პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა
ქართველმა ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა

სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ზუგ­დი­დის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კლუ­ბის­გან 3 თვის ხელ­ფა­სის გა­დახ­დას ითხო­ვენ. რო­გორც კლუ­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, მათ მხო­ლოდ სექ­ტემ­ბრის თვის ნა­ხე­ვა­რი ხელ­ფა­სი აქვთ აღე­ბუ­ლი და შემ­დეგ ხელ­ფა­სი არ აუ­ღი­ათ.

იხი­ლეთ სკან­და­ლუ­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია

რო­გორც სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "ზუგ­დი­დის" ერთ-ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი გიგა ბეჭ­ვა­ია დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნავს, ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია კლუბ­მა ვერ გა­ი­ა­როს ლი­ცენ­ზი­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მათ აეკ­რძა­ლე­ბათ პრო2-ში თა­მა­ში.

"კლუბს ჩვენს მი­მართ 3 თვე­ნა­ხევ­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს. ამის შემ­დეგ გვქონ­და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან სა­უ­ბა­რი. მი­ვე­ცით დრო, რომ ეს თან­ხა გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნათ, რა­ზეც უარი მი­ვი­ღეთ. ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა დგას, რად­გან კლუ­ბი ვერ გა­ივ­ლის ლი­ცენ­ზი­რე­ბას, რის შემ­დე­გაც მათ აეკ­რძა­ლე­ბათ პრო2-ში თა­მა­ში. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ არის ის, რომ ზუგ­დიდს არ ჰყავ­დეს გუნ­დი", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბეჭ­ვა­ი­ამ.

რო­გორც გიგა ბეჭ­ვა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ნა­ხე­ვა­რი თვის ხელ­ფა­სი ჩა­ე­რი­ცხე­ბო­დათ დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე, რა­ზეც მათ უარი თქვეს.

"უარი ვთქვით, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად კა­პი­კი არ აგ­ვი­ღია 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის ალ­ბათ თან­ხა იმის­თვის, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი დრო­ე­ბით გა­ა­ჩე­რო", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბეჭ­ვა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, რომ თვე­ნა­ხევ­რის ხელ­ფა­სი მა­ინც მი­ე­ცათ დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე და შემ­დეგ 2 თვის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ზე კი­დევ 2 თვეს ვა­დას აძ­ლევ­დნენ, თუმ­ცა ამა­ზე რო­გორც გიგა ბაჭ­ვა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა კლუ­ბის­გან უარი მი­ი­ღეს.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თქმით, არ იცი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ არ ერი­ცხე­ბათ მათ 3 თვის ხელ­ფა­სი. რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ალ­ბათ ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის არის, რომ კლუბ­ში ფული არ არის, თუმ­ცა გიგა ბეჭ­ვა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 600 000 ლარი გარ­და­მა­ვალ ჩემ­პი­ო­ნატ­ში გუნ­დმა მი­ი­ღო, რო­მე­ლიც არა­მიზ­ნობ­რი­ვად და­ი­ხარ­ჯა.

სა­ხეც­ბურ­თო კლუბ ზუგ­დი­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს იცავს პრო­ფე­სი­ო­ნალ ფეხ­ბურ­თელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჯაბა მუ­ჯი­რი. რო­გორც მუ­ჯირ­მა ღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, მას მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქონ­და კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. მუ­ჯი­რის თქმით, ის შეხ­ვდა ზუგ­დი­დის მერს, რა დრო­საც მერ­მა შეს­თა­ვა­ზა, რომ დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე ნა­ხე­ვა­რი თვის ხელ­ფასს მი­ი­ღებ­დნენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი.

"შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე და­ი­ფა­რე­ბო­და სექ­ტემ­ბრის ნა­ხე­ვა­რი ხელ­ფა­სი და და­ნარ­ჩე­ნი გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და თე­ბერ­ვლის ბო­ლოს. დე­კემ­ბრის ხელ­ფა­სის პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა ფეხ­ბურ­თე­ლებს, ანუ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი დე­კემ­ბრის ხელ­ფასს ვერ აი­ღებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ჯაბა მუ­ჯირ­მა.

მისი თქმით, საქ­მის კურ­სშია ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გვერ­დით დგას.

ჯაბა მუ­ჯირ­მა ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმა­ზე, რომ ზუგ­დი­დის ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ცუდი აქვთ. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ფეხ­ბურ­თე­ლებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო არ ჰქონ­დათ გაზი და ელექტრო­ე­ნერ­გია. მი­სი­ვე თქმით, იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­ჩუქ­რის სა­ხით სო­სი­სე­ბი გა­დას­ცა, ფეხ­ბურ­თელ­მა კი სო­სი­სე­ბი ჩა­ა­ბა­რა, რათა გა­ზი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის გა­და­სა­ხა­დი გა­და­ე­ხა­და.

მა­ნამ­დე ზუგ­დი­დის ფეხ­ბურ­თელ­მა გიგა იო­სე­ლი­ან­მა sportall.ge-სთან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ "ზუგ­დიდს" 4 დე­კემ­ბრამ­დე მის­ცა ვადა, რათა ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­როს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გუნ­დი ლი­ცენ­ზი­რე­ბას ვერ გა­ივ­ლის და მე­ო­რე ლი­გა­ში დაქ­ვე­ით­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართველმა ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა

ქართველმა ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელები კლუბისგან 3 თვის ხელფასის გადახდას ითხოვენ. როგორც კლუბის ფეხბურთელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ მხოლოდ სექტემბრის თვის ნახევარი ხელფასი აქვთ აღებული და შემდეგ ხელფასი არ აუღიათ.

იხილეთ სკანდალური პრესკონფერენცია

როგორც საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდის" ერთ-ერთი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავს, ამ დავალიანების გამო შესაძლებელია კლუბმა ვერ გაიაროს ლიცენზირება, რის შედეგადაც მათ აეკრძალებათ პრო2-ში თამაში.

"კლუბს ჩვენს მიმართ 3 თვენახევრის დავალიანება აქვს. ამის შემდეგ გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი. მივეცით დრო, რომ ეს თანხა გაესტუმრებინათ, რაზეც უარი მივიღეთ. ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა დგას, რადგან კლუბი ვერ გაივლის ლიცენზირებას, რის შემდეგაც მათ აეკრძალებათ პრო2-ში თამაში. ჩვენი თვითმიზანი არ არის ის, რომ ზუგდიდს არ ჰყავდეს გუნდი", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

როგორც გიგა ბეჭვაიამ აღნიშნა, იყო შემოთავაზება, რომ ნახევარი თვის ხელფასი ჩაერიცხებოდათ დეკემბრის ბოლომდე, რაზეც მათ უარი თქვეს.

"უარი ვთქვით, რადგან ფაქტობრივად კაპიკი არ აგვიღია 3 თვის განმავლობაში. ეს არის ალბათ თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩერო", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მოთხოვნა იყო, რომ თვენახევრის ხელფასი მაინც მიეცათ დეკემბრის ბოლომდე და შემდეგ 2 თვის დავალიანებაზე კიდევ 2 თვეს ვადას აძლევდნენ, თუმცა ამაზე როგორც გიგა ბაჭვაიამ აღნიშნა კლუბისგან უარი მიიღეს.

ფეხბურთელების თქმით, არ იციან კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ ერიცხებათ მათ 3 თვის ხელფასი. როგორც ფეხბურთელები აღნიშნავენ, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კლუბში ფული არ არის, თუმცა გიგა ბეჭვაიას განცხადებით, 600 000 ლარი გარდამავალ ჩემპიონატში გუნდმა მიიღო, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა.

სახეცბურთო კლუბ ზუგდიდის ფეხბურთელების ინტერესებს იცავს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი. როგორც მუჯირმა ღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას მოლაპარაკება ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მუჯირის თქმით, ის შეხვდა ზუგდიდის მერს, რა დროსაც მერმა შესთავაზა, რომ დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასს მიიღებდნენ ფეხბურთელები.

"შეთავაზება მივიღე, რომ დეკემბრის ბოლომდე დაიფარებოდა სექტემბრის ნახევარი ხელფასი და დანარჩენი გადანაწილდებოდა თებერვლის ბოლოს. დეკემბრის ხელფასის პატიება სთხოვა ფეხბურთელებს, ანუ ფეხბურთელები დეკემბრის ხელფასს ვერ აიღებდნენ", - განაცხადა ჯაბა მუჯირმა.

მისი თქმით, საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთელების გვერდით დგას.

ჯაბა მუჯირმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზუგდიდის ფეხბურთელებს საცხოვრებელი პირობები ცუდი აქვთ. როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელებს დავალიანების გამო არ ჰქონდათ გაზი და ელექტროენერგია. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ ფეხბურთელებს საჩუქრის სახით სოსისები გადასცა, ფეხბურთელმა კი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა.

მანამდე ზუგდიდის ფეხბურთელმა გიგა იოსელიანმა sportall.ge-სთან განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზუგდიდს" 4 დეკემბრამდე მისცა ვადა, რათა ფეხბურთელებთან ფინანსური პრობლემები მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი ლიცენზირებას ვერ გაივლის და მეორე ლიგაში დაქვეითდება.

დღის ფოტო - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების შესვენება

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული

Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს