საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
თეა წულუკიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე ქორწინების მოწმობის და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!
მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.
მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.