4 დეკემბერს EASTER SPACEHALL-ში!

 4 დეკემბერს EASTER SPACEHALL-ში!

4 დეკემბერს ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME და მულტიფუნქციური კულტურული სივრცე SPACEHALL თანამედროვე ინდი პოპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახეს, EASTER-ს წარმოგიდგენთ.

EASTER ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტია, რომელიც მუსიკოსმა შტაინ ომარმა და პროდიუსერმა მაქს ბოსმა დააარსეს. მათ პირველმა ალბომმა Ur a Great Babe (2011 წელი) დიდი წარმატება მოუტანა.

ინდიპოპ ბენდის შემოქმედება სოციალური ტექსტებით გამოირჩევა და შექმნის დღიდან აკეთებს აქცენტს სექსუალობასა, თუსხვა აქტუალურ თემაზე.

2012 წელს ბენდმა ახალი ალბომი,The Softest Hard გამოუშვა.  

კოლექტივი ვიდეო არტისა და ელექტრონული პოპის ჟანრში მოღვაწეობს. დუოს სახელწოდება EASTER (რომელიც ითარგმნება, როგორც აღდგომა) იმ ფაქტმა განსაზღვრა, რომ მუსიკოსები კარიერის დასაწყისში სხვადსხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს კი სააღდგომო არდადეგებზე ხვდებოდნენ.

დუეტი Do It Yourself ფილოსოფიის მიმდევარია - ისინი თავად წერენ მუსიკას და თავად ქმნიან ვიდეოკლიპებს ნამუშევრებისთვის.

გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, წყვილი 2014 წლიდან მოყოლებული სატელევიზიო სერიალზე მუშაობდა - Sadness Is An Evil Gas Inside Of Me - ასე ჰქვია საპნის ოპერას, რომელიც ადამიანთა ორ ჯგუფზე მოგვითხრობს -ისინი თავიანთ მიკროსამყაროშიუცხოთა ჩამოსვლას უმკლავდებიან.

დუეტი აქტიურად აპელირებს სოციალურ საკითხებზე. მაგალითად, 2016 წლის შემოდგომაზე გამოსული ტრეკი Kinds of Fruit აბორტის უფლებაზე აკეთებს აქცენტს. მათი პროექტი HER OWNმიზნად ისახავს ადამიანის სექსუალობის გამიჯნვას მისი რეპროდუქციული უნარებისაგან.

SPACEHALL წერეთლის 2 ნომერში, Dinamo Arenas-ს ქვეშ მდებარეობს. ივენთი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ხატია გელოვანი

555 96 34 95

fb.com/khatia.gelovani

gelovanix@gmail.com

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება