საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება დათა ახალაიას მძღოლი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე - "ავტომატი მანქანაში ჰქონდა, როდესაც გადავიდა, თან წაიღო..."
რას ჰყვება დათა ახალაიას მძღოლი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე - "ავტომატი მანქანაში ჰქონდა, როდესაც გადავიდა, თან წაიღო..."

ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ბრა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როსს დათა ახა­ლა­ი­ა­სა და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს, მეტ­სა­ხე­ლად "მას­ტე­რას" აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მოწ­მის სა­ხით დათა ახა­ლა­ი­ას მძღო­ლი და­ი­კი­თხა. ელიმ­ბაი ალი­ევ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე 2006 წლის 12 იან­ვარს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა და დათა ახა­ლა­ი­ას გა­და­ად­გი­ლე­ბის მა­შინ­დელ მარ­შრუტ­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც მოწ­მემ აღ­ნიშ­ნა, დათა ახა­ლა­ია, გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე და ლე­ვან ქარ­და­ვა მან ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 23:00 სა­ა­თის­თვის მი­იყ­ვა­ნა. მისი თქმით, ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის­ვლი­სას, სრო­ლა და სპე­ცო­პე­რა­ცია უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. ელიმ­ბაი ალი­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლა­ი­ას ავ­ტო­მა­ტი მან­ქა­ნა­ში ჰქონ­და და რო­დე­საც ის გა­და­ვი­და, ია­რა­ღი თან წა­ი­ღო, თუმ­ცა რო­გორც მოწ­მემ აღ­ნიშ­ნა, დათა ახა­ლა­ი­ას არა­ვის­თვის არ უს­ვრია.

რო­გორც პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დათა ახა­ლა­ი­ას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მის ჩვე­ნე­ბით გა­ქარ­წყლდა პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დათა ახა­ლა­ი­ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი ერთ-ერთი პი­რის მი­მართ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რორ­მა და­ვით ნე­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ელიმ­ბაი ალი­ე­ვის მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა, თით­ქმის ყვე­ლა სხვა მოწ­მის, მათ შო­რის ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აღ­ნი­შუ­ლი მოწ­მის სან­დო­ო­ბა ეჭვქვეშ დგე­ბა.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს ბრა­ლად 2006 წლის 12 იან­ვარს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­თან და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის, შოთა გორ­გა­ძის, მა­რად არ­თმე­ლა­ძი­სა და რო­მან სურ­მა­ნი­ძის წი­ნას­წარ და­გეგ­მილ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა ედე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, დათა ახა­ლა­ი­ამ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი შოთა გორ­გა­ძის, ხოლო გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ რო­მან სურ­მა­ნი­ძის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

Ambebi.ge

რას ჰყვება დათა ახალაიას მძღოლი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე - "ავტომატი მანქანაში ჰქონდა, როდესაც გადავიდა, თან წაიღო..."

რას ჰყვება დათა ახალაიას მძღოლი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე - "ავტომატი მანქანაში ჰქონდა, როდესაც გადავიდა, თან წაიღო..."

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად "მასტერას" აქვს წაყენებული, მოწმის სახით დათა ახალაიას მძღოლი დაიკითხა. ელიმბაი ალიევმა სასამართლო პროცესზე 2006 წლის 12 იანვარს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და დათა ახალაიას გადაადგილების მაშინდელ მარშრუტზე ისაუბრა.

როგორც მოწმემ აღნიშნა, დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე და ლევან ქარდავა მან ავტოსადგურის ტერიტორიაზე 23:00 საათისთვის მიიყვანა. მისი თქმით, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მისვლისას, სროლა და სპეცოპერაცია უკვე დამთავრებული იყო. ელიმბაი ალიევის ინფორმაციით, ახალაიას ავტომატი მანქანაში ჰქონდა და როდესაც ის გადავიდა, იარაღი თან წაიღო, თუმცა როგორც მოწმემ აღნიშნა, დათა ახალაიას არავისთვის არ უსვრია.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ დათა ახალაიას ინტერესების დამცველმა ირაკლი ზაქარეიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული მოწმის ჩვენებით გაქარწყლდა პროკურატურის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ დათა ახალაიამ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა.

თავის მხრივ, პროკურორმა დავით ნეფარიძემ აღნიშნა, რომ ელიმბაი ალიევის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, თითქმის ყველა სხვა მოწმის, მათ შორის ბრალდებულის ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის და აქედან გამომდინარე აღნიშული მოწმის სანდოობა ეჭვქვეშ დგება.

გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.

თორნიკე კოშკაძე

Ambebi.ge

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა - პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს