ვალერია ლუკიანოვა წლების მანძილზე თოჯინა ბარბის ისე დაემსგავსა, ფოტოზე ნახვისას ძნელია მისგან განასხვაოთ. აღიარებს, რომ მკერდის ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა პლასტიკური ქირურგის ხელი მის სახესაც ეტყობა. გარდა ამისა, სპეციფიკური მაკიაჟით, კონტაქტური ლინზებით და სხვა საშუალებებით მაქსიმალურად ემსგავსება არაცოცხალ არსებას, იღებს ფოტოებს და შემდეგ უზიარებს თაყვანისმცემლებსა და მიმდევრებს, რომელთა რაოდენობა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 2 მილიონს აღწევს.
ვალერია 31 წლისაა, ის მოლდოვაში დაიბადა, თუმცა ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და მოდელობს. გოგონა ამბობს, რომ მისი თოჯინასავით სხეული ყოველდღიური ვარჯიშისა და მკაცრი დიეტის დამსახურებაა.
ვალერიას თითქმის ვერასდროს ნახავთ უმაკიაჟოდ, ფოტოების უმრავლესობაში ის მაკიაჟითა და ფერადი ლინზებითაა, თუმცა არსებობს რამდენიმე ფოტოც სადაც ის სრულიად უმაკიაჟოა და უნდა აღინიშნოს, რომ უმაკიაჟოდ ის უფრო ლამაზია.
ვალერია უმაკიაჟოდ