პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კრიმინალების მასობრივი დაკავების ფაქტები უცხოეთში
ქართველი კრიმინალების მასობრივი დაკავების ფაქტები უცხოეთში

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა, ქურ­დო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბა და მოხ­მა­რე­ბა - ეს იმ ბრალ­დე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რის გა­მოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უცხო­ეთ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან ხში­რად ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის მად­რიდ­ში, ბარ­სე­ლო­ნა­ში, სე­ვი­ლი­ა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ეს­პა­ნე­თის ბა­რა­კალ­დოს და­სახ­ლე­ბა­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტარ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც და­ა­კა­ვეს. სა­ერ­თო ჯამ­ში 50 ადა­მი­ა­ნი. "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ცნო­ბით, ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი არ აპი­რე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რად­გან შე­საძ­ლოა, ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ი­მა­ლონ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეძე­ბენ სპარ­ტაკ ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც ე.წ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სი­თაა ცნო­ბი­ლი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ლი­დე­რად მო­ი­აზ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, ქარ­თვე­ლე­ბი ეს­პა­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ძი­რი­თა­დად სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბებ­სა და სა­ა­თებს იპა­რავ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლებს ყა­ჩა­ღო­ბის გარ­და, შე­საძ­ლოა, ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ შემ­დე­გი მუხ­ლე­ბით: და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა. ზო­გი­ერთ მათ­განს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვი­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მას­შტა­ბუ­რი და­კა­ვე­ბა უცხო­ეთ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (IDFI)-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 2010-2015 წლებ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს 3 715 მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს­პა­ნე­თის ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, წინ უძღო­და ასე­ვე ეს­პა­ნეთ­ში 2015 წლის მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცია. მა­შინ ეს­პა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის სრუ­ლი სქე­მა გა­შიფ­რეს, და­წყე­ბუ­ლი ეს­პა­ნეთ­ში მათი ჩას­ვლი­დან, ნა­ქურ­და­ლი ფუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ზავ­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ქარ­თუ­ლი მა­ფია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­შია ევ­რო­პა­ში.

"უხი­ლა­ვი ქურ­დე­ბი" - ამ სა­თა­უ­რით ეს­პა­ნუ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია La Sexta ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სე­რი­ას აქ­ვეყ­ნებ­და. "ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე, ჩუ­მად ტე­ხენ სახ­ლე­ბის კა­რებს, ისე რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ძარ­ცვის მსხვერ­პლნი ვერც კი ამ­ჩნე­ვენ სახ­ლში ქურ­დო­ბის კვალს. რა არის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სუფ­თად მო­მუ­შა­ვე ქურ­დე­ბის სა­ი­დუმ­ლო, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ 10-დან 9 კა­რის გა­ღე­ბა?!" - ასე­თი კო­მენ­ტა­რი ახ­ლდა თან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ვი­დე­ოს.

2015 წელს საფ­რან­გეთ­ში, ლა-რო­შე­ლის რა­ი­ონ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი და­ა­კა­ვეს, პა­რა­ლე­ლუ­რად სტრას­ბურ­გში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა 22 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ეს­პა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის ქა­ლა­ქე­ბი უკვე წლე­ბია, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შტაბ-ბი­ნად იქცა. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის ასა­ლაგ­მად ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბიც კი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რო­გო­რი­ცაა "იავა" და "ოსა" - ეს­პა­ნეთ­ში.

2015 წელს ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულ­თა შო­რის იყო 4 ქალი. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ბერ­ძნე­ბის სახ­ლებ­ში მომ­ვლე­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო თავ­დას­ხმი­სას მათ მო­ხუც ქალს და­სა­ძი­ნე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტის დიდი დოზა გა­უ­კე­თეს და სახ­ლი­დან 3700 ევრო წა­ი­ღეს. დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მელ­საც ბერ­ძნუ­ლი პო­ლი­ცია რამ­დე­ნი­მე თვე ეძებ­და, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10-ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კი­სას ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი და ფული ამო­ი­ღეს.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ქართველი კრიმინალების მასობრივი დაკავების ფაქტები უცხოეთში

ქართველი კრიმინალების მასობრივი დაკავების ფაქტები უცხოეთში

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ფულის გათეთრება, ქურდობა, ყაჩაღობა, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-გასაღება და მოხმარება - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რის გამოს საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში სამართალდამცავ სტრუქტურებთან ხშირად ექმნებათ პრობლემა.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ მასშტაბური ოპერაციის შესახებ შეიტყო, რომელიც ესპანეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში ერთდროულად ჩატარდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ესპანეთის მოქალაქეებიც დააკავეს. საერთო ჯამში 50 ადამიანი. "დოიჩე ველეს" ცნობით, ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები არ აპირებენ ქართველების გათავისუფლებას, რადგან შესაძლოა, ისინი გამოძიების დროს მიიმალონ. ასევე ცნობილია, რომ სამართალდამცავები ეძებენ სპარტაკ ჯაფარიძეს, რომელიც ე.წ "კანონიერი ქურდის" სტატუსითაა ცნობილი და დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერად მოიაზრება.

სამართალდამცველების ვარაუდით, ქართველები ესპანელი მოქალაქეების დახმარებით ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს იპარავდნენ. დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა და ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავება უცხოეთში პირველი შემთხვევა არ არის. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 2010-2015 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ქალაქებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, წინ უძღოდა ასევე ესპანეთში 2015 წლის მასშტაბური ოპერაცია. მაშინ ესპანელმა ჟურნალისტებმა ქართველი კრიმინალების მუშაობის სრული სქემა გაშიფრეს, დაწყებული ესპანეთში მათი ჩასვლიდან, ნაქურდალი ფულის საქართველოში გადმოგზავნით დასრულებული. ექსპერტების თქმით, ქართული მაფია ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ევროპაში.

"უხილავი ქურდები" - ამ სათაურით ესპანური ტელეკომპანია La Sexta ჟურნალისტური გამოძიების სერიას აქვეყნებდა. "ისინი მოქმედებენ ძალადობის გარეშე, ჩუმად ტეხენ სახლების კარებს, ისე რომ თავდაპირველად ძარცვის მსხვერპლნი ვერც კი ამჩნევენ სახლში ქურდობის კვალს. რა არის მსოფლიოს ყველაზე სუფთად მომუშავე ქურდების საიდუმლო, რომლებსაც შეუძლიათ 10-დან 9 კარის გაღება?!" - ასეთი კომენტარი ახლდა თან ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიდეოს.

2015 წელს საფრანგეთში, ლა-როშელის რაიონში დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, პარალელურად სტრასბურგში განხორციელებული სეცოპერაციის შედეგად პოლიციელებმა 22 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქები უკვე წლებია, ქურდული სამყაროს შტაბ-ბინად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნების სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, ქართული მაფიის ასალაგმად ტრანსნაციონალური სპეცოპერაციებიც კი ჩაეტარებინათ, როგორიცაა "იავა" და "ოსა" - ესპანეთში.

2015 წელს ბერძენი სამართალდამცველების აქტიური მუშაობის შემდეგ საბერძნეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულთა შორის იყო 4 ქალი. სამართალდამცავთა ცნობით, ქართველი ქალები ბერძნების სახლებში მომვლელებად მუშაობდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ბოლო თავდასხმისას მათ მოხუც ქალს დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა გაუკეთეს და სახლიდან 3700 ევრო წაიღეს. დაჯგუფებას, რომელსაც ბერძნული პოლიცია რამდენიმე თვე ეძებდა, გამოძიების ინფორმაციით, 10-ზე მეტი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ამოიღეს.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ