კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სახლში უკანონოდ შეიჭრნენ და რამ შეიძლება შეაფერხოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სახლში უკანონოდ შეიჭრნენ და რამ შეიძლება შეაფერხოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

ალ­ბათ ხში­რად გსმე­ნი­ათ ან თა­ვად გა­დაგხდე­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამა თუ იმ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც და­კე­ტი­ლი იყო, უცხო პირი თვით­ნე­ბუ­რად შე­იჭ­რა. ასე­თი ფაქ­ტე­ბი წლე­ბის წინ ხში­რად ხდე­ბო­და რო­გორც თბი­ლის­ში, ისე სხვა ქა­ლა­ქებ­ში.

მსგავ­სი ამ­ბა­ვი გა­დახ­და იზოლ­და ხურ­ცი­ლა­ვა­საც, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და და პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო.

"2008 წელს ჩემს ბი­ნა­ში უკა­ნო­ნოდ შე­იჭ­რა ოჯა­ხი, ზუს­ტად არ ვიცი, რო­მე­ლი­ღაც სოფ­ლი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, კა­რე­ბი გა­ტე­ხეს და შე­ვიდ­ნენ. თა­ვად დიდ დი­ღომ­ში ვცხოვ­რობ, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ლოტ­კინ­ზე, ზღვის უბან­ში მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის კორ­პუ­სე­ბი აშენ­და და ჩემს ქმარ­საც მის­ცეს ბინა, არც გაზი იყო, არც წყა­ლი, არც შუქი და და­კე­ტი­ლი გვქონ­და.

მე­ზო­ბელ­მა დაგ­ვი­რე­კა და გვი­თხრა, თქვენ სახ­ლში სხვე­ბი შე­ვიდ­ნე­ნო. მი­ვე­დით ამ­ბის გა­სარ­კვე­ვად, ქალი დაგ­ვხვდა შვი­ლე­ბით, გვთხო­ვა, ცუ­დად ვარ, სამ­კურ­ნა­ლოდ ფული არ მაქვს და არ გაგ­ვაგ­დო­თო, ჩემს ქმარ­საც შე­ე­ცო­და და დავ­ტო­ვეთ. იმ დროს ბინა რე­ესტრში არ მქო­ნია გა­ტა­რე­ბუ­ლი, 2008 წელს და­ვი­წყე ეს საქ­მე და სა­ბო­ლო­ოდ, 2013 წელს გა­ვი­ფორ­მე. იმ ქალს ვაფრ­თხი­ლებ­დი, სახ­ლში არა­ფე­რი გა­ა­კე­თოთ, არ გა­ა­რე­მონ­ტოთ, ბინა ჩე­მია და ფულს ვერ გა­და­გიხ­დი-მეთ­ქი, არ და­მი­ჯე­რა, ფან­ჯრე­ბი გა­მოც­ვა­ლა, ოთა­ხი შე­ღე­ბა. მას­თან შე­თან­ხმე­ბა არ და­მი­დია, მაგ­რამ რაც გა­ა­კე­თა იმა­ზე მო­მე­და­ვა, ახლა ბინა უკვე ჩე­მი­აო. ბი­ნის გა­და­ფორ­მე­ბა გა­ი­წე­ლა, ამა­სო­ბა­ში ეს ქა­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, სიმ­სივ­ნით. სახ­ლში მისი ორი შვი­ლი დარ­ჩა. გოგო დი­დია, 30 წლის, ის იყო თა­ვი­სი 17 წლის ძმის მე­ურ­ვე, თუმ­ცა მერე ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და და ახლა ეს ბიჭი მარ­ტო ცხოვ­რობს ჩემს ბი­ნა­ში.

სა­ბო­ლო­ოდ, როცა ვე­რა­ფე­რი გა­ვა­წყვე, სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თე. გა­მო­სახ­ლე­ბა მო­ვი­გე, სა­სა­მარ­თლოს წე­სით აღ­სრუ­ლე­ბა­ში შე­ვი­ტა­ნე თან­ხა, რომ გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნათ ეს ხალ­ხი. მათ გა­მო­სახ­ლე­ბას 2016 წლის მარ­ტი­დან ვე­ლო­დე­ბი. აღ­სრუ­ლე­ბამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­დო გა­მო­სახ­ლე­ბა. ბო­ლოს საქ­მე 21 ნო­ემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ ახლა იმას მე­უბ­ნე­ბი­ან, არას­რულ­წლო­ვა­ნია და მო­რა­ლურ ზი­ანს ვერ მი­ვა­ყე­ნებთ, ამი­ტომ ჯერ ვერ გა­მო­ვა­სახ­ლებ­თო, მაგ­რამ მე რა ვქნა? ქი­რით ვცხოვ­რობ, ჩემს ოჯახ­საც ძა­ლი­ან უჭირს. თა­ვის დრო­ზე, როცა აღ­სრუ­ლე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნე, მა­შინ არ იცოდ­ნენ, რომ ბიჭი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო?" - ამ­ბობს ბი­ნის მე­პატ­რო­ნე იზოლ­და ხურ­ცი­ლა­ვა.

საქ­მის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის საქ­მის წარ­მო­ე­ბა სა­ჯა­რო არ არის და ვერც ამ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლებს გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი მათ­გან ვერ მი­ვი­ღეთ.

"კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რის საქ­მის წარ­მო­ე­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. ქალ­ბა­ტონ იზოლ­დას­თან გვაქვს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ის საქ­მის კურ­სშია, თუმ­ცა დე­ტა­ლებს ვერ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ", - გან­გვი­ცხა­დეს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მე­სა­კუთ­რე, როცა მის უძ­რავ ქო­ნე­ბას უკა­ნო­ნოდ ეპატ­რო­ნე­ბი­ან და რო­გორ იცავს მას კა­ნო­ნი - AMBEBI.GE ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რისტს, და­ვით ლომ­თა­ძეს ესა­უბ­რა:

"თუ პირი სხვის სა­კუთ­რე­ბა­ში უნე­ბარ­თვოდ არის შეჭ­რი­ლი, პირ­ველ რიგ­ში მე­სა­კუთ­რეს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს პო­ლი­ცი­ას ან პრო­კუ­რა­ტუ­რას და გან­მარ­ტოს, რომ მოხ­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის და­ნა­შა­უ­ლი, კერ­ძოდ, სხვის სა­კუთ­რე­ბა­ში უნე­ბარ­თვოდ შეჭ­რა. თუ პო­ლი­ცია და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ვერ და­ი­ნა­ხავს და გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ი­წყე­ბა, ერ­თა­დერ­თი გზა რჩე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სით დავა.

სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სით და­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ჯერ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თოს. სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით პირ­და­პირ შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლომ საქ­მე ერთი თვის ვა­და­ში უნდა გა­ნი­ხი­ლოს, თუმ­ცა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რო­გორც წესი, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვას ვერ ას­წრებს, მი­თუ­მე­ტეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია და დრო იწე­ლე­ბა. 2015 წლის 11 დე­კემ­ბრის ცვლი­ლე­ბით, პო­ლი­ცია ვერ გა­მო­ა­სახ­ლებს უნე­ბარ­თვოდ შეჭ­რილ პირს, დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ზა­რა­ლე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს.

- თუ სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მომ­ჩი­ვა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა და ბინა ძველ პატ­რონს და­უბ­რუ­ნა, შემ­დეგ რა პრო­ცე­დუ­რე­ბია?

- სა­მო­ქა­ლა­ქო სა­კა­დას­ტრო კო­დექსში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ თუ მხა­რე იშუ­ამ­დგომ­ლებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სას­რუ­ლებ­ლად მი­ე­ცეს, თუ მხა­რე ასეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ა­ყე­ნებს, მა­შინ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სას­რუ­ლე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად არ იქ­ცე­ვა. ანუ რო­დე­საც პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ვა, თუ მო­სა­მარ­თლე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა პი­რის გა­მო­სახ­ლე­ბა და მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე აღარ და­ე­ლო­დე­ბა აპე­ლა­ცი­ის და კა­სა­ცი­ის პა­სუხს.

- რა შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ა­ვა­დებს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო უკა­ნო­ნოდ შეჭ­რი­ლი მო­ქა­ლა­ქის გა­მო­სახ­ლე­ბას?

- აღ­სრუ­ლე­ბის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, გა­მო­სახ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვად­დეს 6 თვით, თუ აღ­სრუ­ლე­ბა ზნე­ობ­რივ და მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სახლში უკანონოდ შეიჭრნენ და რამ შეიძლება შეაფერხოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სახლში უკანონოდ შეიჭრნენ და რამ შეიძლება შეაფერხოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

ალბათ ხშირად გსმენიათ ან თავად გადაგხდენიათ შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ კერძო საკუთრებაში, მაგალითად საცხოვრებელ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო, უცხო პირი თვითნებურად შეიჭრა. ასეთი ფაქტები წლების წინ ხშირად ხდებოდა როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.

მსგავსი ამბავი გადახდა იზოლდა ხურცილავასაც, რომელიც AMBEBI.GE-ს რედაქციას დაუკავშირდა და პრობლემის შესახებ გვიამბო.

"2008 წელს ჩემს ბინაში უკანონოდ შეიჭრა ოჯახი, ზუსტად არ ვიცი, რომელიღაც სოფლიდან ჩამოვიდნენ, კარები გატეხეს და შევიდნენ. თავად დიდ დიღომში ვცხოვრობ, კომუნისტების დროს, ლოტკინზე, ზღვის უბანში მეტროს თანამშრომლებისთვის კორპუსები აშენდა და ჩემს ქმარსაც მისცეს ბინა, არც გაზი იყო, არც წყალი, არც შუქი და დაკეტილი გვქონდა.

მეზობელმა დაგვირეკა და გვითხრა, თქვენ სახლში სხვები შევიდნენო. მივედით ამბის გასარკვევად, ქალი დაგვხვდა შვილებით, გვთხოვა, ცუდად ვარ, სამკურნალოდ ფული არ მაქვს და არ გაგვაგდოთო, ჩემს ქმარსაც შეეცოდა და დავტოვეთ. იმ დროს ბინა რეესტრში არ მქონია გატარებული, 2008 წელს დავიწყე ეს საქმე და საბოლოოდ, 2013 წელს გავიფორმე. იმ ქალს ვაფრთხილებდი, სახლში არაფერი გააკეთოთ, არ გაარემონტოთ, ბინა ჩემია და ფულს ვერ გადაგიხდი-მეთქი, არ დამიჯერა, ფანჯრები გამოცვალა, ოთახი შეღება. მასთან შეთანხმება არ დამიდია, მაგრამ რაც გააკეთა იმაზე მომედავა, ახლა ბინა უკვე ჩემიაო. ბინის გადაფორმება გაიწელა, ამასობაში ეს ქალიც გარდაიცვალა, სიმსივნით. სახლში მისი ორი შვილი დარჩა. გოგო დიდია, 30 წლის, ის იყო თავისი 17 წლის ძმის მეურვე, თუმცა მერე ქვეყნიდან წავიდა და ახლა ეს ბიჭი მარტო ცხოვრობს ჩემს ბინაში.

საბოლოოდ, როცა ვერაფერი გავაწყვე, სასამართლოს მივმართე. გამოსახლება მოვიგე, სასამართლოს წესით აღსრულებაში შევიტანე თანხა, რომ გამოესახლებინათ ეს ხალხი. მათ გამოსახლებას 2016 წლის მარტიდან ველოდები. აღსრულებამ რამდენჯერმე გადადო გამოსახლება. ბოლოს საქმე 21 ნოემბერს ჩაინიშნა, მაგრამ ახლა იმას მეუბნებიან, არასრულწლოვანია და მორალურ ზიანს ვერ მივაყენებთ, ამიტომ ჯერ ვერ გამოვასახლებთო, მაგრამ მე რა ვქნა? ქირით ვცხოვრობ, ჩემს ოჯახსაც ძალიან უჭირს. თავის დროზე, როცა აღსრულებაში განცხადება შევიტანე, მაშინ არ იცოდნენ, რომ ბიჭი არასრულწლოვანი იყო?" - ამბობს ბინის მეპატრონე იზოლდა ხურცილავა.

საქმის დეტალების გასარკვევად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავუკავშირდით. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ნებისმიერი პირის საქმის წარმოება საჯარო არ არის და ვერც ამ კონკრეტული საქმის დეტალებს გაასაჯაროებენ, შესაბამისად კონკრეტული პასუხი მათგან ვერ მივიღეთ.

"კონკრეტული მხარის საქმის წარმოება კონფიდენციალურია. ქალბატონ იზოლდასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, ის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ", - განგვიცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

როგორ უნდა მოიქცეს მესაკუთრე, როცა მის უძრავ ქონებას უკანონოდ ეპატრონებიან და როგორ იცავს მას კანონი - AMBEBI.GE ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, დავით ლომთაძეს ესაუბრა:

"თუ პირი სხვის საკუთრებაში უნებართვოდ არის შეჭრილი, პირველ რიგში მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს პოლიციას ან პროკურატურას და განმარტოს, რომ მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაული, კერძოდ, სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრა. თუ პოლიცია დანაშაულის ნიშნებს ვერ დაინახავს და გამოძიება არ დაიწყება, ერთადერთი გზა რჩება სამოქალაქო პროცესით დავა.

სამოქალაქო პროცესით დავისთვის აუცილებელი არ არის დაზარალებულმა ჯერ პოლიციას მიმართოს. სამოქალაქო წესით პირდაპირ შეუძლია მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლომ საქმე ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა დღეის მდგომარეობით, როგორც წესი, სასამართლო განხილვას ვერ ასწრებს, მითუმეტეს თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელიც ძალიან გადატვირთულია და დრო იწელება. 2015 წლის 11 დეკემბრის ცვლილებით, პოლიცია ვერ გამოასახლებს უნებართვოდ შეჭრილ პირს, დღეს მოქმედი კანონით, აუცილებელია დაზარალებულმა სასამართლოს მიმართოს.

- თუ სასამართლომ გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანა და ბინა ძველ პატრონს დაუბრუნა, შემდეგ რა პროცედურებია?

- სამოქალაქო საკადასტრო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომ თუ მხარე იშუამდგომლებს, შესაძლებელია გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიეცეს, თუ მხარე ასეთ შუამდგომლობას არ დააყენებს, მაშინ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებად არ იქცევა. ანუ როდესაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გამოვა, თუ მოსამართლე დაუყოვნებლივ აღსრულების შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, პირდაპირ შეიძლება პირის გამოსახლება და მოსარჩელე მხარე აღარ დაელოდება აპელაციის და კასაციის პასუხს.

- რა შემთხვევაში გადაავადებს აღსრულების ეროვნული ბიურო უკანონოდ შეჭრილი მოქალაქის გამოსახლებას?

- აღსრულების კანონის მიხედვით, გამოსახლება შეიძლება გადავადდეს 6 თვით, თუ აღსრულება ზნეობრივ და მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა