა­ა­გე­ბი­ნო სხვა ადა­მი­ა­ნებს შენი აზრი ზე­პი­რად და წე­რი­ლო­ბით.

• გა­მო­ი­ყე­ნო კრი­ტი­კუ­ლი და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა ახა­ლი ცოდ­ნის შე­სა­ძე­ნად.

• მი­ი­ღო ეთი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

• აღი­ა­რებ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და იყო ტო­ლე­რან­ტუ­ლი.

• შე­გეძ­ლოს სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა.

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა - ეგ მთლი­ა­ნად ამა­ხინ­ჯებს სას­წავ­ლო პრო­ცესს და პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს ანაც­ვლებს და­ზე­პი­რე­ბით და მახ­სოვ­რო­ბის ვარ­ჯი­შით. მზად ვარ შემ­დგომ­ში ამა­ზე ბევ­რი ვიმ­სჯე­ლო და ვი­კა­მა­თო.

კი მაგ­რამ, ხომ გა­გი­გი­ათ აზრი, ვაი, ვაი, ახლა სკო­ლა­ში მეც­ნი­ე­რე­ბის ამა თუ იმ დარ­გს არ ას­წავ­ლი­ან ღრმად და კარ­გა­დო?

ამ აზ­რის ფეს­ვე­ბი საბ­ჭო­თა წარ­სულ­შია. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სკო­ლა გა­და­იქ­ცა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტა­პად, ბევ­რი იყო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო და ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­ა­თე­ბი, ის­წავ­ლე­ბო­და სულ უფრო რთუ­ლად და რთუ­ლად. 70-იან-80-იან წლებ­ში სას­კო­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბი ისე გარ­თულ­და, რომ მშობ­ლებ­საც კი უჭირ­დათ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის ამოხ­სნა.

სა­ჭი­რო იყო ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კარ­გად ის­წავ­ლი­და ფი­ზი­კას, მა­თე­მა­ტი­კას, ქი­მი­ას, და შექ­მნი­და ახალ ია­რაღს. სწო­რედ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ფი­ნანსდე­ბო­და გუ­ლუხ­ვად, და ამ გუ­ლუხ­ვო­ბის ნამ­ცე­ცე­ბი სხვა მეც­ნი­ე­რებ­საც გა­და­უ­ვარ­დე­ბო­და ხოლ­მე. კარ­გი ია­რა­ღის შემ­ქმნე­ლებს უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ ცო­ტა­თი დი­სი­დენ­ტე­ბიც კი ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ფაქ­ტობ­რი­ვად შე­იქ­მნა ის, რა­საც შე­იძ­ლე­ბა სამ­ხედ­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პლექ­სი ვუ­წო­დოთ. და ამ კომ­პლექსს სჭირ­დე­ბო­და ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­კა­დი. სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა კი ამ ნა­კადს ქმნი­და.

სკო­ლის ასეთ ტრანსფორ­მა­ცი­ას - უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­ფე­ხუ­რად - ჰქონ­და კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა - სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ახა­ლი ია­რა­ღი უნ­დო­დათ, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ უკვე საკ­მა­ოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვით, და მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შვილს პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რის გზა­ზე აყე­ნებ­დნენ. თა­ნაც ბიჭი თუ იყო, საბ­ჭო­თა ჯა­რი­სა­გა­ნაც თავს და­იღ­წევ­და.

ასე სკო­ლის მი­ზა­ნი - კო­მუ­ნის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რის გაზ­რდა/აღ­ზრდა - თან­და­თან ჩა­ნაც­ვლდა პრაგ­მა­ტუ­ლი მიზ­ნით - მო­ვამ­ზა­დოთ ის, ვინც შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებს უმაღ­ლეს­ში, შემ­დეგ გა­ნაგ­რძობს სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას, გა­ა­კე­თებს ამის შე­დე­გად კარგ რა­კე­ტას, ტყვი­ამფრქვევს, ბომ­ბას, ან რამე მსგავსს, გახ­დე­ბა პრო­ფე­სო­რი, აკა­დე­მი­კო­სი, მი­ი­ღებს ლე­ნი­ნის პრე­მი­ას, აგა­რაკს და ოთხო­თა­ხი­ან ბი­ნას სა­ჩუქ­რად და ნეკ­რო­ლოგს გა­ზეთ "პრავ­და­ში".

ანუ საბ­ჭო­თა გა­ნათ­ლე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი მი­ზა­ნი გახ­და "ბევ­რი" სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის მი­ღე­ბა. და ეს მა­შინ, იმ დროს, კარ­გი იყო - ნამ­დვი­ლად უკე­თე­სი, ვიდ­რე პა­ტა­რა მარ­ქსისტ-ლე­ნი­ნე­ლე­ბის გა­მოზ­რდა. გა­ვი­და დრო, და არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბამ და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რო­ბამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­შა­ლა. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ. ახლა რა გვინ­და?

ჩვენც გვინ­და ახალ­გაზ­რდებ­მა ბევ­რი იცოდ­ნენ, სხა­პას­ხუ­პით პა­სუ­ხობ­დნენ შე­კი­თხვებს, ახ­სოვ­დეთ ფორ­მუ­ლე­ბი და თა­რი­ღე­ბი, თუ გვინ­და ისი­ნი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ? გა­ი­ზარ­დონ თუ გან­სწავ­ლულ­დნენ?

ხში­რად ხდე­ბა - ადა­მი­ანს ფეხს მოს­ჭრი­ან ექი­მე­ბი, მას კი კვლა­ვაც მოჭ­რი­ლი ფე­ხის ცერა თითი სტკი­ვა. ამას ფან­ტო­მურ ტკი­ვი­ლებს ეძა­ხი­ან. ნა­წი­ლობ­რივ ჩვენც ასე­თი ფან­ტო­მუ­რი ტკი­ვი­ლი გვა­წუ­ხებს. დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სკო­ლა შუ­ა­ში გა­ე­ჩხი­რა - საბ­ჭო­თა სკო­ლად აღარ ვარ­გა და თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლად არ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. რა­ტომ და რა უნდა ვქნათ - ამა­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კებ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ. გ.
0

ზუსტად ჩემი სათქმელი თქვა, ყოჩაღ!

გიო
0

მერე ეზრუნა თავის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ცხონებულს, ვინმე უშლიდა?

როგორ ადამიანებს უნდა ზრდიდეს სკოლა? - კახა ბენდუქიძე ქართული სკოლის დანიშნულებაზე

როგორ ადამიანებს უნდა ზრდიდეს სკოლა? - კახა ბენდუქიძე ქართული სკოლის დანიშნულებაზე

რას ფიქრობდა კახა ბენდუქიძე ქართული სკოლის დანიშნულებაზე. edu.aris.ge ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ჩანაწერს აქვეყნებს:

"განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი - ხანდახან ფეხბურთსაც კი უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ, მომიწევს რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ.

ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას - ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ. რა არის სკოლის მიზანი - აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი?

ჩემი აზრით, აღზრდა, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია.

მაგრამ უსუბ ეუბნება:

"შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!"

გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს იგივე რომ ეთქვა - სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ მისწავლებიაო - და ჩახმახისთვის ხელი გამოეკრა.

დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემი აზრით, ნიშნავს:

• გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.

• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.

• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.

• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.

• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.

• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.

• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება - ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს და პიროვნების განვითარების მიზნებს ანაცვლებს დაზეპირებით და მახსოვრობის ვარჯიშით. მზად ვარ შემდგომში ამაზე ბევრი ვიმსჯელო და ვიკამათო.

კი მაგრამ, ხომ გაგიგიათ აზრი, ვაი, ვაი, ახლა სკოლაში მეცნიერების ამა თუ იმ დარგს არ ასწავლიან ღრმად და კარგადო?

ამ აზრის ფესვები საბჭოთა წარსულშია. საბჭოთა კავშირში სკოლა გადაიქცა უმაღლესი განათლების მოსამზადებელ ეტაპად, ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების საათები, ისწავლებოდა სულ უფრო რთულად და რთულად. 70-იან-80-იან წლებში სასკოლო დისციპლინები ისე გართულდა, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ საშინაო დავალებების ამოხსნა.

საჭირო იყო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად ისწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას, და შექმნიდა ახალ იარაღს. სწორედ ეს საქმიანობა ფინანსდებოდა გულუხვად, და ამ გულუხვობის ნამცეცები სხვა მეცნიერებსაც გადაუვარდებოდა ხოლმე. კარგი იარაღის შემქმნელებს უფლება ჰქონდათ ცოტათი დისიდენტებიც კი ყოფილიყვნენ.

ფაქტობრივად შეიქმნა ის, რასაც შეიძლება სამხედრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ვუწოდოთ. და ამ კომპლექსს სჭირდებოდა ახალგაზრდების დიდი ნაკადი. სასკოლო განათლება კი ამ ნაკადს ქმნიდა.

სკოლის ასეთ ტრანსფორმაციას - უმაღლესი განათლების მოსამზადებელ საფეხურად - ჰქონდა კერძო ინტერესების მხარდაჭერა - სამხედროები, რომლებსაც ახალი იარაღი უნდოდათ, აკადემიური წრეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უკვე საკმაოდ მომზადებული კადრების მოზიდვით, და მშობლები, რომლებიც შვილს პრივილეგირებულ სამეცნიერო კარიერის გზაზე აყენებდნენ. თანაც ბიჭი თუ იყო, საბჭოთა ჯარისაგანაც თავს დაიღწევდა.

ასე სკოლის მიზანი - კომუნისტური საზოგადოების წევრის გაზრდა/აღზრდა - თანდათან ჩანაცვლდა პრაგმატული მიზნით - მოვამზადოთ ის, ვინც შემდეგ წარმატებით ჩააბარებს უმაღლესში, შემდეგ განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას, გააკეთებს ამის შედეგად კარგ რაკეტას, ტყვიამფრქვევს, ბომბას, ან რამე მსგავსს, გახდება პროფესორი, აკადემიკოსი, მიიღებს ლენინის პრემიას, აგარაკს და ოთხოთახიან ბინას საჩუქრად და ნეკროლოგს გაზეთ "პრავდაში".

ანუ საბჭოთა განათლების ფაქტობრივი მიზანი გახდა "ბევრი" სამეცნიერო ცოდნის მიღება. და ეს მაშინ, იმ დროს, კარგი იყო - ნამდვილად უკეთესი, ვიდრე პატარა მარქსისტ-ლენინელების გამოზრდა. გავიდა დრო, და არაეფექტურობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაშალა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ახლა რა გვინდა?

ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ?

ხშირად ხდება - ადამიანს ფეხს მოსჭრიან ექიმები, მას კი კვლავაც მოჭრილი ფეხის ცერა თითი სტკივა. ამას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან. ნაწილობრივ ჩვენც ასეთი ფანტომური ტკივილი გვაწუხებს. დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა - საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა. რატომ და რა უნდა ვქნათ - ამაზე მერე ვილაპარაკებ.